გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

მღვდელი გაკო შელია

 


გაბრიელ ( გაგო) შელია 1868 წლიდან მსახურობდა და აღავლენდა ღვთის მსახურებას ს. ზენის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში. ამ ისტორიული ფოტოს გარდა ოჯახში აღმოჩდა 
მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი,  რომელიც ამ ეკლესიაში იყო დაბრძანებული 1860-იან წლებში და ლოცუობდნენ ჩვენი წინაპრები. ოჯახის წევრის გადმოცემით ეს ხატი მე-20 საუკუნის 50-70-იან წლებში მოსალოცად  დაჰქონდათ საჯიჯაოში , როცა იყო გვალვები არ იწვიმებდა თვეობით , რა დროსაც იკვლებოდა საკლავი/შესაწირი და ხატის წინაშე ლოცულობდნენ და ევედრებოდნენ , რომ ეწვია.

ხატის უკან ინახებოდა მღვდელ გაბრიელ შელიას ფოტო გადაღებული 1894 წლის 1 მაისს. წარწერა მღვდელ გ. შელიას მიერ არის გაკეთებული. მქონდა შესაძლებლობა მომუშავა მის მიერ შედგენილ ეკლესიის მეტრიკულ წიგნებზე. ამ ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდლები: კალისტრატე ვაწას ძე შელია, ივოანე და გაბრიელ შელია. გაბრიელი იყო ბოლო მღვდელი.

დავით ახალაიას კომენტარი