ძმები შონიები 2008 წლის აგვისტოს გმირის გოგა ბერაიას ტურნირს დაესწრნენ
Ირაკლის!!!.... Ირა_ფატიმა ოთარის ასული ხულორდავა.
Ირაკლის!!!....
კაცო... კაჟკაცო... კეთილშობილო... თვთით, კურთხეულო, ნაღდო, ქართველო.... ნეტავ, სუყველას, შეეძლოს, ქვეყნად... ირაკლი! შენებრ, რომ იქართველოს. ქართველობა, ხომ, იმას, არ ნიშნავს... ქართველი, ვარო... გეყოს, სათქმელად.... ვინც, ხარ... საიდან მოდიხარ... ის, თქვი... და ან, რა გქვია, ნამდვილ, სახელად. შენ! სართველობა, სულში გიკივის... არვის, არა, აქვს, კითხვის, უფლება.... შენებრ, ქართველი, ბევრი, რომ გვყავდეს, ის, იქნებოდა, ბედნიერება. შენ საქართველოს და შენი ხობის, ხარ სიამაყე ქართული სულის... ქართულ შემართებით, ახარებ, ოჯახს.... და... წინ... უძღვები... იმ სიყვარულით. შენი, მიზანი, ხობს, რომ არ დატოვ ... ეგ ბევრჯერ, საქმით, შენ, დაამტკიცე ... შენი, ვაჟკაცურ, სულისკვეთებით.... დღითიდღე, აღწევ, დასახულ, მიზნებს. მამა, გიორგი ბასილაძემ, თქვა... ქართველობა ძნელიაო... ძნელი... მაგრამ.... ისიც, მიაყოლა... "ბაბუმ"... რომ... არისო... აუცილებელი. სწორედ, შენ, ხარ, ის, ქართველი, ნაღდი... ვისაც, გულში, გამჯდარი, აქვს, რწმენა.... რომ... მთელ სამყაროს, ჯობია, ჩვენი... საქართველო და ქართული, ენა. მაშ, მხარე, კოლხურ, შემართებით... ასახელე, სამშობლო და ერი... ღვთის კურთხევით, წყალობით და მადლით... ყოფილიყავ, მუდამ ბედნიერი. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ფატიმა დეიდა.
ციალა ჯიქია-შონიას 82 წლის იუბილე
2025 წლის 15 მარტს ციალა ჯიქია-შონიას შვილებმა ზურაბის ხელმძღვანელობით დედას საიუბილეო ტრაპეზი გადაუხადეს ხობში არსებულ რესტორან „კოლხაში“ (სტუმრად მაიზერთან), შეიკრიბნენ ახლო ნათესავები და მეზობლები, ჩვენს საყვარელ ადამიანს დიდი სითბოთი მიულოცეს საიუბილეო თარიღი და უსურვეს კიდევ დიდი ხანი ყოფილიყოს თავისი ოჯახისა და საშონიოს დიდდეად. 17 მარტს ოჯახში შვილიშვილებმა ბესო და ბექა მიქაძეებმა მიულოცეს გამზრდელ ბებიას ლამაზი დღე. საშონიოს გომორძგუას!
არველოდ შონიას 83 წლის იუბილე
პედაგოგის ხელში ჩამოყალიბებული სული, განათლებული გონება და კეთილშობილი გული – ეს არის ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის. სწორედ ასეთი ძალის მქონე ადამიანია არველოდ შონია, რომლის მთელი ცხოვრება განათლების, ღირსებისა და თავდადების ნათელ მაგალითად გვევლინება.
28 წლის განმავლობაში მან აღზარდა და შთააგონა არაერთი თაობა, პირველ რიგში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის მე-2 საშუალო სკოლაში, სადაც ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის რანგში მოღვაწეობდა. მოგვიანებით კი – ამავე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა იტვირთა. მისი უშურველი შრომისა და სულიერი სიძლიერის შედეგად, სკოლა არ ყოფილა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი – ეს იყო პატრიოტიზმის, სიკეთისა და კაცთმოყვარეობის აკვანი.
სამწუხაროდ, აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ისიც, როგორც ათასობით ადამიანი, საყვარელ სახლ-კარსა და საქმიანობას მოწყვიტა. მიუხედავად ამისა, ბატონი არველოდი კვლავ ერთგული დარჩა საკუთარი პროფესიული და ადამიანური მისიისა – იგი ხობის ერთ-ერთ სკოლაში განაგრძობდა მოსწავლეთა აღზრდას, პენსიაზე გასვლამდე.
მიმდინარე წლის 25 თებერვალს არველოდ შონიას 83 წელი უსრულდება. შონიების საგვარეულო დიდ სიყვარულსა და პატივისცემას უცხადებს მას, ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.
https://www.facebook.com/share/p/1Hh3BzsNwu/
გაზეთი „ხობის მოამბე“ N3



