ზუგდიდში, იქ, სადაც ათწლეულების წინ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობდა, სულიერი ცხოვრება ხელახლა იბადება. კომუნისტური რეჟიმის დროს დანგრეული და მივიწყებას მიცემული წმინდა ადგილი კვლავ იბრუნებს თავის პირვანდელ დანიშნულებასა და სიდიადეს.
ქალბატონ ნონა შონიასა და მისი ოჯახის გულმოდგინე ზრუნვითა და თაოსნობით, ამ ისტორიულ მიწაზე წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძარი შენდება. ეს წამოწყება მხოლოდ ტაძრის მშენებლობა არ არის - ესაა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რწმენის გამარჯვება დროზე და წინაპართა ლოცვის გაცოცხლება.
დღეს ამ წმინდა ადგილას განსაკუთრებული და ისტორიული დღე შედგა: ტაძრის უკვე ნაკურთხ საძირკველთან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად აღესრულა წმინდა ნიკოლოზის პარაკლისი.
ეს სულიერი ზეიმი კიდევ უფრო ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი გახდა იმით, რომ დღეს ქალბატონ ნონა შონიას 70 წლის იუბილეა ! ეს არის უფლისადმი გაღებული ულამაზესი მადლიერების საჩუქარი და გამორჩეული გზის დაგვირგვინება.
ვულოცავთ ქალბატონ ნონას ღირსშესანიშნავ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და იმ დიდ სიხარულს, რომელსაც საკუთარი თვალით დასრულებული ტაძრის ხილვა და მასში აღვლენილი წირვა-ლოცვა ჰქვია.
ტაძარს შონიების საგვარეულო კავშირის სახელით, გადაეცა ხატი წმიდისა ნიკოლოზისა.
"ხატი წმინდისა ნიკოლოზისა დაიწერა შონიების საგვარეულოს შემოწირულობით
დეკანოზ ზაქარია შონიას ლოცვა-კურთხევითა და ოთარ შონიას ხელმძღვანელობით"
შონიების საგვარეულო კავშირის წინამძღოლი
ოთარ შონია
.jpg)