გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების გვარის კურთხევის 12 წლისთავი — ერთობისა და სულიერების დღესასწაული ხობში

 

დღეს, 9 ნოემბერს, ჩვენი დიდი ოჯახისთვის განსაკუთრებული და საამაყო დღეა — შონიების გვარის კურთხევის 12 წლისთავს აღვნიშნავთ.

უკვე მშვენიერ ტრადიციად იქცა, რომ ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი წინაპრების სულიერ კერაში, ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ვხვდებით. ტაძარში ილორის წმინდა გიორგის ხატით ხელში ავედით; დეკანოზმა მამა ილია ლომაიამ ჯერ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და სიყვარულით დალოცა ჩვენი ცოცხალი გვარისშვილები, შემდეგ კი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა — რითაც კიდევ ერთხელ გავამყარეთ ჩვენი რწმენა, ერთობა და წარსულთან კავშირი.

განსაკუთრებით ემოციური იყო ირაკლი რევაზის ძე შონიას მიერ მომზადებული 12-წუთიანი ფილმის ჩვენება რესტორან „კოლხეთში“. ეს კადრები თითოეული ჩვენგანისთვის წარსულის გახსენებაცაა და იმ სიყვარულის დაფასებაცაა, რასაც წლების განმავლობაში ერთად ვინარჩუნებთ.

სუფრასთან საგვარეულო თასით შესმულმა სადღეგრძელომ კიდევ ერთხელ გააერთიანა ჩვენი გულები. ჰერალდიკით დამშვენებულ ბანერსა და სამახსოვრო წიგნში ჩაწერილმა სურვილებმა კი სამუდამოდ შეინახა ამ დღის სითბო.

ეს დღე ყველას გვახსენებს, რომ ვართ ერთიანი დიდი ოჯახი, რომელსაც ღრმა ფესვები, ძლიერი ისტორია და ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს.

გილოცავთ, ძვირფასო გვარისშვილებო, მრავალჟამიერ ვიყოთ ერთად!

12 წელი — 12 წუთში...

წლების მატიანე, ერთობის ისტორია და თითოეული ჩვენგანის გზა ერთ ფილმში.

„შონიების საგვარეულო კავშირის ერთობა — 2026“

ავტორი: ირაკლი შონია