გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

30 წელი გავიდა


26 მაისი 1985 წელი - 30 წელი გავიდა 32 წლის რევაზი ვაჟას ძე შონიას (მამაჩემის) გარდაცვალებიდან. მე 7-ის წლის, ჩემი ძმა ალეკო 3 და დედა 26 წლისანი ვიყავით მაშინ… თითქოს დიდი ხნის წინ იყო მაგრამ ჩემს სახლში, ნათესავებში, ხობში დღე არ გასულა მამას სახელი, რომ არ გაეხსენებიათ. დრო არ კურნავს, უბრალოდ ვხვდებით, რომ ვერაფერს გააწყობ ასეთია უფლის ნება. დედას დიდი ქალი-კაცობით ჩვენმა ოჯახმა ღირსეულად-პატიოსნად განვლეთ ეს წლები და მამას სახელი არასოდეს შეგვილახავს. პატარა ვაჟკაცი რევაზი ალეკოს ძე შონია იზრდება ბაბუას სახელის გამგრძელებელი...
უფალმა აცხონოს დღესაც ახალგაზრდა რევაზი შონიას სული.

შელიების შეკრება პირველ ხორგაში


 
8 თებერვალს სოფელ პირველ ხორგაში (საშელიოში) ვალერი შელიას ოჯახში ადგილობრივ შელიებთან შეხვედრა გამართეს ბატონებმა ზაზა და ზურაბ შელიებმა, საუბრის ძირითადი თემა გვარის შესახებ წიგნის დაწერასა და გვარის ისტორიას შეეხო, განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები წიგნისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდების შესახებ. 
  შეხვედრის შემდგომ შელიებმა მოილოცეს და სანთლები დაანთეს პირველი ხორგის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში.

წირვა ლოცვა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში

1 იანვარს ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია (ლომაიამ) 2015 წლის პირველი დღის აღსანიშნავად წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ზეთი აცხო. ქადაგების შემდგომ მამა ილიამ სოფელ ბიაში მცხოვრები მოსახლეობა (მათ შორის შონიების გვარის წარმომადგენლები) დალოცა და მათი ეზო კარის მიწა აკურთხა.