შონიების საგვარეულო კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა(ღელვა) შონია. ბატონ გელას ეკუთვნის მრავალი მსოფლიო დონის აღმოჩენა ბიოქიმიისა და მედიცინის დარგში. მედიცინაში ის ითვლება ტრანსდისციპლინარული მიდგომების შემომტანად. მისი თაოსნობით შეიქმნა და დაინერგა ადამიანის დიაგნოსტირების უნიკალური მეთოდები. გელა შონიამ აღზარდა ექიმების არაერთი თაობა, და სიცოცხლის ბოლო დღემდე იდგა თავისი ხალხისა და მეცნიერების სამსახურში.
გასვენება 6 მარტს 2 საათზე. მის. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, 6 ა კორპუსი, 2 სადარბაზო, ბინა 25.