გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების წვლილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ -ში

 

ფოტოზე: შონია აქვსენტი პავლეს ძე

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე - ამ საზოგადოების თითოეული წევრი.  

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

საზოგადოების წევრები გახლდნენ შონიების საგვარეულო კავშირის 11 წარმომადგენელი:

შონია ანდრია მიხეილის ძე (1884-1965) (ექიმი)

შონია არისრატხი

შონია აქვსენტი პავლეს ძე (1894-1953)  (თანამდებობის პირი)

შონია გურრი(გუსარი)

შონია დიმიტრი ფილიპეს ძეშონია ესტატე

შონია ივანე

შონია ნიკოლოზი კონსტანტინეს ძე

შონია პავლე

შონია სანდრო

შონია სვიმონი

წყარი: შონიების საგვარეულო კავშრირის ფეისბუკ გვერდი



ვეტერანი მექანიზატორი ენდუშ შონია ხობი-1983 წ

 

სოფლტექნიკის ხობის რაიონული განყოფილების მეექვსე ბრიგადის ხელმძღვანელი, ვეტერანი მექანიზატორი ენდუშ შონია და ამავე ბრიგადის მექანიზატორები საყანე მიწის ხვნისას.

ხობი-1983 წ.

შონიობა 2023

 

2023 წლის 9 ნოემბერს შონიების გვარის კურთხევის დღეს ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შონიების გვარის წარმომადგენლები დალოცა დეკანოზმა ილია ლომაიამ და გარდაცვლილი შონიების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.     შონიებმა სანთელი დაანთეს მონასტრის ეზოში დაკრძალული ლუკა ივანეს ძე შონიას საფლავთან და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.     წლევანდელი შონიობა ხობელებისთვის გამოირჩეოდა, რადგან გვსტუმრობდნენ აბაშიდან, ჩხოროწყუდან და სენაკიდან მოსული შონიები.

ტრაპეზის დაწყებამდე, რომელიც გაიმართა რესტორან „კოლხეთში“ ნაჩვენები იქნა საგვარეულო კავშირის მიერ 2016 წელს მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გვართა ენციკლოპედია - შონიებიდა ხობელი შონიების მიერ მომზადებული ფოტო-ვიდეო კოლაჟი სადაც ასახულია გვარის კურთხევიდან დღემდე „შონიობის“ აღნიშვნის დოკუმენტური კადრები.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთში მცხოვრებმა შონიებმა წელს პირველად აღნიშნეს გვარის კურთხევის დღე და ვიდეო ჩართვით მოგვილოცეს  საზეიმო თარიღი.

პანაშვიდზე  მოხსენიებლი შონიების სახელები: 

იესე, ჯათუ, ალექსანდრე, ზურაბი, თედორე, ლეონტი, არსენი, ტაისია, ბათლომე, გუჯუ, ელისო, ლუკა, ივანე, ნიკოსიმონი, რევაზი, გივი, ნოდარივაჟა, თინა, რეზო, ვინარი, შალდი, ნოდარი, ნინო, ბასა, ილიკო, ელისო, ივლიტე, ლოლი, მერი, რევიკო, გურამი, იპოლიტე, ენდუში, ლაურენტი, ფრიდა, ნათელა, ჟორჟი, მურმანი, ნონა, ელიტე, შუშუ, გვადი, მეგონა, აბელი, კაკო, ლენა, ჩოქო, ველოდი, ლუკიანე, თეოფანე, ამირანი, პაჭუ, კოსმანი, ომარი, ვარლამი, ალექსი, ჟორჟი, ფარნა, კაპიტო, ზაური, ვახტანგი, სერგო, ნიკოლოზი, გურიელი, ვაჟიკო, შალვა, კაჭუ, შაქრო, ბორისი, აქვსენტი, ქეთევანი, ქარია, ელისაბედი, თემური, ვლადიმერი, მაკარი, ზვიადი, კუკური, ფაშურა, ლევანი, ფლორა, ნელი, მარგო, ნინა, ვალია, დოლიკო, კახა, ლილი, ნანი, ავთანდილი, ლუარა, მიშიკო, რაული, გურიელი,  დანიელი, კოკულა, ციალა, ტერენტი.


ეს დღე შონიების მიერ 2014 წლის კურთხევიდან ტრადიციულად აღენიშნება.


შონიები-თბილისი

შონიები- ფოთი

შონიები-ხობი

ლუკა ივანეს ძე შონია

 ხობის მონასტერში დასავლეთ მხარეს საკათალიკოსო სასახლესთან ახლოს დაკრძალული ლუკა ივანეს ძე შონიას საფლავი

1882-1921
ჩვენთვის ცნობილია, რომ ლუკა შონიას წერილები ხშირად იბეჭდებოდა XIX საუკუნის პრესაში, რომელიც ხობის მონასტერს ეხებოდა.
„ძლიერი გვარი ძლიერი სამშობლო“







საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

 


2023 წლის 31 იანვარს საზოგადოება ხობელის დარბაზში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება, რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო.  ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის,  დასმულ იქნა კითხვები  და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.