გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

რეჟისორი და სცენარისტი შერგილ შონია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან. 1958 წლიდან მოღვაწეობს კინოში, მუშაობდა ქსდპფ სტუდიაში რედაქტორად, 1960-1967წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების განყოფილებას, წერდა სცენარებს, როგორც რეჟისორმა გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის აღსანიშნავია: "სპორტსმენები" (1966), "აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი", "რა ენა წახდეს" (1968), "უხილავ სხივთა დამჭერნი" (1969), "ქართული ქორწილი" (1970), "ჯვარი" (1971), "თუშური ხალიჩა" (1972), "ლადო გუდიაშვილი" (1974), "ბაღის სამკაული" (ტ/ფ, 1976), "ათასი კოშკის ქვეყანა" (1980), "თბილისი, წელთა გადასახედზე" (1985), "შეხვედრა საქართველოსთან" (1985), "უკვდავი სული"(ზ. შანიძესთან ერთად, 1987), "ნაშრომი განძად დაშთების" (1988), "საქართველოს ოქრო" (ვ. ზურაბიშვილთან ერთად, 1988), "სცენიდან განდევნილი ადამიანები" (დ. კობახიძესთან ერთად, 1989), "გალობანი სინანულისანი" (1991) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193-194; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები