გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ხორში საგუგუნაო❗️ (ნათია გუუგუნავას პოსტი სოციალურ ქსელში)


ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზი თავადიშვილი გახლდათ ...... მამულებს და უძრავ ქონებას ფლობდა. ნიკოლოზი კომუნისტების შევიწროების და რეპრესიების მსხვერპლი გახლდათ. ნიკოლოზის შვილებია: ბაბუაჩემი მიხელი მისი ძმა კლიმენტი დები ელენა, თამარი (პაშა), ნინო (ნინუცა) . თბილისში სასწავლებლდ წასული კლიმენტი მენინგიტით გარდაიცვალა. მიშამ საბუღალტრო დაამთავრა, ნიკოლოზმა უფროსი ბიჭის გარდაცვალების შემდგ უმცროსი ვაჟი სასწავლებლად თბილისში აღარ გაუშვა..... სენაკის კოლეჯი დაამთავრებინა და იქვე მუშაობდა ..... გოგოები თბილისში წავიდნენ უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში შექმნეს ოჯახები. მამიდებზე მამა განსაკუთრებულად საუბრობდა.

რეჟისორი ლაშა შონია


დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1960  (60 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური იმსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო, 1982).

გადაიღო ფილმები: "რაჭული მოტივები" (1979), "გიორგი ნიკოლაძე" (1981), "კომპოზიტორი ვახტანგ კუხიანიძე" (1982), "ავაშენებდი ოცნების ქალაქს" (1985), "შეხვედრა საქართველოსთან" (შ. შონიასთან ერთად, 1985), "ზარი" (ნ. ყიფიანთან ერთად, 1988), "საგამომძიებლო კომისიის მასალებიდან" (ნ. ყიფიანთან ერთად, 1989) და სხვ. 1994-2004წწ. სატელევიზიო კომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე, 2004-2008წწ. სატელევიზო კომპანია "მზის" გენერალური დირექტორის მოადგილე. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013437/

რეჟისორი და სცენარისტი შერგილ შონია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან. 1958 წლიდან მოღვაწეობს კინოში, მუშაობდა ქსდპფ სტუდიაში რედაქტორად, 1960-1967წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების განყოფილებას, წერდა სცენარებს, როგორც რეჟისორმა გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის აღსანიშნავია: "სპორტსმენები" (1966), "აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი", "რა ენა წახდეს" (1968), "უხილავ სხივთა დამჭერნი" (1969), "ქართული ქორწილი" (1970), "ჯვარი" (1971), "თუშური ხალიჩა" (1972), "ლადო გუდიაშვილი" (1974), "ბაღის სამკაული" (ტ/ფ, 1976), "ათასი კოშკის ქვეყანა" (1980), "თბილისი, წელთა გადასახედზე" (1985), "შეხვედრა საქართველოსთან" (1985), "უკვდავი სული"(ზ. შანიძესთან ერთად, 1987), "ნაშრომი განძად დაშთების" (1988), "საქართველოს ოქრო" (ვ. ზურაბიშვილთან ერთად, 1988), "სცენიდან განდევნილი ადამიანები" (დ. კობახიძესთან ერთად, 1989), "გალობანი სინანულისანი" (1991) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193-194; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები