გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ანდრონიკე ალექსანდრეს ძე შონიას ნათლობა 20.07.2025

2025 წლის 20 ივლის, ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის 33 ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში  მოინათლა ანდრონიკე ალექსანდრეს ძე შონია. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი შალვა კეკელია. ნათლიები: ლადო ახალაია, თამუნა ჭაჭია.

"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია..."

ვიდეო: https://drive.google.com/file/d/14uy6LSHHzP-od_L9rPY76f7dxJrI2Cxs/view

https://drive.google.com/drive/folders/1gfQs_5FbMo06WZCsr7GK12eqmUnC6pAk

შეხვედრა დიდი გვარის შეხვედრის ერთობის საფუძვლად აბესალომ შონიას თაოსნობით

 

06.07.2025 ხობში ბატონი აბესალომის თაოსნობით შედგა შონიების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს 20.09.2025 ჩვენი გვარის დიდი ერთობის ორგანიზებას ფახულანში, რომელიც მიეძღვნება 1990 წლის 15 სექტემბერს გალში შონიების დიდ შეკრებას.

ძმები შონიები 2008 წლის აგვისტოს გმირის გოგა ბერაიას ტურნირს დაესწრნენ

    

 19 აპრილს, პირველ ხორგაში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული პირველი ხორგის ადმინისტრალიული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ჭალადიდის გუნდმა დაიკავა.
    ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ძმებ ალექსანდრე და მაქსიმე შონიებთან ერთად დააჯილდოვეს ტურნირში გამარჯვებული გუნდი.

Ირაკლის!!!.... Ირა_ფატიმა ოთარის ასული ხულორდავა.

 Ირაკლის!!!....


კაცო... კაჟკაცო... კეთილშობილო... ღვთით, კურთხეულო, ნაღდო, ქართველო.... ნეტავ, სუყველას, შეეძლოს, ქვეყნად... ირაკლი! შენებრ, რომ იქართველოს. ქართველობა, ხომ, იმას, არ ნიშნავს... ქართველი, ვარო... გეყოს, სათქმელად.... ვინც, ხარ... საიდან მოდიხარ... ის, თქვი... და ან, რა გქვია, ნამდვილ, სახელად. შენ! სართველობა, სულში გიკივის... არვის, არა, აქვს, კითხვის, უფლება.... შენებრ, ქართველი, ბევრი, რომ გვყავდეს, ის, იქნებოდა, ბედნიერება. შენ საქართველოს და შენი ხობის, ხარ სიამაყე ქართული სულის... ქართულ შემართებით, ახარებ, ოჯახს.... და... წინ... უძღვები... იმ სიყვარულით. შენი, მიზანი, ხობს, რომ არ დატოვ ... ეგ ბევრჯერ, საქმით, შენ, დაამტკიცე ... შენი, ვაჟკაცურ, სულისკვეთებით.... დღითიდღე, აღწევ, დასახულ, მიზნებს. მამა, გიორგი ბასილაძემ, თქვა... ქართველობა ძნელიაო... ძნელი... მაგრამ.... ისიც, მიაყოლა... "ბაბუმ"... რომ... არისო... აუცილებელი. სწორედ, შენ, ხარ, ის, ქართველი, ნაღდი... ვისაც, გულში, გამჯდარი, აქვს, რწმენა.... რომ... მთელ სამყაროს, ჯობია, ჩვენი... საქართველო და ქართული, ენა. მაშ, მხარე, კოლხურ, შემართებით... ასახელე, სამშობლო და ერი... ღვთის კურთხევით, წყალობით და მადლით... ყოფილიყავ, მუდამ ბედნიერი. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ფატიმა დეიდა.
23 მარტი
2025 წელი
ქალაქ სამარა