გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

18 წლის ივპლიტე შონიას მარადიული ხსოვნა

1996 წლის ზაფხულში ნოდარ ნიკოლოზის ძე შონიამ,  შალდი (გენადი) სიმონის ძე შონიამ და ნუგზარ (ხვიჩა) ნოდარის ძე შონიამ ზემო ბიის მთავარანგელოზთა ტაძრის წინ დაკრძალული 1900 წელს დაბადებული 18 წლის ასაკში „ისპანკა“-თი  გარდაცვლილი მამიდას ივპლიტე ბათლომეს ასული შონიას სასაფლაო გაწმინდეს და მისი სახელი მოიგონეს.
2020 წლის ივლისში ბიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას სადაც სახალხო დღესასწაულის „მალანურობის“ ინსცენირება განხორციელდა ფილმის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა პატივი მიაგეს ივპლიტე შონიას საფლავს.