გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

ხორში საგუგუნაო❗️ (ნათია გუუგუნავას პოსტი სოციალურ ქსელში)


ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზი თავადიშვილი გახლდათ ...... მამულებს და უძრავ ქონებას ფლობდა. ნიკოლოზი კომუნისტების შევიწროების და რეპრესიების მსხვერპლი გახლდათ. ნიკოლოზის შვილებია: ბაბუაჩემი მიხელი მისი ძმა კლიმენტი დები ელენა, თამარი (პაშა), ნინო (ნინუცა) . თბილისში სასწავლებლდ წასული კლიმენტი მენინგიტით გარდაიცვალა. მიშამ საბუღალტრო დაამთავრა, ნიკოლოზმა უფროსი ბიჭის გარდაცვალების შემდგ უმცროსი ვაჟი სასწავლებლად თბილისში აღარ გაუშვა..... სენაკის კოლეჯი დაამთავრებინა და იქვე მუშაობდა ..... გოგოები თბილისში წავიდნენ უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში შექმნეს ოჯახები. მამიდებზე მამა განსაკუთრებულად საუბრობდა. ასე დავმოყვრებულვართ გეგეჭკორებთან, ღვინჯილიებთან, ადამიებთან, შენგელიებთან , კვინიკაძეებთან, დარახველიძეებთთან ...... მათი შვილები: გოგუცა,ბაბულია,თინიკო, გივი,ოთარი უაღრესად განათლებული და წარმატებულები იყვნენ. ბაბუაჩემის დამ პაშამ რომელიც სოხუმში ცხოვრობდა კიევიდან ნათესავთან ჩასული ბებიაჩემი შურა ზაპადენკო გაიცნო, მოეწონა ძმას მიხეილს გააცნო და მალე უკრაიულ - ქართული ოჯახი შექმნა. შურას უკრაინულ სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, არანაკლებ ლამაზები ყოფილან მამას მამიდები ...... შურას და მიხეილს 8 შვილი ყავდათ: მამა-ვაზიკო, სლავიკო, აგული და გულიკო (ტყუპები), ნელიკო, ჯანიკო, ზაური და ზურიკო ( ასე ეძახდა უკრაინელი ბებია თავის შვილებს). მეგრული ისწაავლა და სოფლის საქმეებს უმაგრესად უძღვებოდა. გული მამიდა იხსენებს ხომე : დედა უკრაინელი კიეველი ,,კულაკის” შვილი იყო, საოცარი გარდერობი ქონდა, აბრეშუმის კაბებით და ძვირფასი ნივთებით, რომელსაც სოფელში არ იყენებდა და ომის დროს ამ კაბებისგან ქმარ- შვილს ჩასაცმელი შეუკერა. შურა ბებია ისე გარდაიცვალა თავის მრავალშვილიან ოჯახს ვერ მიაგნო კომუნისტებმა მამის ოჯახი დაარბიეს ...... მათზე ინფორმაციის მოძიება ვეღარ შეძლო ..... მთელი ცხოვრება ეძებდა და და ძმები ამერიკაში გადაიხვეწნენ..... დიდი ელენე მამიდას მეუღლე რეპრესიებს შეეწირა დახვრიტეს! მისმა შვილმა გივი ღვინჯილიამ ათეულიწლების შემდეგ გაარკვია რომ ბოლშევიკები დედას ატყუებდნენ და ამანათს კარგა ხანს აგზავნინებდნენ აწ უკვე დახვრეტილ მეუღლესთან ! ....... ელენე მამიდა ბავშვიბაში მახსოსვს, მამას მივყავდით ხოლმე სტუმრად, მაღალი შავებში ჩაცმული ქალბატონი , დახვეწილი მანერებით. მისი შვილიშვილი მაიკო ღვინჯილია უმაგრესი გოგოა
❤️
. დიდ ნიკოლოზ ბაბუას ქონება ჩამოართვეს, ავადმყოფობდა თბილისში ქალიშვილის სახლში გარდაიცვალა ..... ჩემი უსაყვარლესი, უმაგრესი, მშრომელი და მებრძილი ადრე დაქვრივებული შურა ბებო 14 შვილისშვილს მოესწრო ...... სიცოცხლის ბოლო დღეები თავის მშობლიურ უკრაინულ ენაზე საუბრობდა (ცუდად იყო)
😕
პატარა ცისფერ სახლს ყოველ მესამე წელს ღებავდა. ეზოში მუდამ ყვაოდა ლამაზი ყვავილები და დიდი მაგნოლია. ,,შვილებს და მათ შვილებს” რწმენას, სიყვარულს, წესიერებას, შრომისოყვარეობას უნერგავდა. დღეს მამას მამიდასშვილისშვილი დიდი თამარა გუგუნავას ,,მოთა” ტომა გავიცანი. საოცარი ადამიანია
🙏❤️
როგორი დიდი ოჯახი ვართ და როგორ მიმოფანტულები, ბევრ ნათესავს არც კი ვიცნობ:/. წინაპრების სახლში ბიძაჩემი ზურიკო ცხოვრობს, მარტოკა. ჩემს ნაჩუქარ შაკირას შვილივით უვლის
❤️
ბევრი რამ მინდა დავწერო. ქართული სოფლების შემხედვარე შეუძლებელია არ აგეტიროს, სამოც კომლიან უბანში მარტო ზურიკოა დარჩენილი


❗️