გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების საგვარეულო კალენდარი 2018

  ხობელმა ძმებმა, ირაკლი და ალექსანდრე შონიებმა გადაწყვიტეს  მოგვარეებს გაუკუთონ საახალწლო საჩუქრი - 2018 წლის კალენდარი
კალენდარზე გამოსახულია საგვარეულო ხატები; ილორის წმ. გიორგი და ანდრია პირველწოდებულის ხატი (ავტორი გიორგი ჯორჯიკია), ასევე კალენდარში დაიბეჭდა შონიების ჰერალდიკა - საგვარეულო ღერბი, დროშა,  საგვარეულოს შესახებ ისტორია და ჯემალ შონიას მიერ დაწერილი ჰიმნის ტექსტი..
    კალენდარზე აღნიშნულია გვარისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღები: 1990 წლის 15 სექტემბერი - გვარის პირველი საერთო ყრილობა ქალაქ გალში და 2014 წლის 9 ნოემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის უწმიდესი და უნეტარესის ილია II-ის მიერ გვარის კურთხევის დღე. 
    სურვილისამებრ კალენდარში შეიძლება განთავსდეს საოჯახო ფოტო ზომით 10x15 -ზე, ასევე  გამოაგზავნონ ირაკლი შონიას ელ.ფოსტის მისამართზე ან VIBER-ზე რათა შემდგომში ხობში მცხოვრები შონიების ფოტო არქივი შეიქმნას ამ ვებ-გვერდზე.
კალენდარი დაიბეჭდა ქ.ფოთის სტამბა „ირიდა“-ში.


კალენდარის ელექტრო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან: