გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების საგვარეულოს ილორის წმინდა გიორგის ხატის წმინდა ნაწილები

შონიების საგვარეულოს ილორის წმინდა გიორგის ხატში ჩატანებულია უწმინდესი საეკლესიო რელიკვია, წმინდა ნაწილები, რომლებიც ხატს შესწირა როლანდ შონიამ. წმინდა ნაწილების გადმოსაცემად მასთან ქ. აბაშაში ჩავიდნენ შონიების საგვარეულო კავშირის ღირსეული წარმომადგენლები  ოთარ შონია, მამა ზაქარია და მამუკა შონია.

შონიების საგვარეულო ხატში - ილორის წმინდა გიორგის ხატში ჩატანებულია შემდეგი წმინდა ნაწილები:
1.      წმინდა მღვდელმოწამე გალაქტიონის ხორცი და ძვალი;
2.      წმ. ბარბარეს სარტყელის ნაწილი;
3.      წმ. ალექსანდრე შუშანიას ოლარის ნაწილი;
4.      წმ. დიონისე არეოპაგელის საფლავის მიწა;
5.      მირონში დასველებული წმ. ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი ხატის ნაწილი (სავარაუდოდ, ქ. ბარიდან);
6.      თაბორის მთის ქვები;
7.      გედსემანიის ბაღის მიწა;
8.      განცდის ქვა, სადაც 40 დღე მაცხოვარმა იმარხულა;
9.      სერაფიმე საროველის მონასტრის მიწა;
10.  მაცხოვრის საფლავის მიწა.




საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის შესაწირი ხატი

შონიების საგვარეულო კავშირი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სწირავს წმ. ანდრია პირველოწოდებულის ხატს. ეკლესიისათვის მისი გადაცემა მოხდება საგვარეულო კავშირის სამების ტაძარში კურთხევის დროს. ხატზე გამოსახულ წმ. ანდრია პირველწოდებულს ხელთ უჭირავს აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ცნობილია, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღვთისმშობლის ეკლესია აიგო აწყურში.
      ხატის ავტორია ხატმწერი გიორგი ჯორჯიკია.
      შონიების საგვარეულო კავშირის კურთხევამდე ილორის წმინდა გიორგისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები ღვთის მადლით იმოსება თბილისის კლდეუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც მამა ზაქარია (შონია) მსახურობს.