გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

გვარი შონია

გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება. ლეგენდის თანახმად მიფიშქვინა ჩარკვიანს და მის ორ ძმას სვანეთიდან სისხლის აღების შემდეგ სამეგრელოსათვის შეუფარებიათ თავი.მიფიშქვინა წალენჯიხის სოფელ ფახულანში დასახლებულა.მეგრული მიმართვიდან "შონი რე", "შონი ყოფე" -უწარმოებიათ გვარი შონია(სვანია).სწორედ მისგან მომდინარეობენ ჩვენი წინაპრები. მიფიშქვინას ძმებიდან ერთი ჯორჯოკიად,ხოლო მეორე დემურიად ჩაწერილა.ისინი სოფელ ნარაზენში დასახლებულან.შონიების გვარში ერთ-ერთი სახელგანთქმული პიროვნება ყოფილა ღეჯია შონია,რომლისთვისაც გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის სვანეთის მთავარს-დადეშქელიანს "ოხაჩქუეს" მთა უჩუქებია. ეს გენეალოგია კოსტა და ფარნა შონიების გადმოცემის მიხედვით შეუდგენიათ 1960 წელს აკაკი(კაკო) და ალექსანდრე(ღუდა) შონიებს.1986 წელს რაბო,ტარიელ,ალექსანდრე(ალიკა),ვახტანგ შონიებმა და ლოთია ჭანტურიამ განაახლეს. 2005 წელს გენეალოგია განაახლა ტარიელ აკაკის ძე შონიამ,(რომელიც არჩეულ იქნა 1990 წლის 15 სექტემბერს შონიების საგვარეულოს შეკრებაზე "შონიების გამგებლად",სადაც ესწრებოდა შონიები და მათი ნათესაობა 6 000 კაცი(სამურზაყანო,ქ.გალის რაიონის ფეხბურთის სტადიონი)).
 ტექსტი გადმოვიწერე shoniebi.ucoz.com-იდან


       შონია                დევიზი: ძლიერი გვარი-ძლიერი სამშობლო!
 
წინაპართა გამოვლილი
გზა ძნელი და შორია,
მაგრამ მასზე ღირსეულად
მოდის გვარი-შონია.

უკვდავია მისი სუნთქვა,
ვით ენგურის დინება
ზნეობით და შრომით შეძლო
თავის წარმოჩინება.

ჩვენი კერა სიყვარულით,
რწმენით შემოსილია
და შონიაც ამ მიწა-წყლის
ღირსეული შვილია.

მზეობს ჩვენი ეზო-კარი
გაბადრული აკვნებით,
მამულს შემწედ და მეოხად
კვლავაც გავუმრავლდებით.

შონი-ტომი ქართველური,
ვაზის ღმერთი კოლხური,
შონია-კი სინამდვილე,
ლეგენდბით მორთული.

გაძლიერდი, გაიხარე,
გვარო სახელიანო,
უსასრულო მომავალში
რათა ძლევით იარო!

გაუმარჯოს საშონიოს
საქმი და ოცნებით,
ერით, ბერით, დიდ-პატარის
ნატვრის ასხივოსნებით!

ჩვენს ხატებს და სალოცავებს
რაც ნათელი ჰქონია,
მისი მადლით სულ ხარობდეს
დიდი გვარი-შონია!


                                                        ჯემალ შონია


В начале IV века в Грузии было принято христианство, и детям стали давать христианские имена. Греческие календарные имена получили большое распространение и постепенно стали вытеснять мусульманские. Однако христианские имена, в отличие от турецко-арабских, нередко претерпевали изменения. Так появились Акаки, Амброси, Геронти, Павле, Тевдоре, Текле, Елисабед, Маро, Агати – грузинские аналоги греческих имен. Фамилия Шония имеет мегрельское происхождение. Мегрелы – это этническая группа грузинского народа, представители которой живут преимущественно в западных равнинных районах Грузии и на востоке Абхазии. Большинство мегрельских фамилии заканчиваются на –иа (по-русски часто передаётся как –ия).


Фамилия Шония образована от прозвища Шони. Оно восходит к географическому названию Шони: так мегрелы называют Сванетию — северо-западную часть Грузии. Вероятнее всего, основатель рода Шония был выходцем из Сванетии. А вот сванский суффикс –ани может указывать на знатное происхождение родоначальника.

შენი გვარის ისტორია
შონია
გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება. XVI საუკუნეში შედგენილ ნუსხაში ხოფის ტაძრის ყმა გლეხების თეთრის გამოსაღებისა ჩაწერილია ბევროზა შონია. 1621 წელს შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოს მოსაკრებლების დავთარში ხაუჟელის მკვიდრ ყმა-გლეხთა სიაში ჩაწერილნი არიან უჩარდია და თენა შონიები წყაროში დასტურდება ამ გვარსახელის ფონეტიკური ვარიანტი შუნია.

1621 წელს შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოს მოსაკრებლების დავთარში ჩართულ თილითის მკვიდრ ყმა-გლეხთა სიაში ჩაწერილი არიან მიხილია შუნია, ბებელია და მამა შუნია.