ხორში - საგუგუნაო
ხორში (Coscis) აღნიშნულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე
მსოფლიოში
გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობის ისტორიული კანონზომიერება განაპირობებდა. ადამიანების
მიერ ამა თუ იმ ობიექტებზე შერქმეულმა ტოპონიმებმა საუკუნეების და ათასწლეულების ქარტეხილებს
გაუძლო. უნდა აღენიშნოს, რომ ტოპონიმებს კაცობრიობა, დამწერლობის წარმოშობამდე ბევრად
ადრე ხმარობდა და ის თაობიდან თაობას ზეპირმეტყველების გზითაც გადაეცემოდა.
ამ საგაზეთო პუბლიკაციაში
შევეცდებით ხორშის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის
საგუგუნავოს აღწერას.
საგუგუნავო სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ
ერთეულში ერთიანდება, ხოლო გუგუნავები ამ უბანში კომპაქტურად სახლობდნენ და ამიტომაც
მიიღო სახელწოდება საგუგუნავო. ამ ოიკონიმს სიტყვათა საწარმოებელი აფიქსი სა-ახლავს
(სა-გუგუნავო). თვით ხორში „ოხორუშადან
(დასასახლებლად) მიღებული ოკონიომია, -ში- პრეფექსით. ხიზანი ხელოსნისთვის მგზავრს
უკითხავს: სად მიდიხარო? და უპასუხა: „ოხორუშა“,
„ოხორუშაო“
(დასასახლებლადო) შემოხიზნული კაცი ვარ და აქ უნდა დავსახლდეო (იხ. გ.ელიავა 1989;59.)
დაახლოებით ასეთივე განმარტებაა მ.კალანდარიშვილის
საგაზეთო სტატიაში (იხ.კალანდარიშვილი გაზ. „კოლხეთი“ №2 1974 წ.)
ხორში (Coscis) აღნიშნულია იტალიელი
მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ
1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე
(იხ.ბერაძე 1971;152)
საგუგუნავო
მდებარეობს მდინარეების: ხობისწყლისა და
ციის შუა, ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. სამხრეთით
დიდი ხორში ესაზღვრება, ჩრდილო დასავლეთით პატარა ზანა. სენაკს 14 კმ-თაა დაშორებული,
შუა ხორშს 5 კმ-ით.
1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერტიტორიული დაყოფის ცნობარში დასახლებულია
ხორშის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი საგუგუნავო.
137 კომლით (633) სული. აქედან 626 ქართველია, 5-სომეხი.
1949 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით
არსებობს პირველი მაისის სასოფლო საბჭო, სადაც გაერთიანებულია სამი სოფელი; პატარა
ზანა, საგუგუნავო და დიდი ხორში (იხ.დაყოფა 1949;105).
2002
წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის მონაცემებით საგუგუნავო გაერთიანებულია ხორშის თემის საკრებულოში, სადაც მოსახლეობის
რაოდენობა 99 სულია (49 კაცი, 50 ქალი) რიცხობრივად უპირატესი ეროვნებაა ქართველი
(99%).
გუგუნავების გვარის ფუძეს წარმოადგენს გავრცელებული პირსახელი გუგუნა
(გუგუ). ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს გვარი მაინცადამაინც ანტიკურ ხანიდან მოდის.
თუმცა დიდგვაროვან კოლხებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჰქონიათ გვარები, რაც ისტორიული
წყაროებით და არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება. ისტორიისათვის ცნობილია ქართველ თავადაზნაურთა ერთ-ერთი
შტოს წარმომადგენელი გვარი გუგუნავა, რომელიც სავარაუდოდ, წარმოიშვა შუა საუკუნეებში
ლიპარიტ-ორბელიანებისაგან. გუგუნევები ერთ დროს ქვემო გურიის (ქობულეთის)
ფეოდალები იყვნენ თავდგირიძეებთან და მანველიშვილებთან ერთად.
გუგუნავების გვარი წარმოშობით არის გურიიდან, სადაც XV-XVI ს.ს. მისი წარმომადგენლები იკავებდნენ ერისთავების თანამდებობებს. ჯიხანჯირის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში
იხსენიებიან ვახუშტი გუგუნავა და მისი მეუღლე
ლელა. მათი თანამედროვე იყო ჩითან გუგუნავა,
რომელიც იხსენიება 1764 წლის დოკუმენტებში, VIII საუკუნის ბოლოდან ქვემო გურიის ოსმალეთის
მიტაცების გამო გადავიდნენ შუა გურიაში და ფლობდნენ მდინარე სუფსის
შუა ნაწილში მდებარე ტერიტორიებს ძიმითსა
და ნაგომარს, მათ ნაგომარის მოურავის თანამდებობა
ეჭირათ (ექ. თაყაიშვილი „არქეოლოგიური მოგზაურებანი და შენიშვნები“ თბილისი, 1907). ამ გვარიდან
ცნობილია დათა გუგუნავა. გურიის 1841 წლის
აჯანყების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვილი სიმონ გუგუნავა-პოემა „თამარიანის “ ავტორი. აჯანყება მიმართული იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
მეოცე
საუკუნის დამდეგს აზნაურ გუგუნავებს მამულები ჰქონიათ ნობულევში, გოდოგანში, ნოღასა და
ხორშში. აზნაურის შვილი კაკუ გუგუნავამოხსენიებულია
XV-XVI ს.ს. მიჯნაზე დაწერილ ერთ საბუთში (იხ. პალ.I;27) თვით გვარის ფუძეში წარმოდგენილია
საკუთარი სახელი გუგუნა.
აზნაური
გუგუნავები იხსენიებიან საჭიალაიოს მაზრაში, ვინმე გუგუნავა გიორგი ჯიბესიას ძე სარგებლობდა ადრითგანვე აზნაურების ღირსებით 1849 წლის 22
ივლისიდან (იხ. სამეგრელო თავადები და აზნაურები გვ.192).
ჯვარის მაზრაში მცხოვრები 1845 წლის აღწერით
წარმოდგენილია ვახტა ხიტუს ძე გუგუნავა. იქვე მითითებულია შვილები მათი, თუმცა საბუთი
არ აქვთ აზნაურის წოდებისა, გარნა შთამომავალნი
მათი ადრითგანვე სარგებლობენ ღირსებით.
გუგუნავების გვარის წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა
და თქმულება გვიამბობს, მათ შორის ლეგენდის მიხედვით იყვნენ ნაოსანი ძმები: გუგუ, გეგე, წუწუ
და ჩაგუ, რომელნიც მეფეს მოუკითხავს, რას აკეთებენო და მათ
შესახებ ასე უპასუხნიათ - გუგუ ნავობს, გეგ
ნავობსო და ა.შ. აქედან წარმოშობილა გვარები
გუგუნავა, გეგენავა, წუწუნავა და ჩაგუნავა.
გუგუნავების გვარი შეიძლება მეტად მრავალფეროვანი
იყოს, თუმცა დავსძენთ, რომ ქართული გვარები მეცნიერულად სათანადოდ არ არის შესწავლილი.
ქართველთა უმრავლესობა ატარებს კოლხური
წარმომავლობის გვარებს და სახეზე გვაქვს გადაქართველებული გვარები და ამის თაობაზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ მეცნიერებს თუ ისტორიკოსებს (ჯ.კაკულია).
თქმულება
ნაოსან ძმებზე არ
მიგვაჩნია მართებულად გეგენავების გვართან მიმართებაში (ბ.თუნთია). გეგენავას გვარის ფუძის წინა ნაწილი „გეგე“ მეგრულად წმინდა გიორგის სინონიმია, ხოლო გეგნია ნ.ჯომიდავას განმარტებით მეგრულად დიდისა და უსაზღვროს აღმნიშვნელია. მაგ. (გეგენია „დაჩხირი“ მეგრ.) გიგზიზა
ძლიერი ცეცხლი.
ანტიკურ
ლიტერატურაში კერძოდ „არგონავტიკაში“ მოხსენიებულია
ხალხი გეგენაოსი, რომლებიც დახვდნენ არგონავტებს
კოლხეთის მიწაზე. შესაძლებელია გეგენაოსის ტომი დროთა განმავლობაში გაწყდა. ამდენად
ეთნიკური წარმოშობა გვარით არსებობენ (ნ.ჯომიდავა).
სენაკელი კარლო (ბურდა)
გუგუნავას გადმოცემით, გუგუნავები გამუსულმანობას გამოქცევიან და ხორშში უპოვიათ
თავშესაფარი, ის ადგილი მაშინ დაუსახლებელი ყოფილა.
მწერალი მოსე გვასალია თავის ისტორიულ რომანში „ობლის კვერი“ საგუგუნავოს ასე აგვიწერს. სკოლიდან ხუთიოდე ვერსტის დაშორებით დაბურულ ტყეში მდებარეობდა სოფლის ყველაზე მივარდნილი კუთხე, საგუგუნა, ჩვენი დედულეთი. აქ სულ რამოდენიე მოსახლე იყო, მათ შორის პაპაჩემი - ერთი ღარიბი აზნაური: პაპას გურული გუგუნავების თავადიშვილობითაც მოსწონდა თავი და ამიტომ ჩვენი სოფლის „დოხორეში“ ციზეთში (ხორში) გრიგოლ (გრიშა) დადიანის კარზე, მიღებულ კაცად ითვლებოდა. ეს კი ხუმრობა საქმე როდი იყო. გრიგოლი სამეგრელოს მთავრების პირდაპირი შთამომავალი გახლდათ, მაია და კონსტანტინე დადიანების შვილი.
ინტერეს მოკლებული არ იქნება თუ ჯ.კაკულიას კვლევების მიხედვით მოგაწვდით გუგუ-დან წარმოქმნილ გვართა სიას, რომელებიც გვიდასტურებენ-გუგუდან წარმოქმნილი გვარების დასავლეთიდან აღმოსავლეთით განვითარებას: გუგუ-გუგუნაყათი, გუგუნაძე, გუგუნაშვილი, გუგუნავა, გუგუ-გუგუტია, გუგუტიშვილი და სოფელი გუგუტი-ანთკარი გორის რაიონში. გუგუჩია, გუგუჩია ჯოტო იყო ასეთი გამოჩენილი პიროვნება ზუგდიდში კახათი (ბ.თუნთია). გუგუგნავებმა შექმნეს სოფლები, გუდაუთის რაიონში გუგუნირხვა და ახალციხის რაიონში (1906 წლის) აღწერით გუგუნაური. გუგუნაყათი-სოფლები აბაშის რაიონის ქოლობანსა და მარნის სოფ.საბჭოში.
1924 წელს გამოცემული „საისტორიო მოამბის“ №1 -ის ფურცლებში, სადაც სარგის კაკაბაძის მიერ განხილული, 1536 წლით დათარიღებული „ბარათიანთგაყრის წიგნში“ ვკითხულობთ: მეფე ალექსანდრემ გაჰყო ძმანი ქაჩიბაძენი-აბაშა გუგუნა და დავითი. აბაშისგან წარმოდგნენ აბაშიშვილები, გუგუნასაგან ბარათაშვილები, ხოლო დავითისგან ორბელაშვილები (გვ.218).
ჟურნალ „მოამბის“ მაშინდელი მიმომხილველი მიუთითებს, რომ 1897 წელს რუსი მეცნიერი ანთროპოლოგი და მოგზაური ელისეევი იცნობს საქართველოს. ის შემთხვევით არ დაწერდა აფრიკის უდაბნოში მცხოვრები მეგრელების გუგუნავების, ჭანუყვიების შესახებ. მას ქართული (მეგრული) საუბარი აფრიკაში საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი და ჩაწერილი. 1989 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ მასალები გამოაქვეყნა ქართველმა ჟურნალისტმა, თუ როგორ უსწორდებოდა ფრანგი კოლონიზატორი მათრახით ნავსადგურ ალჟირში შავკანიან ზანგ-აფრიკელ მუშებს, რომლებიც მძიმე ყუთებით ტვირთავდნენ გემს. როცა ქართველი ჟურნალისტი გამოელაპარაკა მათ და აი საოცრება შავკანიანი გემის მტვირთავი მუშები, ზანგი მეგრელები აღმოჩნდნენ, რომლებიც როგორც თვითონ თქვეს, მაროკოს საზღვრისპირა სოფელში უჯდაში ცხოვრობდნენ და მოსახლეობის მეტი წილი გუგუნარის (ე.ი. გუგუნავას) გვარს ატარებს. თუმცა კოლხთა მონათესავებად ითვლებიან აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები თეთრკანიანები-ბერბერები, ამ მოსახლეობის მეტი ნაწილი დამახინჯებული მეგრულით საუბრობს. ცნობისათვის მუამარ კადაფი ბერბერი, იგივე მეგრელი ბრძანდებოდა (ბ.თუნთია).
საგუგუნავო საბჭოურ ეპოქაში ხორშის თემში, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. სოფელი ისტორიული წარსულით და სამეურნეო კულტურის დიდი ტრადიციით იყო გამორჩეული. 1929 წელს დაარსდა ეთერზეთოვანი ნედლეულის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დაარსებიდან 1990 წლამდე აწარმოებდა: რეჰანის ნედლეულს, ვარდის ყვავილს.
ქარხანა ამუშავებდა და იღებდა ზეთებს: ჟასმინის, იელის, ყაზანლიყის, ზაფრანის, გერანის, რეჰანის ნედლეულისაგან. გარდა ეთერზეთოვანი კულტურებისა აწარმოებდა ჩაის, ხორცს, რძეს, სიმინდს, ლობიოს და სხვა.
ხორშელი გუგუნავები, მიუხედავად აზნაურის წოდებისა გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, მათ შორის არიან გამორჩეული პიროვნებები;
ვალერიან გუგუნავა - სენაკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დიდი წვლილი მიუძღვის სენაკის აღმშენებლობაში. მუშაობდა ქ.თბილისში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1992-94 წლებში იყო თბილისის მერის მთავარი მრჩეველი, ღირსების ორდენის კავალერი. 1995 წელს მიენიჭა ქ.თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ნინა გუგუნავა
, მისი და, დამსახურებული პედაგოგი, წლების განმავლობაში
იყო სენაკის მეორე საშუალო სკოლის დირექტორი, გული გუგუნავა - ქირურგიული განყოფილების მედდა, აგული გუგუნავა-აბრამია
მექანიზატორი - მუშაობის პერიოდში დაჯილდოვდა
სხვა და სხვა სახის ორდენებით, გახლდათ საქართველოს ალკკ პლენუმის
წევრი, ხობის ალკკ პლენუმის
წევრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ხობის რაიკომის წევრი და ბიუროს წევრი.
გოგუცა გუგუნავა- მეჩაიე, სსრკ უმაღლესი
საბჭოს დეპუტატი, კარლო გუგუნავა (-ბურდა) - ბიზნესმენი, სტემურ გუგუნავა-ქორეოგრაფი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, უჩა გუგუნავა ცნობილი მუსიკოსი ბას-გიტარისტი,
დავით გუგუნავა მუსიკოსი, ივანე გუგუნავა-რუსეთის ფედერაციის დამსახურებული
მხატვარი.
დღევანდელ ვითარებაში სამწუხარო
რეალობაა, ერთ დროს ყვავილების სამოთხედ წოდებული
სოფელი ხორში, კერძოდ საგუგუნავოს ქარხნის
ტერიტორია გავერანებულია, ეკალ-ბარდებითაა დაფარული. მისი დიდება მხოლოდ წარსულის გახსენებად
იქცა. სანამდის ასეთ ყოფაში სოფელი? იქნებ
გამოჩნდეს ვინმე, ღვთისნიერი ბედოვლათი, რომელიც დაუბრუნებს სოფელს ძველ დიდებას და ღირსებას. დაე იგუგუნონ გუგუნავების
გვარმა სრულად საქართველოში.
ბიჭიკო თუნთია
გაზეთი „კოლხეთი“ №21-22
(9493-94) 2020 წელი