გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ბია-ხობი-საშონიო

„ხობელი“ შონიების ძირი სოფელ ბიიდან მოდის - ხობში ჩემი დიდი ბაბუას მამა ბართლომე შონია XX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდა.













გუჯუ შონია (ჩემი დიდი ბაბუას სიმონ (ბუტა) შონიას ბიძა)

ნოდარი შონიას არქივიდან

https://mematiane.ge/surname_group.php?id=13&fbclid=IwAR18VbxJcOKr_HQ0Oz4PDpHRfDeWvqn8ux4YgUOILGpQHlmofNywZ6Zhu40

შონიების ჰიმნი

წინაპართა გამოვლილი
გზა ძნელი და შორია,
მაგრამ მასზე ღირსეულად
მოდის გვარი-შონია.

უკვდავია მისი სუნთქვა,
ვით ენგურის დინება
ზნეობით და შრომით შეძლო
თავის წარმოჩინება.

ჩვენი კერა სიყვარულით,
რწმენით შემოსილია
და შონიაც ამ მიწა-წყლის
ღირსეული შვილია.

მზეობს ჩვენი ეზო-კარი
გაბადრული აკვნებით,
მამულს შემწედ და მეოხად
კვლავაც გავუმრავლდებით.

შონი-ტომი ქართველური,
ვაზის ღმერთი კოლხური,
შონია-კი სინამდვილე,
ლეგენდებით მორთული.

გაძლიერდი, გაიხარე,
გვარო სახელიანო,
უსასრულო მომავალში
რათა ძლევით იარო!

გაუმარჯოს საშონიოს
საქმითა და ოცნებით,
ერით, ბერით, დიდ-პატარის
ნატვრის ასხივოსნებით!

ჩვენს ხატებს და სალოცავებს
რაც ნათელი ჰქონია,
მისი მადლით სულ ხარობდეს
დიდი გვარი-შონია! 

ავტორი: ჯემალ შონია