გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ხორში - საგუგუნაო

ხორში - საგუგუნაო

 ხორში (Coscis) აღნიშნულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე 

მსოფლიოში გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობის ისტორიული კანონზომიერება განაპირობებდა. ადამიანების მიერ ამა თუ იმ ობიექტებზე შერქმეულმა ტოპონიმებმა საუკუნეების და ათასწლეულების ქარტეხილებს გაუძლო. უნდა აღენიშნოს, რომ ტოპონიმებს კაცობრიობა, დამწერლობის წარმოშობამდე ბევრად ადრე ხმარობდა და ის თაობიდან თაობას ზეპირმეტყველების გზითაც გადაეცემოდა.

ამ საგაზეთო პუბლიკაციაში შევეცდებით ხორშის ერთ-ერთი  ულამაზესი კუთხის საგუგუნავოს აღწერას.
            საგუგუნავო სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში ერთიანდება, ხოლო გუგუნავები ამ უბანში კომპაქტურად სახლობდნენ და ამიტომაც მიიღო სახელწოდება საგუგუნავო. ამ ოიკონიმს სიტყვათა საწარმოებელი აფიქსი სა-ახლავს (სა-გუგუნავო). თვით ხორში ოხორუშადან (დასასახლებლად) მიღებული ოკონიომია, -ში- პრეფექსით. ხიზანი ხელოსნისთვის მგზავრს უკითხავს: სად მიდიხარო? და უპასუხა: „ოხორუშა“,  „ოხორუშაო“ (დასასახლებლადო) შემოხიზნული კაცი ვარ და აქ უნდა დავსახლდეო (იხ. გ.ელიავა 1989;59.)  დაახლოებით ასეთივე განმარტებაა მ.კალანდარიშვილის საგაზეთო სტატიაში (იხ.კალანდარიშვილი გაზ. „კოლხეთი“ №2 1974 წ.)       
            ხორში (
Coscis) აღნიშნულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე (იხ.ბერაძე 1971;152)

საგუგუნავო მდებარეობს მდინარეების: ხობისწყლისა და ციის შუა, ოდიშის  დაბლობზე, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. სამხრეთით დიდი ხორში ესაზღვრება, ჩრდილო დასავლეთით პატარა ზანა. სენაკს 14 კმ-თაა დაშორებული, შუა ხორშს 5 კმ-ით.
            1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერტიტორიული დაყოფის ცნობარში დასახლებულია ხორშის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი საგუგუნავო. 137 კომლით (633) სული. აქედან 626 ქართველია, 5-სომეხი.          
            1949  წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებობს პირველი მაისის სასოფლო საბჭო, სადაც გაერთიანებულია სამი სოფელი; პატარა ზანა, საგუგუნავო და დიდი ხორში (იხ.დაყოფა 1949;105).
             2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის მონაცემებით საგუგუნავო გაერთიანებულია ხორშის თემის საკრებულოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 99 სულია (49 კაცი, 50 ქალი) რიცხობრივად უპირატესი ეროვნებაა ქართველი (99%).  

გუგუნავების გვარის ფუძეს წარმოადგენს გავრცელებული პირსახელი გუგუნა (გუგუ). ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს გვარი მაინცადამაინც ანტიკურ ხანიდან მოდის. თუმცა დიდგვაროვან კოლხებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჰქონიათ გვარები, რაც ისტორიული წყაროებით და არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება.  ისტორიისათვის ცნობილია ქართველ თავადაზნაურთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი გვარი გუგუნავა, რომელიც სავარაუდოდ, წარმოიშვა შუა საუკუნეებში ლიპარიტ-ორბელიანებისაგან. გუგუნევები ერთ დროს ქვემო გურიის (ქობულეთის) ფეოდალები იყვნენ თავდგირიძეებთან და მანველიშვილებთან ერთად.      
            გუგუნავების გვარი წარმოშობით არის გურიიდან, სადაც XV-XVI ს.ს. მისი წარმომადგენლები იკავებდნენ ერისთავების თანამდებობებს. ჯიხანჯირის წმინდა გიორგი ხატის წარწერაში იხსენიებიან ვახუშტი გუგუნავა და მისი მეუღლე ლელა. მათი თანამედროვე იყო ჩითან გუგუნავა, რომელიც იხსენიება 1764 წლის დოკუმენტებში, VIII საუკუნის ბოლოდან ქვემო გურიის ოსმალეთის მიტაცების გამო გადავიდნენ შუა გურიაში და ფლობდნენ მდინარე  სუფსის შუა ნაწილში მდებარე ტერიტორიებს ძიმითსა და ნაგომარს, მათ ნაგომარის მოურავის თანამდებობა ეჭირათ (ექ. თაყაიშვილი „არქეოლოგიური მოგზაურებანი და შენიშვნები“ თბილისი, 1907). ამ გვარიდან ცნობილია დათა გუგუნავა. გურიის 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვილი  სიმონ  გუგუნავა-პოემა „თამარიანის “  ავტორი. 
აჯანყება მიმართული იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
            მეოცე საუკუნის დამდეგს აზნაურ გუგუნავებს მამულები ჰქონიათ ნობულევში, გოდოგანში,  ნოღასა და ხორშში. აზნაურის შვილი კაკუ გუგუნავამოხსენიებულია XV-XVI ს.ს. მიჯნაზე დაწერილ ერთ საბუთში (იხ. პალ.I;27) თვით გვარის ფუძეში წარმოდგენილია საკუთარი სახელი გუგუნა.
            აზნაური გუგუნავები იხსენიებიან  საჭიალაიოს მაზრაში,  ვინმე  გუგუნავა  გიორგი ჯიბესიას  ძე სარგებლობდა ადრითგანვე  აზნაურების  ღირსებით 1849  წლის  22 ივლისიდან (იხ. სამეგრელო თავადები და აზნაურები გვ.192).
            ჯვარი მაზრაში მცხოვრები 1845 წლის აღწერით წარმოდგენილია  ვახტა ხიტუს ძე გუგუნავა. იქვე მითითებულია შვილები მათი, თუმცა საბუთი არ აქვთ აზნაურის წოდებისა, გარნა  შთამომავალნი  მათი  ადრითგანვე  სარგებლობენ  ღირსებით.
            გუგუნავების გვარის წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა და თქმულება გვიამბობს, მათ შორის ლეგენდის მიხედვით იყვნენ ნაოსანი ძმები: გუგუ,  გეგე,  წუწუ  და  ჩაგუ,  რომელნიც მეფეს მოუკითხავს, რას აკეთებენო და მათ შესახებ ასე უპასუხნიათ - გუგუ  ნავობს, გეგ ნავობსო და ა.შ. აქედან წარმოშობილა  გვარები გუგუნავა, გეგენავა, წუწუნავა და ჩაგუნავა.
            გუგუნავების გვარი შეიძლება მეტად მრავალფეროვანი იყოს, თუმცა დავსძენთ, რომ ქართული გვარები მეცნიერულად სათანადოდ არ არის შესწავლილი. ქართველთა უმრავლესობა ატარებს კოლხური წარმომავლობის გვარებს და სახეზე გვაქვს გადაქართველებული გვარები და ამის  თაობაზე  წარმოდგენაც  კი არ გააჩნიათ მეცნიერებს თუ  ისტორიკოსებს (ჯ.კაკულია).
            თქმულება  ნაოსან  ძმებზე  არ  მიგვაჩნია  მართებულად  გეგენავების  გვართან მიმართებაში (ბ.თუნთია). გეგენავას გვარის ფუძის წინა ნაწილი „გეგე“ მეგრულად წმინდა გიორგის სინონიმია, ხოლო გეგნია  ნ.ჯომიდავას  განმარტებით  მეგრულად დიდისა და უსაზღვროს  აღმნიშვნელია. მაგ. (გეგენია „დაჩხირი“ მეგრ.)  გიგზიზა  ძლიერი ცეცხლი.
            ანტიკურ ლიტერატურაში კერძოდ „არგონავტიკაში“ მოხსენიებულია ხალხი გეგენაოსი, რომლებიც დახვდნენ არგონავტებს კოლხეთის მიწაზე. შესაძლებელია გეგენაოსის ტომი დროთა განმავლობაში გაწყდა. ამდენად ეთნიკური წარმოშობა გვარით არსებობენ (ნ.ჯომიდავა).  სენაკელი  არლო (ბურდა) გუგუნავას გადმოცემით, გუგუნავები გამუსულმანობას გამოქცევიან და ხორშში უპოვიათ თავშესაფარი, ის ადგილი მაშინ დაუსახლებელი  ყოფილა.

ალექსანდრე და მაქსიმემ შონიების საგვარეულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხატი მოილოცეს

 
#ალექსანდრემაქსიმეშონია

თბილისის სამების საკათედრო  ტაძარი
შონიების საგვარეულოს ანდრია  პირველწოდებულის სახელობის ხატი მოილოცეს.
სამების ტაძარში არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერში მოხატვა მიმდინარეობს და ამ მიზეზით შონიების საგვარეულო ხატი ქვედა სართულზე არსებული ხარების ტაძარში იყო ჩაბრძანებული.

#შონიები