ხობელმა ძმებმა, ირაკლი და ალექსანდრე შონიებმა გადაწყვიტეს მოგვარეებს გაუკუთონ საახალწლო საჩუქრი - 2018 წლის კალენდარი.
კალენდარზე გამოსახულია საგვარეულო ხატები; ილორის წმ. გიორგი და ანდრია პირველწოდებულის ხატი (ავტორი გიორგი ჯორჯიკია), ასევე კალენდარში დაიბეჭდა შონიების ჰერალდიკა - საგვარეულო ღერბი, დროშა, საგვარეულოს შესახებ ისტორია და ჯემალ შონიას მიერ დაწერილი ჰიმნის ტექსტი..
კალენდარზე აღნიშნულია გვარისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღები: 1990 წლის 15 სექტემბერი - გვარის პირველი საერთო ყრილობა ქალაქ გალში და 2014 წლის 9 ნოემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის უწმიდესი და უნეტარესის ილია II-ის მიერ გვარის კურთხევის დღე.
სურვილისამებრ კალენდარში შეიძლება განთავსდეს საოჯახო ფოტო ზომით 10x15 -ზე, ასევე გამოაგზავნონ ირაკლი შონიას ელ.ფოსტის მისამართზე ან VIBER-ზე რათა შემდგომში ხობში მცხოვრები შონიების ფოტო არქივი შეიქმნას ამ ვებ-გვერდზე.
კალენდარი დაიბეჭდა ქ.ფოთის სტამბა „ირიდა“-ში.
კალენდარის ელექტრო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან: