პატრიარქმა შონიების გვარი აკურთხა
2014 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შონიების მრავალრიცხოვენი გვარი აკურთხა.
საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა მრევლს რწმენის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ილია მეორემ შონიების გვართან ერთად საგვარელულოს ხატი ილორის წმინდა გიორგის ასლი და ანდრია პირველწოდებულის ხატი აკურთხა.
სტუმრად ხატმწერ გიორგი ჯორჯიკიასთან
შონიების საგვარეულო კავშირის გამგებელი ბატონი ოთარ შონია, კახა და ირაკლი შონიები სტუმრად იმყფებოდნენ ხატმწერ გიორგი ჯორჯიკიასთან, რომელმაც შექმნა შონიების ორი საგვარეულო ხატი: ილორის წმინდა გიორგისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხატები.
ერთ-ერთი გადმოცემით გვარები: შონია, დემურია და ჯორჯიკია ერთი შტოსაგან წარმოშობილან.
თბილისი 12 აგვისტო 2013 წელი
Подписаться на:
Сообщения (Atom)