გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

გვარი შელია-ჩემი შელიები


პირველი ხორგის შელიები

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულ პირველ ხორგაში ამჟამად (2015 წელი) ცხოვრობს შელიების გვარის მქონე ცხრა ოჯახი.
პირველ ხორგაში (საშელიოში) ბევრად მეტი შელია ცხოვრობდა ბოლო 20-30 წელიწადში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.... ამჟამად საშელიოში პატარებიდან არცერთი ვაჟი შელია არ იზრდება.
 ერთ-ერთი ოჯახი ვალერიანე  გიორგის ძე შელიას მიეკუთვნება;




ფოტოს ფრაგმენტი: ჩემი წინაპრები შელიები. 1905 წელი ბათუმი, ახალგაზრდა რომელსაც ხელები აქვს გადაჯაჭვული ჩემი დიდი ბაბუაა ვლადიმერ (ლადი) შელია, მის გვერდით (ჭაღარა თმიანი) დიდი ბაბუას მამა თეიმურაზ შელია და დიდწვერიანი დიდი ბაბუას ბიძა გუჯუ შელია ( მთავარი გმირის პროტოტიპი ალექსანდრე ქუთათელის მოთხრობიდან ,,ენგური'')

გენიალოგია:

თეიმურაზ გუტაიას ძე შელია



თეიმურაზ შელიას შესახებ წერია ისტორიკოსს გოგიტა ჩიტაიას წიგნში ,,წარსულის ფურცლები“ (2015 წელი), რომ - ზუგდიდის მაზრის სოფლების საზოგადოებების თანამდებობის პირების კანდიდატად ხორგიდან ყოფილა თეიმურაზ ბაბუა. „კუტაისსკიე გუბერნსკიე ვედომოსტი“,15 აპრილი, 1902 წ.№15 22 მარტი 1902 წ.

თეიმურაზის ძმა გუჯუ  გუტაიას ძე შელია


მასზე მხოლოდ ის არის ოჯახისთვის ცნობილი,  რომ ალიო მაშაშვილი-მირცხულავას მოთხრობის „ენგურის“ მთავარი გმირის პროტოტიპია






თეიმურაზის და, სახელი უცნობია გარდაიცვალა 1905 წელს დაკრძალულია ქ.ბათუმში.
მონაყოლიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ შვილი არ ჰყავდა და ძმის შვილი ვლადიმერი წაიყვანა ბათუმში, რომელსაც ასწავლიდა სასულიერო გიმნაზიაში. ის გათხოვილი იყო ქალაქ ბათუმში არსებული როტშილდების ქარხნის მმართველზე სავარაუდოთ ევროპელზე (ვინაობა უცნობია).

მიცვალებულის თავთან სანთლით ხელში მეუღლე
ფოტოს ფრაგმენტი 1905 წელი ბათუმი

ფოტო1905 წელი ბათუმი (შენიშვნა: ფოტო ასევე იმით არის საინტერესო, რომ ე.წ. ფოტომონტაჟით არის დამუშავებული მიცვალებულს თავი შემობრუნებული აქვს არა ბუნებრივად კამერისაკენ და თვალი აქვს გახელილი, რომელიც სავარაუდოთ ამოკაწვრის მეთოდით არის დამუშავებული)


ვლადიმერ (ლადი) თეიმურაზის ძე  შელია (1888-1962)



პელაგია კუტალია-შელია
დამთავრებული აქვს ქ. ბათუმის სასულიერო სასწავლებელი, სოფელ პირველ ხორგაში სარგებლობდა უაღრესად დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით. მისი მონაყოლიდან პირადად იცნობდა სტალინს სიყმაწვილეში.  საბჭოთა მეურნეობების ჩამოყალიბების დროს თვითნებურად გადასცა საკუთარი სახლი მეურნეობის ადმინისტრაციული შენობისათვის, რომელიც მალევე სკოლის შენობათ გამოიყენეს და სადაც თავისივე შვილები სწავლობდნენ.

დაახლოებით 41-42 წელი ფოტოზე სკამზე პირველ რიგში ვლადიმერის უმცროსი ქალიშვილი ფუფული შელია, რომელიც მარჯვნიდან მეორეა ორად დაწვნილი თმები
ვლადიმერ ბაბუას ჰყავდა სამი მეუღლე პირველი მეუღლე გვარად იყო თავადის ქალი გრიგოლია, რომლისგანაც ეყოლათ ვაჟიშვილი ვალერიანე შელია ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. (ფუფული შელიას მონაყოლიდან ვიცით, რომ გრიგოლიას ქალს ძვირფასი მზითვი მოჰყვებოდა და მისი ჩამონათვალიც კი ინახებოდა სახლში)
მეორე მეუღლე გვარად დოლბაია შვილი ლუბა (მეუღლე გარდაეცვალა ადრეულ ასაკში)
    მესამე მეუღლე პელაგია კუტალია რომელმაც აჩუქა ოთხი  შვილი: ტყუპები ვარდო და ეთერი, გიორგი (ღუტუ)  და ფუფული. აღსანიშნავია, რომ პელაგია ბებიას არასოდეს უგრძვნია ლუბასთვის და ვალირიანესათვის, რომ ისენი მისი ღვიძლი შვილები არ იყვნენ (ფუფული შელიას მონაყოლიდან ჩემთვის ცნობილია, რომ პელაგიას დედა გვარად კორტავა იყო).

ვალერიან შელიას მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი რელიქვია, ჩემი დიდი ბაბუას საპატიო სიგელი (სავარაუდოთ ხობის რაიონის აზომვითი სამუშაოებისათვის)


----------------------------

პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია-პელაგია ბებიას დეიდაშვილი
1988-1972



წყარო ინტერნეტიდან: პეტრე (მაქსიმე) მეუნარგია – მასწავლებელი, მხატვარი, სცენის მოყვარე. დაპატიმრებული და გასამართლებული იყო 1956 წლის მარტში ნაციონალისტური და ანტი-საბჭოთა ანონიმური წერილების გავრცელებისთვის, პეტრე მეუნარგიას ინიციატივით აშენებულია ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია.





ვალერიანე ვლადიმერის ძე შელია
(1911-1941)
დაამთავრა ქ.თბილისის საარტილერიო სასწავლებელი.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში წოდება ლეიტენანტი, გარდაიცვალა  1941 წლის 5 დეკემბერს  კალინინთან (ამჟამიდნდელი რუსეთის ფედერაცია ქ. ტვერი)







ნელი შელია
ვალერიანეს ერთადერთი ქალიშვილი ნელი -
დაბადების თარიღი 1936 წელი 3 ნოემბერი
ცხოვრობს ქ. თბილისში
1951-1963 წელი დაკავებულია დიდი ჩოგბურთით
გახლდათ  საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების წევრი.
მრავალი წელი იმუშავა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წამყვან სპეციალისტად.
ჰყავს ქალიშვილი თამრიკო შელია, რომელიც ასევე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში კადრების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.


ლუბა ვლადიმერის ასული შელია

მრავალი წელი მუშაობდა რუსული ენის პედაგოგად სოფელ პირველი ხორგის შემდგომში ალიო მირცხულავას სახელობის საშულაო სკოლაში.
        ვალოდია გერგაია და ლუბა შელია

                                             გიორგი (ჟორა) ვლადიმერის ძე შელია
გიორგი შელია
დაბადების თარიღი 24 მარტი 1930 წელი
გარდაცვალება 9 აპრილი 2002 წელი
დამთავრებული აქვს ქ. თბილისის სამთო-საინჟინრო ტექნიკუმი.
1952-1956 წლებში მუშაობდა ქ.დონბასის ქვანახშირის საბადოზე ბრიგადირად.
1956-1957 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის კერძოდ სადგური ვაჟა ფშაველას მშენებლობაზე ინჟინრად.
1960-1975 წ.წ. ტყვარჩელის მეხუთე ქვანახშირის საბადოს ინჟინრად.
ქ.ტყვარჩელიდან წამოსვლის მიზეზი გახლდათ ,,გააფხაზების“ სანაცვლოდ მთავარიინჟინრის თანამდებობაზე უარის თქმა.
1975-1990 წ.წ. მუშაობდა მშობლიურ ხობის რაიონში ინჟინერ მშენებლად სადაც მრავალი სამშენებლო ობიექტან ერთად აშენებული აქვს შუა ხორგის, შუა ქვალონის, და ქარიატის საშუალო სკოლები.

და ძმა შელიები:  ტყუპები ვარდო და ეთერი, გიორგი (ღუტუ), ფუფული 2001 წელი

პირველ ხორგელი დები ეთერი (წირწი) და ვარდო ვლადიმერის ასული შელიები

ვარდო და ეთერი, გიორგი (ღუტუ), ფუფული, ადა გიორგის ასული შელია 2001 წელი


გიორგი (ღუტუ), ფუფული 2001 წელი




 ფუფული ვლადიმერის ასული შელია
                               16/04/1932 - 6/04/2013
ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ფოთის ,,კოლხიდმშენში,, მთავარბუღალტრად, მისი ცხოვრების კრედო იყო პატიოსანი შრომა და მოყვასის დიდი სიყვარული.






ელგუჯა გიორგის ძე შელია
12/04/1959-1994
ელგუჯა შელია სოფელ პირველ ხორგაში დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. წარმატებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი და ქალაქ სოხუმის მე-6 საამშენებლო ტრესტში  დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა ინჟინერმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება. მან მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა ჩადო იმ ობიექტების მშენებლობაში, რომელთაც შვილივით ეფერებოდა. ყველაფერი განსაკუთრებული უყვარდა. თავადაც ალამაზებდა ყველაფერს, განსაკუთრებით კი თავის კოპწია და ნაზ ოჯახს. მეუღლე ლიანა ქვარცხავასთან ერთად სიყვარულით გარემოსილ ოჯახში სამი შვილი გენადი, ეკა და თამრიკო.
გარდაიცვალა 1994 წელს, ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან ელგუჯა შელია, ნიჭითა და ენერგიით სავსე ინჟინერ-მშენებელი, რომელსაც შეეძლო კიდევ ბევრი რამ გაეკეთებინა, თუმცა რაც შეძლო და მოასწრო ერთი კაცის სიცოცხლისათვის კმარა, მართალია ომმა ნაცარ-ტუტად აქცია მისი ნაშენი ნაგებობები აფხაზეთში და დიდი ტკივილი დაუტოვა ოჯახს.

მერი ლაგვილავა
,,ხოვსნის წიგნი“
(ეგრისელები) 1995 წელი.






                                                                          
 ადა გიორგის ასული შელია

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში
1975 წელს  დაამთავრა ქ.ტყავრჩელის სამუსიკო სკოლა
1976 წელს დაამთავრა ქ.ტყავრჩელის #1 საშუალო სკოლა.
1985 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
1977 წელს გათხოვდა რევაზი ვაჟას ძე შონიაზე
1985 წელს 26 წლის ასაკში დაქვრივდა
            ჰყავს 2 ვაჟი ირაკლი და ალექსანდრე შონიები და 2 შვილიშვილი რევაზი და ემილია.
1977 წლიდან დღემდის მუშაობს ქ. ხობის #1 საჯარო სკოლაში რუსული ენის პედაგოგად.



ვალერიანე გიორგის ძე შელია

დაიბადა 1968 წლის 2 ოქტომბერს ქ.ტყვაჩელში
1975 წელს შეიყვანეს ქ. ტყვარჩელის #1 საშუალო სკოლაში, 1985 წელს  წარჩინებით დაამთავრა ხობის რაიონის სოფელი პირველი ხორგის საშუალო სკოლა.
1986 წელს ჩააბარა ქ. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ინჟინერ მექანიზატორის ფაკულტეტზე.
1987 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქ. კიევში. სამხედრო მსახურობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
1994 წელს აფხაზეთის ომის გამო ინსტიტუტი დაამთავრა ქ.ქუთაისში, იმავე წელიწადს სამსახური დაიწყო ქ. ფოთის რკინიგზის დაცვის ასეულში.
1994-1996  წწ -ში მუშაობს  ხობის რაიონის პოლიციაში შრომა გასწორების ინსპექციის ინსპექტორად.
1996-1998 წწ-ში ხობის რაიონის პოლიციაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფროს ინსპექტორად.
1997 წელს დაქორწინდა ირმა თეიმურაზის ასულ კვირაიაზე
2009 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის სამმართველოს სენაკის დაცვის პოლიციაში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის-მერიის ინსპექტორად.

ჰყავს მეუღლე 1975 წელს დაბადებული ირმა თეიმურაზის ასული კვირაია და ორი ქალიშვილი 1999 წლის 28 აგვისტოს  დაბადებული მარიამ შელია და 2005 წლის 10 მარტს დაბადებული  ანი შელია. 


გენადი ელგუჯას ძე შელია 
დაიბადა 1987 წლის 13 აპრილს ქ.სოხუმში
2004 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 115 საშუალო სკოლა
ამავე წელს  ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელშიც ისწავლა მეოთხე კურსამდე.
2007 წელს სწავლის მიზნით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში.
2007 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ქ.ლონდონში სამშენებლო კომპანია „მასტერს ჰოლდინგში“ სუპერვაიზერის პოზიციაზე.
2011 წლიდან მის მეუღლესთან სალომე მარგველანთან ერთად დღემდის  ცხოვრობს ესპანეთში ქალაქ ბილბაოში.


2012 წლის 31 ივლის  ქალაქ ბილბაოში შეეძინათ ვაჟი  ლუკა შელია.
2019 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც პაპის (დიდი ბაბუას) საპატივცემლოთ გიორგი დაარქვეს.
2022 წელს შეეძინათ ქალიშვილი ანე შელია
ფოტოზე: გენადი შელია ოჯახით

ეკატერინე შელია
დაბადების თარიღი 15 აგვისტო 1988 წელი
1994 წელს იძულებულნი გახდნენ ომის პერიოდში საცხოვრებლად გადმოსულიყვნენ სოხუმიდან თბილისში.
2005 წელს წარჩინებიტ დაამთავრა ქ. თბილისის #115 საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამტავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით.
2010 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე.
2012 - 2013 წ.წ მუსაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მოხალისე მასწავლებლად ჯავახეთში.
2015 წლიდან მუშაობს საქართველოს ფინანსტა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურში“ მებაჟე-ოფიცრად.
2016  წელს დაქორწინდა ბაჩო ლებანიძეზე ჰყავთ ქალიშვილი კატო (ეკატერინე) და ვაჟი გეგა ლებანიძე.

თამარ შელია 
დაიბადა 06/03/1990
2009 წელი -  სამედიცინო განათლება
ცხოქვრობს ესპანეთში ქ.ვალენსიაში
მეუღლე მიხეილ ოდიშვილი
შვილები ლელიანა, დავითი, ელისაბედი.
2020 წელს გარდაიცვალა მიხეილ ოდიშვილი თამარის მეუღლე.



საქართველოს თავადაზნაურთა გვარების შესახებ ვიკიპედიაზე

შელიების ოფიციალური საიტი: www.shelia.ge



Фамилия Шелия, образована от прозвища, которое, возможно, восходит к грузинскому слову შელევა - «уступать». Можно предположить, что так прозвали уступчивого, миролюбивого человека.


По другой версии, в основе прозвища может лежать чеченское слово «шело» - «холод». В этом случае, возможно, так прозвали ребенка, родившегося в пору заморозков.



Согласно еще одной, менее вероятной гипотезе, связана со словом «шелахо» - «шалинец», то есть житель города Шали в Чеченской республике. Не исключено, что основатель рода Шелия был уроженцем этого города.



Некоторые представители фамилии Шелия имеют дворянское происхождение, так как эта фамилия внесена в список дворянских родов, происходящих из Грузии.









ხობში- პირველ ხორგაში მცხოვრები შელიები ხობის მონასტრის კარიბჭესთან წმ.ნიკოლოზის ხატის შეწირვის დღეს  2008 წელი
#შელია
#შელიეფ