ხობელი შონიები ეროვნულ ნაკრებს ქომაგობენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის ჩვენება ხობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისათვის ბიელი-ხობელი შონიების გვარის წარმომადგენლები ერთობით დავესწარით.
კუტალიები-წინაპრები ფოტო 1924 წლამდე
კორცხოს (ხეთა) კუტალიები-ფუფული ვლადიმერის ასული შელიას (სურათზე დედა პელაგია კუტალია) საოჯახო არქივიდან ხობი, პირველი ხორგა
უნიჭიერესი გეგა შონია ხობში 26 აპრილი 2024 წელი
ძმებმა ალექსანდრე და მაქსიმე შონიებმა დიდი სიხარულით ჩვენს უნიჭიერეს გეგა შონიას გადასცეს შონიების ჰერალდიკითა და საგვარეულო ხატებით გამოსახული სიმბოლური საჩუქარი.
„ძლიერი გვარი ძლიერი სამშობლო"
დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ვოკალის აკადემიის კვარტეტ ,,ოთხის’’ (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია) კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.
28 აპრილს, კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ დასკვნითი ღონისძიება - კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართება. საზეიმო ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%20%20(2).jpg)
%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9D%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%20%20(1).jpg)


