გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ჰერალდიკა

შონიების საგვარეულო ხატი

შონიების გვარის დროშა



ძველი (პირველი) ღერბი
7 აპრილს მართლმადიდებლურ დღესასწაულის დღეს ხარებაზე მე და ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილი გენადი შონია ვიმყოფებოდით თბილისში სამების ტაძარში სადაც შონიებმა მოიყარა თავი რათა გაერკვიათ შონიების გვარის კურთხევასთან დაკავშირებული  და სხვა საორგანიზაციო საკითხები. ამ დღეს ბატონი ოთარ შონია აირჩიეს ჩვენი გვარის გამგებლად (პირველი გამგებელი გახლდათ საქართველოს პირველი პარლამენტის მოწვევის დეპუტატი, პოეტი ბატონი ჯემალ შონია). აქ გაირკვა, რომ 1996 წლიდან ეს ღერბი, რომელიც ასე ძლიერ მიყვარდა და მეამაყებოდა ჩვენს გვარს აღარ  ეკუთვნის.  

Shonia family coat of arms
фамильный герб Шония


შონიების ჰიმნი

წინაპართა გამოვლილი
გზა ძნელი და შორია,
მაგრამ მასზე ღირსეულად
მოდის გვარი-შონია.

უკვდავია მისი სუნთქვა,
ვით ენგურის დინება
ზნეობით და შრომით შეძლო
თავის წარმოჩინება.

ჩვენი კერა სიყვარულით,
რწმენით შემოსილია
და შონიაც ამ მიწა-წყლის
ღირსეული შვილია.

მზეობს ჩვენი ეზო-კარი
გაბადრული აკვნებით,
მამულს შემწედ და მეოხად
კვლავაც გავუმრავლდებით.

შონი-ტომი ქართველური,
ვაზის ღმერთი კოლხური,
შონია-კი სინამდვილე,
ლეგენდებით მორთული.

გაძლიერდი, გაიხარე,
გვარო სახელიანო,
უსასრულო მომავალში
რათა ძლევით იარო!

გაუმარჯოს საშონიოს
საქმითა და ოცნებით,
ერით, ბერით, დიდ-პატარის
ნატვრის ასხივოსნებით!

ჩვენს ხატებს და სალოცავებს
რაც ნათელი ჰქონია,
მისი მადლით სულ ხარობდეს
დიდი გვარი-შონია! 

ავტორი: ჯემალ შონია