1 იანვარს ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია (ლომაიამ) 2015 წლის პირველი დღის აღსანიშნავად წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ზეთი აცხო. ქადაგების შემდგომ მამა ილიამ სოფელ ბიაში მცხოვრები მოსახლეობა (მათ შორის შონიების გვარის წარმომადგენლები) დალოცა და მათი ეზო კარის მიწა აკურთხა.
პატრიარქმა შონიების გვარი აკურთხა
2014 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შონიების მრავალრიცხოვენი გვარი აკურთხა.
საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა მრევლს რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ილია მეორემ შონიების გვართან ერთად საგვარელულოს ხატი ილორის წმინდა გიორგის ასლი და ანდრია პირველწოდებულის ხატი აკურთხა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)




