გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების გვარის კურთხევიდან 5 წლის იუბილეზე ხობელი შონიები ხობის (ნოჯიხევის) მონასტერში შეიკრიბნენ

2019 წლის 9 ნოემბერს, შაბათს,  ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია (ლომაიამ) შონიების გვარის წარმომადგენლები დალოცა, ხოლო მიცვალებულთათვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2014 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამების საკათედრო  ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II აკურთხა შონიების გვარი.

პანაშვიდზე  მოსახსენიებული შონიების სახელები:

ჯათუ, ზურაბი, ბათლომე, ნიკოსიმონირევაზი, გივი, ნოდარივაჟა, თინა, რეზო, ვინარინოდარი, ნინო, ბასა, ილიკო, ელისო, ივლიტე, ლოლი, მერი, რევიკო, გურამი, იპოლიტე, ენდუში, ლაურენტი, ფრიდა, ნათელა, ჟორჟი, მურმანი, ნონა, დათა, ეპლიტე, შუშუ, გვადი, მეგონა, აბელი, ნიკო, კაკო, ლენა, ჩოქო, ველოდი, ლუკიანე, თეოფანე, ამირანი, გუჯუ, პაჭუ, კოსმანი, ომარი, ვარლამი, ალექსი, ჟორჟი, ფარნა,კაპიტო, ზაური, ვახტანგი, სერგო, ნიკოლოზი, გურიელი, ვაჟიკო, შალვა, კაჭუ,  შაქრო, შალდი, ბორისი, შაქრო, შალდი, ბორისი, აქვსენტი, ქეთევანი, ქარია, ელისაბედი, თემური, ვლადიმერი.

შონიების გვარის კურთხევის იუბილესადმი მიძღვნილი კოლაჟი


თინა სიმონის ასული შონია

თინა სიმონის ასული შონია, მეუღლე სულეიმან გულიზადე
შვილები:
დოდო გულიზადე, მეუღლე (ფიტა) კალანდია
შვილი : დედიკა კალანდია

ელმირა გულიზადე, მეუღლე მევლუდ გვასალია
შვილი: ხუტა გვასალია, მეუღლე ეკატერინე სიჭინავა
შვილები; პავლე, ანასტასია და ალეკსანდრე გვასალიები

აგული მიხეილის ძე აბრამია-გუგუნავა 1944-2019

 

აგული აბრამია დაიბადა 1944 წლის 9 მაისს, სენაკის რაიონის სოფელ ხორშში მამის მიშა ნიკოლოზის ძე გუგუნავას ოჯახში, დედა ალექსანდრა (შურა) ზაპადენკო.

       პირველ კლასში შევიდა სენაკის რაიონის პირველი მაისის სკოლაში ხოლო მეორე კლასში უკვე სწავლა განაგრძო ხობის რაიონის ნოჯიხევის საშუალო სკოლაში, რომელიც 1961 წლის მაისში დაამთავრა, მიზეზად მამამისის მამიდაშვილის იაგორი ივანეს ძე აბრამიას (საბჭოთა ხელისუფლების დადგომიდან ხობის რაიონის პირველი მოსამართლის) ოჯახში გადმოსვლა იყო.

            1961 წელს მუშაობა დაიწყო მმკა-ში მექანიზაციის სახელოსნოში მექანიზმების შემკეთებლად. 

           1963 წლის მაისში  ხობის საქ.სოფლტექნიკის სახელოსნოში ხარატად.

           1963 წლის   26 ნოემბერს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში - მსახურობდა  ბელორუსში ქ.გიხოვ-1-ში.

    1965 წლის დეკემბერში სასწავლებლად შევიდა ნოჯიხევის პროფესული სასწავლებელში, პროფილი ექსკავატორის მემანქანე, ამავდროულად მუშაობა დაიწყო ხობის სამელიორაციო სამმართველო 2-ში საწარმო  უბანში ექსკავატორის თანაშემწედ. 

          1966 წლის მაისში ექსკავატორის მემანქანედ. 

      1973 წლის 25 დეკემბერს საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა მე-6 თანრიგი, სადაც მუშაობდა 2005 წლის 30 დეკემბრამდე.

          მუშაობის პერიოდში დაჯილდოვდა სხვა და სხვა სახის ორდენებით. გახლდათ საქართველოს ალკკ პლენუმის წევრი, ხობის ალკკ პლენუმის წევრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხობის რაიკომის წევრი და ბიუროს წევრი.

          ოჯახი შექმნა 1980 წლის 11 ივლისს დაქორწინდა თინათინ აკაკის ასულ ქირიაზე, დაქვრივდა 2004 წლის 23 თებერვალს.
    ჰყავს ორი შვილი; ვაჟი იაგორ აბრამია და ქალიშვილი ინგა აბრამია, შვილიშვილები ნიკოლოზი და თინათინ აბრამიები, ალექსანდრე და მაქსიმე შონიები.

      გარდაიცვალა 2019 წლის 10 მარტს, დაკრძალულია ქ.ხობის სასაფლაოე.

ვაჟა სიმონის ძე შონია 03.03.1927-1.03.2001


ვაჟა სიმონის ძე შონია 03.03.1927-1.03.2001
მუღლე: ნორა სპირიდონის ასული ხარებავა
შვილები;
მაგული შონია, მეუღლე  გენადი ჭიჭინაძე
შვილები;
ნატო ჭიჭინაძე, მეუღლე ტარიელ იოსავა
შვილები; ვაჟა და ვალერი იოსავაები.

გია ჭიჭინაძე,  მეუღლე ნონა ძაძამია
შვილები ირაკლი და ლიკა ჭიჭინაძეები

დათო ჭიჭინაძე, მეულე ნინო თოდუა
შვილები მიხეილი (გიორგი) და საბა ჭიჭინაძეები

რევაზი შონია, მეუღლე ადა შელია
შვილები: 
ირაკლი შონია, მეუღლე ინგა აბრამია (გუგუნავა)
შვილები: ალექსანდრე და მაქსიმე შონიები

ალექსანდრე შონია, მეუღლე ნატალია კუცენკო
შვილები: რევაზი და ემილია შონიები

პაატა შონია, მეუღლე ირმა თირქია