გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები
Показаны сообщения с ярлыком ხსოვნა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ხსოვნა. Показать все сообщения

შონიების საგვარეულო კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გიორგი ჯორჯიკია.

გიორგი ჯორჯიკია ხატწერის ერთ-ერთი უბადლო ოსტატი გახლდათ. მოღვაწეობდა საქართველოსა და საბერძნეთში.
ბატონ გიორგის დაწერილია შონიების საგვარეულო ორი ხატი - წმ. ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ამჟამად ქვემო ფონიჭალაში, წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ასევე, ანდრია პირველწოდებული ხატი, რომელიც შონიების საგვარეულომ უწმინდესს უსახსოვრა და მისივე სურვილით, სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
ჯორჯიკიების, დემურიების და შონიების გვართა წარმომადგენლები, ძველი გადმოცემის მიხედვით, წარმოადგენენ ჩარკვიანების საგვარეულოს სამ შტოს. სამივე გვარის წარმომადგენლებისათვი ცნობილია, რომ ისინი ერთი წინაპრისგან მოდიან.
კვირას, 26 დეკემბერს, 40 დღე გადის გიორგი ჯორჯიკიას გარდაცვალებიდან. მამა ზაქარია მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის, წირვაზე და კვეთაზე კი ყოველთვის მოიხსენიებს მის .
უფალმა აცხონოს ბატონ გიორგის სპეტაკი სული.

გელა (ღელვა) შონია


 შონიების საგვარეულო კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა(ღელვა) შონია. ბატონ გელას ეკუთვნის მრავალი მსოფლიო დონის აღმოჩენა ბიოქიმიისა და მედიცინის დარგში. მედიცინაში ის ითვლება ტრანსდისციპლინარული მიდგომების შემომტანად. მისი თაოსნობით შეიქმნა და დაინერგა ადამიანის დიაგნოსტირების უნიკალური მეთოდები. გელა შონიამ აღზარდა ექიმების არაერთი თაობა, და სიცოცხლის ბოლო დღემდე იდგა თავისი ხალხისა და მეცნიერების  სამსახურში.


გასვენება 6 მარტს 2 საათზე.  მის. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, 6 ა კორპუსი, 2 სადარბაზო, ბინა 25.

უფალმა აცხონოს მამუკა ბორისის ძე შონიას სული


მამუკა ბორისის ძე შონია

მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტში, განსაკუთრებით.მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, ზუგდიდის პოლიციის უფროსად, სასაზღვრო.პოლიციის დეპარტამენტში და ბოლოს თავდაცვის სამინისტროში.
მან ყველგან გულიანი კაცის, მეგობრის და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე ადამიანის სახელი დატოვა.