მარგალეფი...
გოღანერი უკული ვამშამრთჷმ ათე ინტერნეტშა დო ათაქი გოგი შონიაქ დოღურუა წეპკითხინი - ეპონი... ვადმაჯერებუ იშენი... იფიფრქი მუდგარენი ჩჷლათა რე მაქ დო დობრეკი გოგიში ტელეფონშა... ინგარდჷ დო თვალჷნდჷნი თეში ქჷდომრაგადუ გოგიში ალმასქუქ - დოღურუა გოგიქ... უეცარო დოღურუა გოღა...
ახავაი... ახავაი... ახავაი... ვამიჩქ მუჭო გჷმოფხანტე ჩქიმი გურჭუა... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში ალმასქუს... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში სქუალეფც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში მოთალეფც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში არძა წირსფალც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში შურობუმ ოდაბადე მარგალონას...
ჩქიმი გოგი, ღორონთქ განათას დო ოჩხონუას სქანი შური...
...ჩემთვის კიდევ ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დაასრულა ამქვეყნიური სიცოცხლე... კიდევ ერთი შესანიშნავი პოეტი და დიდებული ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა... ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და ე. შევარდნაძის პუტჩისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულმა მამულიშვილმა გოგი შონიამ მიღმიერში გადაინაცვლა... არადა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამას... ფენომენალური იუმორის მქონე გოგი შონია უკვდავი მეგონა... ახავაი, რომ ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა... ეხ, ვინ იცის რამხელა სევდას და გულისტკივილს დაატარებდა თითქოსდა ხალისიანი, მაგრამ სინამდვილეში უნდობარი დროებით გულდამძიმებული გოგი შონია... ის გარდაიცვალა... ნამდვილად არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, მაგრამ ფაქტია, რომ გოგი შონიას ამ უეცარმა გარდაცვალებამ უაღრესად დამამწუხრა...
მინდა მივუსამძიმრო მის ძვირფას მეუღლეს... მინდა მივუსამძიმრო მის საყვარელ შვილებს, შვილიშვილებს... მის თითოეულ ჭირისუფალს მინდა მივუსამძიმრო... ასევე მის ჭკადუაშს, ზუგდიდს, სამეგრელოს, მთლიანად საქართველოს მინდა მივუსამძიმრო თავისი მოსიყვარულე და პატრიოტი შვილის გარდაცვალება...
უფალმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს გოგი შონიას სულს...
ჩქიმი გოგი, ღორონთქ განათას დო ოჩხონუას სქანი შური...
ზურაბ კვარაცხელია
ჭკადუაშის სასოფლო ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოეტი, სახალხო მთქმელი, ფილოლოგი, ღირსეული ჭკადუაშელი გოგი შონია.
გოგი შონია იყო მრავალმხრივ განათლებული უნიჭიერესი პიროვნება. იყო უამრავი ლექსის ავტორი, მათ შორის მეგრულის, მის მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები მსმენელში აღფრთოვანებას იწვევდა, მისი მქუხარე გამოსვლები ეროვნული მოძრაობის შეკრებებზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ფლობდა სიმღერის, ცეკვის, ხატვის, კალიგრაფიის, იუმორის ხელოვნებას. იყო უამრავი ლიტერატურული, საზოგადოებრივი შეკრებების, თუ პოეზიის საღამოების აქტიური მონაწილე. მის მიერ ომახიანად შესრულებული "მაგანა და ჩხოუშია" განსაკუთრებით შეიყვარა მკითხველმა.
გოგი შონია დააკლდა სოფელს, დააკლდა ქალაქს, ოჯახს.
Ხსოვნა და არდავიწყება მის უკვდავ სულს!! მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!!
გოგი შონია...
მუდამ სიცოცხლით სავსე, შემართული, ხალისიანი, შორს მყოფიც რომ გაგრძნობინებდა შენთან სიახლოვეს, თანადგომას...
არ გვეგონა, რომ ჩვენს ასეთ გოგის უცებ, მოულოდნელად მიეპარებოდა ვერაგი სიკვდილი, ასე მალე წაგვართმევდა ამ დაუდგრომელი ხასიათის, სიყვარულში დაუზარელ, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანს.
ჯერ კიდევ გუშინ სოციალურ ქსელში იდო მისი პოსტი, ამ დილით კი იმავე ქსელში ვგებულობთ ძნელად დასაჯერებელ ამბავს, რომ გოგი შონია ჩვენ შორის არ არის.
გოგი შონიას თითქმის მთელი საქართველო იცნობდა თავისი პატრიოტული ლექსებით, სამართლიანობის მხარეზე შეუვალად დგომით. იმ ძნელბედობისას, რაც სამეგრელოს დაატყდა პუტჩის შემდგომ, გოგი შონია ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში საჯაროდ ამხელდა ქვეყნის დამაქცევლებს, არ უშინდებოდა შეიარაღებული ბანდების მუქარას. ასეთივე შეუვალი და პრინციპული იყო იგი სიცოცხლის ბოლომდე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გოგი შონიას პოეტური შემოქმედება, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ხელწერით, გოგოსთვის დამახასიათებელი განუმეორებელი იუმორით. წერდა ქართულად და მეგრულად და მშობლიური სამეგრელოს ყველა ქალაქსა და სოფელში განსაკუთრებულად უყვარდათ და აფასებდნენ.
შონიების საგვარეულო კავშირი გამოთქვამს დიდ მწუხარებას ჩვენი სახელოვანი მოგვარის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გოგი შონიას ოჯახს, ნათესავებს, სამეგრელოს საზოგადოებას, შონიების საგვარეულოს ამ უნიკალური, კოლორიტული, სამშობლოს ჭეშმარიტი პატრიოტი ადამიანის გარდაცვალების გამო.
გაჩერდა გოგი შონიას მხურვალე, უღალატო და მოსიყვარულე გული, დადუმდა მისი კალამი, მაგრამ მისი ხსოვნა ნათელ კვალად დარჩება ჩვენთან, მის შემოქმედებას კი, გვჯერა, კვლავაც სიყვარულით გააცოცხლებენ თაობები.
მარადიულ ნათელში იყოს შენი ალალი სული, ჩვენო ერთგულო, სიკეთითა და ერთგულებით დამშვენებულო, მარად დაუვიწყარო ძმაო და მეგობარო!
გასვენება 29 იანვარს შაბათს, 14:00 საათზე, სოფელ ჭკადუაში - ეკლესიიდან.
შონიების საგვარეულო კავშირი
გოგი შონია ― ჭკადუაშელი პოეტი, ფილოლოგი, სახალხო მთქმელი, გარდაიცვალა 2022 წელს.
(ქართულ-მეგრული ლექსები)
* * *
აჰა, ავაწყვე ანბანი, ავკინძე აკიდ–აკიდოდ;
ავატკბილხმოვნო ამგვარად, ამის აღმწერი ადიდოთ.
არ ავაჟღერო ათასხმად–ავსიტყვა არ ამარიდოთ;
არც არაფერი არ ამხსნათ, არც არაფერი ამკიდოთ.
ბებერი, ბერი ბეხრეკი, ბულბულიანის ბაგისა,
ბევრ ბაიათებს ბუხბუხებს, ბანითა ბუქი–ბაქისა;
ბრიყვ–ბღენძიათა ბჟუტური, ბაგით ბესიკთან ბაძისა:
ბულბულთან ბარიბარობა, ბაჯბაჯა ბჟიტის ბატისა.
გრიგოლიშელმა გოგონამ, გული გრამ–გრამად გამიყო,
გროშად გამყიდა გულმკვდარმა, გასაწირავად გამიღო;
გამაწამ–გამატიალა, გული გვიანად გამიღო:
განაო?– გაგეცინება: გიჟურად გინდა გამიგო...
დავჯდები დავწერ დისტიქით, დავარღვევ დარდიანობას,
დავს დავეხსნები დავითა, დავითს დავუწყებ დარობას;
დღემდე დაწერილ დითირამბთ დავასვამ დაღიანობას?
"დიახაც დარდად დამყვება! დავკარგავ დადიანობას!..."
შორენ, შენთან შეორება,შემიძლია შეგახსენო:
შემოდგომით შევიყაროთ, შურთხო, შორით შენაფრენო!
შაჰინ–შჰად შევიმშვენებ–შიმუნვარად შემაყენო;
შაქარლამად შემეტკბობა: შემიწყრ შემრისხ. შემაჩვენო.
*
ა ე შ ა
რამდენ მიჯნურთა, მსმენია, ბედზე,
მათ მწარე ხვედრზე, ცრემლი მდენია,
მაგრამ, აეშა! შენებრ ჯვარცმულზე,
ზღაპარიც ძნელი მოსასმენია!
დევგმირი მეფის, იყავი, ცოლი
და თავზე მეტად გიყვარდა ქმარი,
მაგრამ განგმირე, შეუბრალებლად:
სხვა ქალთან ერთად რომ წაასწარი!
უცებ შეჰკივლე, სასოწარკვეთით:
- ო, ღმერთო, ჩემო! რატომ და რისთვის?!...
ძვირფას ნეშტს ზედვე გადაეფარე,
რომ მკვდარიც აღარ დაგეთმო, სხვისთვის.
თანაც იცოდი, რომ ერთ დროს , მკვდარი,
თავს დააღწევდა, სიკვდილის მახეს:
ორი ათასი წლის შემდეგ, კაცი
კვლავ იბრუნებდა პირვანდელ სახეს..
გსმენოდა, თითქოს, სადღაც კლდის გულში,
"მარადისობის ცეცხლზე" მისნობა,
წახველ, იპოვე, ცეცხლის გულს გახველ
და დაეუფლე მარადისობას!
ორი ათას წელს იჯექ კუბოსთან,
მდუღარე ცრემლით , ზედ დამხობილი...
ასე უცდიდი ქმრის გაღვიძებას,
მარადისობის ცეცხლში წრთობილი...
და ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ,
იგრძენი, ფეთქვა, საყვარლის გულის...
მაგრამ სულ ერთი წამი გაგრძელდა,
შენი ზეიმი და სიხარული...
........................................................
მეც, რა ხანია, კუბოსთან ვზივარ
ჰა, საუკუნის, ვითვლი, ნახევარს„.
თუმც ორიათასს, ბევრი მიკლია,
აღარ ვაპირებ, უკან დახევას!...
მე, შენებრ, არვინ არ დამიხანჯლავს
და არც მიხილავს სტრფო "სტუმართან",
მე, სიყვარული, მიწევს კუბოში
და დღემდე ვზივარ, მის სასთუმალთან.
აეშა! მე რომ არ ვარ უკვდავი
და თან არ ვიცი, ის ცეცხლი და მთა...
აეშა! მოდი! მომეცი ძალა!
რომ შევებრძოლო, სიავეს ჟამთა!...
აეშა! წელი, ორმოცდათი
არ ეყო მის გულს, გალღვეს ლოდები...
ის ერთი წამიც თუ მეღირსება,
შენზე ასჯერ მეტს დაველოდები!
დაველოდები! დაუსრულებლად!
რომ ვიგრძნო, სითბო, სატრფოს გულისა,
ღირს,
ათასობით
წლების წამება,
ის
ერთი წამიც
სიყვარულისა!
*
უცხოეთში გადახვეწილ შვილებს
ეს ცხოვრება, ვინც დაღუპა
ასე:
იმ გარეწარს ჩვენი ცოდვა
ეცა!
შვილები რომ დაგვაშორა
მშობლებს,
მზე ჩაგვიქრო, დაგვიბნელა
ზეცა!
შვილს მიტომ ზრდის, სასოებით
დედა:
რომ წაადგეს, ამ ცხოვრების
ბოლოს,
მშობლის ვალი, სულ შეგარგოს,
ღმერთმა:
მოფერება დააბრუნე,
მხოლოდ!..
სიცოცხლეში, მოფერება,
მშობლის,
ნებიერ შვილს, ძნელად მოსდის
აზრად,
ერთი შენი თბილი სიტყვა,
შვილო!
სამარემდე გვეყოფოდა,
საგზლად!
მე არ ვსტირი, უშენობას,
ახლა,
გული, სულ სხვა რამით
მიღონდება:
სინანული გამიწამებს,
შენს თავს,
როს დედ-მამა აღარ
გეყოლება!
ამ ცხოვრების მომგონის, მე,
რა ვთქვი!...
აბა, მაშინ, ასე, რატომ
ხდება?!
როცა არ გყავს, მაშინ უფრო
გინდა:
დედ-მამასთან გულში
ჩახუტება!
სიბერის და მარტოობის
შიშით,
წლებთან ერთად გვემატება
სევდა:
შვილებს უკვე აღარ ახსოვთ
მამა!
შვილებს უკვე აღარ ახსოვთ
დედა!
მაგრამ როცა დაბერდებით
თვითონ
და შვილები გაგებნევათ
განზე:
"წარსულ ცოდვებს" არც თქვენ
გაიხსენებთ,
დაჯდებით და თქვენც "იმღერებთ"
ასე!...
*
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა ნ ა ტ ო მ ი ა
სიყვარული კიბოა...
კეთილთვისებიანი.
მისგან დაუზღვევია,
უჭკუო თუ ჭკვიანი.
მის მახეში გაბმული,
თავის დახსნას ნუ ელი:
ხელთათმანი გესროლეს?
არ აგცდება დუელი!
თუ კი ოდნავ გაგკაწრა–
უკვე არის გვიანი:
ვერ გიშველის მკურნალიც,
ოქროსხელებიანი!
თუ კი თავს შეამჩნიე,
შენ,ასეთი ნიშნები:
თითქოს ცაში დაფრინავ
და ჭკუიდან იშლები:
გემღერება,
გეცეკვება,
იცინი და ტირიხარ:
ხანაც გული ჩიტისა გაქვს,
ხანაც კიდევ გმირი ხარ:
ავდარში თუ დარია,
დარში თუ ავდარია,
მშვიდ ამინდშიც თუ გულში
წარღვნაა და ქარია;
მოყვარე თუ მტერია,
მტერი–მეგობარია:
ვერ დაგიცავს ჯავშანი,
ვერც ხმალი და ფარია:
სიყვარული შეგყრია,
ეჭვი ნუ გეპარება,
არავითარ მკურნალობას
არ ექვემდებარება!
ვეღარც დაემალები!
ვეღარც გაეპარები!
გალიაში,
ჩიტივით,
დახშული გაქვს კარები!...
აგერ მე ვარ მოწამე!
გეუბნები ალალად!
სიყვარულმა,
მე თვითონ,
ძალზე "დამაზარალა!"
ბიჭი ვიყავ,
პატარა,
ეს სენი რომ მდებია:
სამოცდაათს გავცდი და..
ჯერ
არ
გამნელებია!
* * *
მინდა ამ ჩვენს ახალგაზრსებს
სიტყვა ვუთხრა, ცოტა მკვახე:
ნურც მოიყვან,ნუმც მიჰყვები,
გულს ტრფობა თუ არ შეახე.
სამ წელს მაინც უნდა სდიო,
თუ გსურს შეგრჩეს თავზე ქუდი,
რაო, თერთმეტ წელს რომ ვსდევდი,
რით ვიყავი თქვენზე ცუდი?!
ნუ ენდობით შუამავლებს,
არ დაგიგონ სადმე მახე.
დედა ნახე, მამა ნახე,
ტოლი ისე გამონახე!
ფულს და დიპლომს არ მისდიო,
ქალი გინდა მეოჯახე,
მთავარია სიძეს ჰქონდეს,
საყანე და სავენახე;
ძალზე ლამაზს ის გერჩიოს
ცოტა მდარე ჰქონდეს სახე,
თორემ სილამაზის გამო
ბევრმა თავი გაიბახეს...
და რაც გითხარ, ყველაფერი
ანდერძად არ შეინახე:
გაგიმართლა?! შენ–კაცი და
მე–მოლაყბე დამიძახე!
*
სოფიო როტარუს
სოფი როტარუ!...
სოფი როტარუ!...
- გასცდება ას და ათასწლეულებს.
მაგ თვალთა ელვა
ახლაც ატყვია,
ყდაგახუნებულ,
ამ ჩენს რვეულებს...
ვერავინ მღერის შენზე ლამაზად,
არვის უხდება
შენსავთ
სცენა,
ხარ პოეზიის უშრეტი წყარო,
ზეშთაგონება და
აღმაფრენა!
სამოცდა ორი წლისა ვარ უკვე,
შენ
ექვსი წლით ხარ
ჩემზე პატარა,
ოც წელზე მეტის, შენ არ გეტყობა,
მე კი,
ოთხმოცზე
ნაკლების არა!...
თუმც სიყვარული
ადრეა ტკბილი,
სიბერეში კი - მწარე სამსალა!...
მართლა მიყვარხარ
ჩემო
ვარსკვლავო
და
არა
ისე,
ლექსის მასალად!
ხარკოვი 2005 წელი
* * *
დაუფიქრებლად ვინც ჩაეშვა
ტრფობის მორევში,
სიცოცხლეს გალევს
ტანჯვასა და
ცრემლის
დენაში;
ვაჟკაცს,
რომელსაც
სიყვარულში
არ გაუმართლებს:
შენ წააშველე,
ღმერთო,
ხელი,
არგაჩენაში!
* * *
ისეთ ხალხს ვხედავ,
სამოთხისკენ მიმავალ გზაზე,
სურვილი არ მაქვს,
ეს საგზური
მოვინადირო:
ზოგი მღვდელმთავრის,
სამოთხეში,
ჯვრის კოცნას მიჯობს,
ომარ ხაიამს,
ჯოჯოხეთში
გავეშაირო!
*
პროლოგი
ანუ
ქართველი ლტოლვილები... საქართველოში
მთლად მიილია
ქცეყანა,
ადვილად დასამცირები.
სრა-სასახლენი დატოვეს
დადიან,
როგორც
მწირები.
ლაჩრები, ნადავლს იყოფენ,
ლაფში გასვარეს
გმირები!
ნერგები ჩაფლეს უკუღმა,
აუშვერიათ
ძირები...
ვერ დაიტირა
სოფელმაც,
ქვეყნისგან დასატირები!...
ბულბულნი გადახვეწილან,
ბაღში
გალობენ
ვირები!...
*
მარტო მარტია ასეთი
მარტი, მარტია!
მისგან ნუ გიკვირს:
ხან თოვლ-ჭყაპია,
ხან მზე თაკარა!...
ჯერ ყვავილები ამოიტყუა,
მერე ფიფქები
გადააყარა!...
ხან ზაფხულია,
ხან ზამთარია,
ხან ორივეა,
ხან არცერთია!...
ასე გიჟმაჟი და ასე ანცი,
იმ თორმეტ თვიდან
ერთადერთია!...
მარტი- ქალია!
ქალი-მარტია!
ორივე არის
"ერთი პარტია!..."
ქალი- მარტია,
მარტი- ქალია,
ორივ ხასიათმონაცვალია.
ხან - დედამთილი,
ხან კი რძალია...
ხან - ღვინოა და
ხან
კი
წ ყ ა ლ ი ა ...
*
წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი
დრო, უმოწყალოდ მიჰქრის და მიჰქრის,
აშენებს, ანგრევს, ბადებს და ხოცავს...
ძე - ხორციელი, ამ წუთისოფელს,
ჟამიდან, ჟამზე, წყევლის და ლოცავს!
ერთის ვერმრჩენელს - უჩნდება ათი;
და ვინც ბევრს ნატრობს-ბერდება, მარტო;
ძე - ხორციელი, ამ წუთისოფელს,
ხშირად "უხსენებს", მომგონის პატრონს!...
ცრუ იმედებით, ხავსს ვეჭიდებით,
სამოთხის ხათრით მივათრევთ წამებს...
ამ ცხოვრებაში ვინც დაიჩაგრა,
ის, ვერც იმქვეყნად იბაირამებს...
თუ ცოტა შნო გაქვს, კარგი ცხოვრების,
განკითხვის შიშით აღარ დაიკლო!
თუ სიცოცხლეში, არარა იყავ,
სიკვდილის შემდეგ რა უნდა იყო?!
*
სადავო ეპიტაფია, ანუ გაბაასება დავით აღმაშენებელთან,ანუ "გალობანი სინანულისანი"-ს ნაცვლად ცვენანი თავთანი!...
არ გეკადრება,დიდო მეფეო!
დაჩაგვრა, ჩემებრ, პატარა კაცის!...
რა იქნებოდა,შენ რომ არ გეთქვა,
სიტყები,სულ რომ ენაზე მაზის?!
არ გეყოფოდა,სახელ-დიდებად,
რაც შენ გიქნია, თავით და მკლავით?!
"გულზე დამადგით, ფეხი, ყოველმან",
მე უნდა მეთქვა, ბატონო, დავით!
შენ, ეგ სიტყვები, რამ გათქმევინა?!
ფეხით შედგომას, როგორ გკადრებდით?!
შენს საფლავს ჩოქვით უნდა ვუარდეთ,
გულ-მკერდს გიმკობდეთ, ია-ვარდებით!
და შენს ქვაზე კი უნდა ეწეროს,
როგორც ზღვათა და ხმელთა მპყრობელის
"ამა ლოდქვეშ წევს, მეფეთა მეფე,
დავით, იბერთ მზე, ჩაუქრობელი!"
ჩემს საფლავს კი რას დაამშვენებდა?!...
ოჰ! შენ რა გითხრა,მეფეო, დავით?!
"გულზე დამადგით, ფეხი, ყოველმან!
საწყალ გოგიას, წყალობა ჰყავით"!...
ძალზედ მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ,
მაგრამ მეც რა ვქნა, ბატონო, დავით?
გაეროს აქეთ არ გავჩერდები,
აღარ დაგითმობ, ცოცხალის თავით!
ნუ გახდი, მეფევ, შენც დემოკრატი!
არ გამოგივა დემოკრატობა!
არ ჩამიყვანო, სტრასბურგში, თორემ
არავინ გეტყვის, იქ, შენ, მადლობას!
...როგორ შეჰყარე, რუის-ურბნისში
და თავგასულ მღვდლებს, მოპარსე წვერი
და სახელმწიფოს დაუმორჩილე,
ეკლესია თუ ერი და ბერი!...
სულ კაკალ-კაკალ ჩავაკაჭკაჭებ,
ვით აჯიჯგნებდი, ყორნებს და სვავებს,
ძაღლის კუდივით გაუსწორებელ,
თავადთა, სარზე წამოცმულ თავებს!
- "ეკუთვნოდაო?!"- ცხონდი,მეფეო!
ზუსტად, მაგ სიტყვის ,მსურდა, მოსმენა!
ისე მომრავლდნენ ქვეგამხედვარნი,
არ შემიძლია, მეტის მოთმენა!
შენ არა ხარ და დარი დაუდგათ,
შადიმანებს და ბერბიჭაშვილებს!
საქართველოსთვის თითს ვინც გაანძრევს,
ტყვიას ჭედავენ, შუბლზე, მაშინვე!
ისე შეზრდიათ, "გოგრები", მხრებზე,
კაცს, გეგონება, ნამდვილი თავი,
მის მოცილებას,ახლა, მეფეო,
სჭირდება შენი ხმალი და მკლავი!
ნეტავი, ერთი, წამოგახედა!
იბერიის მზევ,
შუქთა მჩქეფეო!
თავების დიდი
მოსავალია
მოსალოდნელი,
დიდო მეფეო!
*
პატარა... დიდი საქართველო!
წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წამზე წამი,
ტიკ-ტაკ, ტუკ-ტაკ, წუთზე წუთი,
მისხალ-მისხალ, დრამზე დრამი,
მიზოზინებს დრო და ჟამი.
ნელა მიდის, მაინც ჩქარობს,
დროს არასდროს არ სცალია,
იგი ვისთვის დედაა და
ვისთვის დედინაცვალია.
დრო სამყაროს მაჯისცემა
და ცხოვრების სასწორია,
მისგან დანატოვარ კვალზე
იკინძება ისტორია.
კვალზე ვინ ჩანს ჰეროსტრატედ,
ვინ კი ― აღმაშენებელად.
ვინ კი მოჩანს ზვიად მხსნელად,
ვინ ― ტურად და ვინ კი ― მელად.
დროთი მიდის, დროთი მოდის,
დროის ჭრილში გადის ყველა,
ვინც ამ ქვეყნის სტუმარია,
მოხუცი თუ პირშიშველა.
დრო ― მკვლელი და დრო ― მკურნალი,
დრო ― გადამწვარ-გადახნული,
დრო ― გმირობით აღსავსე და
დრო ― სირცხვილით დადაღული!
საქართველოს არსებობის
ყველა დროს და დღეის დღესაც
არ ჰკლებია მწუხარება,
სისხლი, ცრემლი, გლოვა, კვნესა...
მხოლოდ დრომ და ერთადერთმა
დრომ შეუწყო იმას ხელი,
სტუმარი რომ გამასპინძლდა
და გასტუმრდა მასპინძელი...
თუმცა დროა წამომწყები,
რომ ვისვრით და ერთურთს ვხოცავთ,
მაგრამ ამ ჩვენს სისხლიან ხელს
მარტო დროს ნუ შევახოცავთ.
დავივიწყეთ წარსული და
ვერ გავთვალეთ მომავალი,
წინაპართა ნაამაგარს
მივაყარეთ ნაღვერდალი.
ჯერ ვწირავთ და მერე ვხედავთ,
გაგვწყრომია თურმე ღმერთი...
ჯერ ვკარგავთ და მერე ვამჩნევთ,
ვით გვჭირდება ერთმანეთი.
ამ მიწაზე არ შობილა
ჯერ ისეთი კაციშვილი,
რაც ებოძა, იმით იყოს
სიკვდილამდე კმაყოფილი.
სწორე უთქვამს ბედკრულ ტატოს:
კაცი ისე ვინ დაბერდა,
„რაც მიეცა ერთხელ ნატვრით,
იკმარა და მას დასჯერდა“.
გინდ გემებით ზღვებს ვსერავდეთ,
გინდ ცას ვკვეთდეთ თვითმფრინავით,
მაინც აღარ მოგვეშლება
მიწიერი საზრუნავი.
გინდა ვიყოთ მათუსალა,
გინდ სოლომონ ვიყოთ, ბრძენი,
ბოლოს მაინც მოგვბეზრდება
და გახდება მოსაწყენი.
სულ ეს არის, რომ ამქვეყნად
ვიწყებთ ხშირად აყალმაყალს,
ძველს ვანგრევთ და მერე ვხედავთ,
ძველი სჯობდა თურმე ახალს.
ამ წაფილოსოფოსების
მიზანს ალბათ მიმიხვდებით:
თუმც კარგია მეტის ქონა,
მეტისმეტს კი გადავყვებით...
ამ უამურ მოგონებით
სად მაქვს ლექსი წასახდენი,
ახლა ტკბილი ზღაპარი ვთქვათ,
ხვალინდელი ასახდენი.
ეს ამბავი გეამებათ,
ჭორია თუ მართალია,
შაშვის სტვენაც ატკბობს სმენას,
ვიდრე მოვა მაშალია.
შემოდგომის ცივი დროა,
ცას ღრუბელი ბურავს, შავი,
უაფრო და უიალქნო
შუა ზღვისკენ მიქრის ნავი.
ნავზე ერთი მოხუცია
ჩიბუხით და მხარზე ბადით,
აქეთკენ რომ მოისწრაფის,
ხდება ათი წელიწადი.
საღამომდე იჭერს თევზებს
და აბრუნებს ისევ წყალში,
თევზის სუნით გაჟღენთილი,
ცარიელი მიდის სახლში.
არვინ იცის, გიჟია თუ
რაღა უდევს გუნებაში...
მხოლოდ ერთადერთ თევზს ეძებს
ამ უკიდეგანო წყალში.
იმ თევზს „ოქროს თევზი“ ჰქვია
და ძალა აქვს ნატვრისთვალის,
მოხუცს ან სურს გამდიდრება,
ან აწუხებს დიდი ვალი...
ჯეელივით უსვამს ნიჩბებს,
არად აგდებს ქარს და წვიმას,
ყოველ დილა ზღვაზე ასწრებს
ცისკრის ვარსკვლავს, შუქციმციმას.
დღეს ვარსკვლავი არ ჩანს ცაზე,
დაუფარავს ღრუბლის აფრებს,
თუმც ეს რაა, ზღვის ტალღებზე
ვარსკვლავივით რომ კიაფობს?!
მოხუცს გული შეუქანდა,
ცას ახედა ჯერ ვედრებით,
მერე ისევ მნათობ წერტილს
მიაშტერდა გაშმაგებით:
უცებ ბადეს ხელი სტაცა,
მთელი ტანით აღიმართა,
მოიქნია იგი მძლავრად,
ზედ ზღვის ზვირთებს მიაშხვართა!..
რომ მოქაჩა თვისკენ ბადე,
კაცი შეხტა სიხარულით,
მის ბადეში ფართხალებდა
ოქროს თევზი, გასკვანჩული!..
„ტყვე“ სიმშვიდეს ინარჩუნებს,
არც აპირებს თავის დაცვას,
კაცმა ბადე თევზიანად
ნავის კიჩოს ჩამოაცვა!
„ ― დაგიჭირე, ოქროს თევზო!
გაანძრიე, ჩქარა, ხელი!
თუ სამ სურვილს არ ამიხდენ,
გელოდება ტაფა ცხელი,“ ―
თქვა მოხუცმა, ასანთს გაჰკრა,
დააკვესა ბრაზით თვალი,
ტაფაშედგმულ გაზქურაზე
აბრიალდა ცეცხლის ალი.
თევზი გაშრა შიშისაგან,
აებურძგლა ოქროს ქერცლი,
მოხუცს თითქოს შეებრალა,
დაუყვირა თევზს ხმაშეცვლით:
„ ― რახანია, რომ დაგეძებ,
დღეს ჩაგიდექ მხოლოდ კვალში,
თუ ჭკვიანად მოიქცევი,
არ დაგრჩები არც მე ვალში“.
„ ― გაგიმართლა, მებადურო!
ფორტუნამ ქნა შენკენ პირი.
ვატყობ, შენგან თავის დახსნა
დამიჯდება მეტად ძვირი.
თუმცა მე ვარ ყოვლისშემძლე,
მაგრამ ტყვე თუ გავხდი სხვისა,
უსასყიდლოდ თავს ვერ ვიხსნი,
ასეთია ნება ღვთისა.
ნებისმიერ სამ სურვილზე
პასუხს ვაგებ ჩემი თავით,
სხვაფრივ საქმეს ვერ გადავწყვეტთ,
ვერც მე, ვერც სხვა, ვერსად დავით.
ერთხელ რუსმა დამიჭირა,
მეგონა, ბევრს გამომთხოვდა:
სამი ნატვრა აღვუთქვი და...
სამივეჯერ არაყს მთხოვდა.
მესამე რომ გადახუხა,
„ზაკუსკაო“, წამეტანა,
მაგრამ ტალღამ გვერდი გაჰკრა
და მორევში ჩაიტანა...
პირობა რომ დაარღვია,
მისი საქმე მიტომ წახდა,
ჩემი შეჭმა მოინდომა
და „ზაკუსკა“ თვითონ გახდა...
კაცთ ბუნებას კარგად ვიცნობ,
ერთი არის ყველას ნდომა:
სიმდიდრე და მბრძანებლობა,
მაღალ სკამზე დიდხანს ჯდომა.
თანაც ვიცი: ადამთ მოდგმა
ხარბი ხართ და დიდი მადის,
არ იკმარებთ, ოქროდ იქცეს,
რაც მდინარე ზღვებში ჩადის:
სოლოლაკზე მომთხოვ ალბათ
ბინას თორმეტოთახიანს;
საზღვარგარეთ კიდევ ― ვილებს,
თქვენში „ქოხს“ რომ ეძახიან,
ათასობით ჯორკიდებულ
ოქროს, ალმას-ბრილიანტებს,
ყველაზე დიდ სკამზე ჯდომას
და დოლარის მილიარდებს“...
„ ― გააჩერე, ხამსავ, ენა,
თორემ მტრისას, შენ რომ გიყო!
მაგ ბრჭყვიალა ნივთებით გსურს,
გამაცრუო, გამაბრიყვო?!.
დატრიალდი, შე კონსერვო,
დრო არა მაქვს შენთან დავის.
ან ხარ დიდი წუწურაქი,
ან არ იცი ფასი თავის!
თორემ ხედავ მაგ ტაფაზე
ვით თუხთუხებს ცხელი ზეთი?!
აბა, ჩქარა დამიბრუნე,
ჩემი ტურფა აფხაზეთი!
გამიმრთელე საქართველო
თორემ სული ყელზე მაზის.
თამარ მეფის საზღვრებით მსურს,
არც სერგოს და შევარდნაძის!
და ქართველმა არასოდეს
ქართველს ტყვია არ ესროლოს,
ესეც ― ორი და მესამეს
ჩემთვის ვიტყვი, მერე ბოლოს“.
„ ― ნატვრის შნოც კი არ გქონია,
აბდალო და ჭკუაცეტო!
ერთი ნატვრა დაგრჩა შენთვის,
ამით მე რა გაგიკეთო?!“
„ ― შენ ნუ დარდობ, ოქროს თევზო,
მე არა მაქვს ნატვრა მეტი!
შენ ეს ორი შემისრულე,
მერე მთხლიშე თავში კეტი!
ქართველების ყველა ჭირი
მოფხიკე და გამატანე,
და სამშობლოს მთლიანობის
საძირკველში ჩამატანე“...
„ ― რა ხალხი ხართ ეს კოლხები?!
ჟრუანტელმა დამიარა!
ეს სამშობლო ასე ძალუმ
რა ჯანდაბამ შეგაყვარათ?!
არა! შენ ვერ გაგიმეტებ!
ვერც ჯოხს გკრავ და ვერცა უროს!
შენ აქ დარჩი, რომ ქვეყანას
კვლავაც ასე ემსახურო!
შენს მაგივრად მე ჩავწვები!
დამიგდია მლაშე ზღვები!
ოქრო ვარ და მეტხანს გავძლებ,
ვიდრე შენი თეთრი ძვლები!“ ―
თქვა ესა და ოქროს თევზმა
მოიქნია ოქროს კუდი
და ქვეყანა შემოსალტა
თვალშეუდგამ ოქროს ზღუდით!
აგუგუნდა მთა და ბარი,
გზებს გაეკვრნენ ქარავნები,
ქართველების ჩაბრძანებას
ტაშით ხვდება აფხაზეთი.
მიეგებნენ, მიეფერნენ,
და გაუღეს ფართოდ კარი,
მილოცვაზე მილოცვა თქვეს,
სამძიმარზე ― სამძიმარი.
რაც ეწყევლათ ერთმანეთი,
ახლა ასჯერ მეტი ლოცეს,
მერე მიდგნენ და ერთურთი,
ჯვარედინად გადაკოცნეს.
სუფრა სუფრას გადაება,
ქორ წილებს კი ― ქორწილები,
თამადობენ ხანდაზმულნი,
თეთრი წვერით მოსილები.
დრო უკუღმა ნაბრუნალი
შეტრიალდა ისევ წაღმა,
ნაზვრევს ვაზმა იყვავილა,
ნაბაღნარში ― ისევ ბაღმა.
დაბა ქალაქს დაემსგავსა,
სოფელი კი ხდება დაბა,
სადმე თოფი თუ გავარდა,
ჩანს, რომ ბიჭი დაიბადა.
მეაკვნეებს ხვითქი გასდით,
მეკუბოვეთ სძინავთ ჩრდილში,
ყველგან ლხინის სუფრებია,
არსად ისმის ვაი-ვიში!
„ლილეოს“ ხმა მოაქვს ენგურს,
ეხეთქება „ოდოიას“,
„ოდოია“ ― „აფხიარცას“,
„აფხიარცა“ ― მტკვარს და ლიახვს...
და ამღერდა მთა და ბარი
იმიერ და ამიერი,
ბოლოს ერთხმად რომ დაჰქუხეს
დიდი მრავალჟამიერი:
მტერიც მოლბა, მოითაფლა,
არც მელობს და აღარც გველობს,
ამბობს: „რა დიდი ყოფილა
ეს პატარა საქართველო!..
წუთი-წუთზე, წამზე-წამი,
ახლოვდება დრო და ჟამი,
სამუდამოდ გაბრწყინდება
საქართველოს მომავალი.
საქართველო
გადიდდება!
საქართველო
გამდიდრდება!
საქართველოს
ვერხელყოფა
სამუდამოდ
დადგინდება
და მით მამულს
შეწირულთა
სულსაც შვება
დაადგება!!!
ეს ამბავი გეამებათ,
ჭორია თუ მართალია,
შაშვის სტვენაც ატკბობს სმენას,
ვიდრე მოვა მაფშალია!
მიჯნა 2018 N1
-------------------------------------------
„თარგმანი“
შოთა რუსთაველი - თარგმნა გოგი შონიამ
"ყილოშიტყებამი"-შე ეშნაკორობა მარგალიტეფი
ღურუს მუთუნი ვადუმარგ,
ვართი გვალა დო ვართი კიდალა,
ვალიში მერქას გგათენც,
მუდგა გიღუდას ძალა,
იშო არძო ართი ორე,
ჭიჭე, დიდი, ალა- კვალა,
დეჩიჩი და ღურა უჯგუ,
რინას დუდი ვადანძალა!...
კარეს ლეკური გინურქინი:
ჯითა-ჯინჩა ქიგვოფინი!
სინჯა ბორკით მუკიფრქინი,
ჯაშა ქიმკუფინი ტვინი!
მათხილეფქ გეცის დო
გიაშქვეს კიჟინინი,
მუნვოქექი ჩქიმი ცხენცინი
ჭანდიცალო ქაწუოდინი!
ჟირი კოჩი მეურც შარას დო
აკას ვეგიორთუ ქუდი,
წოხლე აწოუნცუნი თიქ
ნაინჭშა ქოჩ დუდი,
უკოხოლენქ გეგნილას,
მუ ცოდაშა ეკმობუდი?!
შურო თოლც ვარწყედი და
წოხლე მუშა აწოპუნდი!
ინაძახ: სოთინი ვედა!
ოჯინე ვაგაი ბრელი,
ეშაღალა მოკო, სქანი,
თოკი მაფუ ოშიბელი.
თუდონქ უწუ: ე ჭკუათ
შორშა ვარექ გატებელი:
ვეგეიცადე, სო მალინე,
სო ვორექ მანტებელი?!
ვარდის უწის, თეში მასკვამა
მუქ ეგორჩქინ, ტანო, პირო?
მარა ძიგირი გორჩანც დო
სქანი წილუა მაფუ ჭირო...
ვარდიქ უწუ, მუ გიწუე,
ქოგიჩქუნო გოლუაფირო?
უხანდელო ნაშიბუს
ხანდებულო უჯგუ, ირო!
დეკვირესო, მიდგარენი,
წყარ-პიც ქინგარც, ქეკინძგერც.
უჩა ცხენი, ლაგამით,
ხეს უკინებუ გერგეზ-გერც.
გოძ, მარგალიტი, გორღვაფილო,
ლაგამი- ანჯარი- ონანგერც,
ვარდიში პეული გინოთილი აფუ
ჩილამურით ნანგარეფც.
კაბათ გინშიმბილი აფუ,
ყილოში ტყებით ფორილი ტანი.
ქუდი გიორთუნი თინა ხოლო
ყილოში ტყებიში რენო, ვანი?
ხეს მართახი უკებუნი,
კილეში უსქაში აფუ განი,
ძირეს მარა, ძამც ქაკონა;
უმოსი ხოლოს ქოძირანი!
ნჯილოს თიცალი ათუმბარი,
გოუნჭყორინე, ღორონთი, ჟინი!
თეცალი ნირგაქ სოლე მორთი,
ყოროფილც ხე კინოურქინი?!
სიაბარაქ გიშამილ,
მემიჩქ, ნეშე გინიფკინი...
შური გუოფარსალაფე,
გორგალც ლეკური გინურქინი!
ლეკური ქუოჟურგინე დო
ჸილო ხეშა ქისხუპენი,
ჸოროფილო მუმეთომუ დო
ხურხის მოკო ვაჯუნენი...
ჯღვალიკეფით გოფჭვამაკუ,
უსოფე დო უზინდენი,
ანწი მა ხოლო ქიმეფხვადი,
ჩქიმი ჸოროფილი ვაჸოფენი.
ვართი ფერაფიქ გომირთ დო
ვორწყექ, ვახვარ თეს მუთუნი,
მუკიფრქი დო დიხას ბზეპინი,
ცქირა აშო გეიშუუნი!
ქგმაშინ დო გურქ მიმადაც,
ჩქიმი ჸოროფილქ მეჩხუპუნი...
შურქ ვეშმოლ დო მუშა გიკვე
ჩილამურით იფრჩხუქუნი?!...
----------------------------------------
„მეგრული ლექსები“
ბინეხიში სიმფონია
ღორონც ართო დუბადებ
ბინეხი დო მარგალი,
აბა, შხვა მი გიძირნა
თე ჯინჯღულაში მარგალი.
ადამი დო ევაში დროშე
მოიში-მოიშე გათოჩხირკე:
მითაჟამშე ათოპუნს
ოჭნახი, ლაგვანი დო ხირკე.
ვართი ჯა რექ დო ვართ ბუჩქი,
მიკი-მოკიღულუა,
ჭველას ქიგაკარკანტუქუ,
ცაკორკონტშა მულუა.
არძო ჯა გიჯგუ სისქვამეთ,
ვაიღუ ტანი დო ანდოგანი,
მარა სქანი ჯინც ჯუნუნდეს
ხაიამ დო ფიროსმანი.
რინა ვაღირ უსქანეთ,
ჩქიმი ბინეხი ჯინჯიღულა,
ადესა დო ოჯალეში,
ჩქიმი ნოვა დო ჩქიმ ფრანგულა.
სქანი ძალას შეულებუ
შურიში ცაშა ჸუნაფა,
შურდგმა რექ თელეფიში დო
ღურელეფიში ჩხონაფა.
სი ქიგგალე, ჩქიმ ბინეხი,
სქანით მოფრთი თე დროშა,
ვაფშუნქუნი ‒ მეფქურქულა,
გებდაცუნქი ‒ მებროშა!
*
რინა ბედიშ ნდურია
თე ცხოვრება მუ რე, ჯგირო ქიდიბგურე.
ბრელიშ რჩქინა მოკოდუ დო ირფელ გეგნოფშურე,
მოკო, რახანს დებაბდინი, ჭახანს ვადობღურე,
ჩქიმი კულა, ქვინჯი რწულა, ჯინჯშა გეშაბქურე.
ფიფრქე ამდღა, ფიფრქე ჭუმე, ტვინი გეგნუოფურე,
კოჩიშ თეზმა წვალებასჷ ღორონთ მუშენ ჸურე,
ვაგებხარ-და, თე ქანაშა მუშა მომიტყურე?
ოკო წკირიშ წუმნაბადი, წკირსჷ წუმობღურე,
ჭიეჭიეთ პილუნქ ვარი, ართათ გამკომსურე.
ტყურას გირაგადუქუ-და, აბა თენა მურე -
შხვაშო შაშეფ დოლუ, ჩქიმო - იაქე დო დუ რე,
შხვაშ თუ ღეჯო ქიგნირთუ დო ჩქიმ თუ ირო თუ რე,
ლაიტის ქინუოთასანქჷნი, გეურსუ დო რწუ რე,
მუზმა ჩიჩიე ქიკოჩებუნ, ჩქიმ ბედ ფერი მუ რე?
ხვალე ჩქიმო იმართლებუ კუშ სკუა კუ რე!
გილაფრთი დო გილაბდირხე, ღეჯიცალო მნდღურე,
ვართ კოჩ მიგენს, ვართ ღორონთი, ვით ზღვა გეგნომნჩურე.
სირჩინუექ ქათმოჭიშუ, ანწ მუ დუმაგურე.
მუმეძულუ ქიანაქჷ, ტყვია ქეგიფწურე.
ცოდაცალ ნარდ ვორექ დო ცოდათ ოკო ბღურე!
*
მაგანა დო ჩხოუშია
ზუგიდი მარდუ ქალაქი რე, იფართანებ დღაშე– დღაშა
კუჩხი ოდიშის უბიჯგ დო დუდი მიკუბიჯ მუნაფაშა,
აურე სნწას ქიმკუნჭირ დო ეურე მიდართ ჭითაწყარშა,
ნარაზენშა ოჭიში მიკუძ, ბრელი ვემეუძ ყულიშკარშა,
რუხი კისერც გიობუ დო ნაწულუკუს ოხუტოლ,
დახე ოდიში გიშელ დო კორცხელი გოჯუნ–გოღურჯოლ,
კუჩხობონ გეგნოზგენჯ , ჯოღეჯიანი დოჩაბახუ,
განარჯიაში მუხურც დო ანარკიას ქიგნაძახ.
შქა ასფალტის წყარი ეშახორცქ,“დუხოი მუზკა“ ახოლანც,
მანცხვარ–კარიში ხატიში სინთე, დუცუ მუნაბარჩხალანც,
ირდუქ, ირდუქ ჩქიმი ქალაქი, ჩქიმი ოდაბადეში გური,
სქანი გალუაფარი ჩქიმ დუდი დო სქანი შესაწირი ჩქიმი შური1
აურე სი რე გურც მიხარე, ეურე დმაჭუ შურ დო გურქ,
გვალო დიხაშა მითილ, ჩხოუშია უბედურქ ,
ქართის მტკვარი დო ქუთეშის, რიონი გუშურც, არგოში შარა,
წენდიხას, წენწყარი მოხორცქ, სქურიში გვალაში ნაშაყარა,
სი მუ გოჭირ ჩხოუშია, სით შხვაზმა გიღუ ხანი,
ვართი სიტომბა მერჩამუ დო ვართი სიგრძა დო ხანი,
თაში მუქუ რე დგალუ დო თაში მუქუ რე დგაკოკუ,
მიში ჩხოუქუ ეშარხუპუ დო მიში ჯოღორქ ეშარლოკ,
ღორონთი ნარტი გემიონი, სქანწკმა მიღუ თხუალა:
ჩხოუშიაში გოძინა დო ზუგუდიში რდუალა!
ჭიჭე ფარა ქომჩასნი, ვართი მითინც მოუშიშა:
ჯვარც მაგანას ეუკუნა დო დუც ქუნწყუა ჩხოუშიშა,
ჟირი ხოლო წკონდა წყარი, წყურგილე დო ინჭაცალო,
ართი ლოგინშა მივაშქვათ, მოჭყუდუ დო სინჯაცალო,
წყარი მალ დო წყარ–მარჩხის, ირფელი მეურც მუშით,
ანარკიას გეკობღვილ, ჩქიმი ჭკარდუაშური ნ შით,
ღორონთი მალას ქომუჩანც, ფარაში ეფშა კალათის,
ჩხოუშიას გუოფშა დო გოფხვარჩალა ქალაქის!
* * *
სერ დო დღაში, სქანო ფიფრქე,
ჩქიმი ვაიჭარე მარგალი.
სქანო მუთუნქ ვამაკეთინ,
მუშა კჷლეფსარგალი?!
დჷგაძოკით, სამარგალო.
უფონდიკე სკუალეფქ!
მენჯარიშეფჷ, დიხას რთხორნა,
მუნგორღვანა ქუალეფც.
ბრელეფი ქიფცხვანტალთ მარა
ღარჯილი ვარე მეტი:
ჩქჷნი მარგალურც ვალეშქვანა:
მივოგათო კეტი?!...
გუბაზჷ-მაფა, მუ ბღოლით?!
მის რე ჩაბარჷ ქანა?!
ჩქჷნი გერგეზული კოლხეთიში/
ხუთი ანთასჷ წანა?!...
ეცალჷ რინა ვართჷ მოკო დო
ქოთ გივორექ ბოლოს.
მალას ჟიშე ქმნიბრდუა
ქვეჩერია დოლოს!...
ღორონთი, მართალი სით ვარექ.
(ქგოკონდა გამდღანი)
გოღა, აშო მუშა მორჸუნდი:
იშო მერჸუნქ, ამდღანი?!
თექი ქუვოჩვაგჷდიკო,
თაქ მუსუ რე ვორთქ...
აქჷ თელეფც ვოძინქ,
ეურე ღურელც ვორკქ!...
წანეფიშე გიფჩოლი დო
ხეს ქამოსქდ დღალეფქ...
ხე დო ბირგულქ მიღლატ,
ტანც ქაშმოსხაპჷ ჭვალეფქ.
ჯერღვიქ - მიშახუმაფა დო
ჭკირჭკინი ქიდიჭყ ძვალეფქ.
ჩილ დო სკუა შემიწუხუ:
ხჷრზინი დო ხვალეფქ.
ბლურდას-ოკონჷ, კურცხას ვორექ;
კურცხას ვორდენი- ბლურც.
დღაში, სერით მაჭყაფუ დო
სერი: დღაშით მურც!
ოსურც ჯოხო შორენა დო
უძახქ:"ეი"-ს.
მინშა, ძღაბის ;მინშა - ბიცოს ;
მინშა ხოლო - დეის...
ხვალე კიბირქ ქამოსქჷდ
(ქინოხე მუშჷ ბინას)
ღუმუს ქოკანკნცჷ მარა
ვალაგამანც ნინას!.
(კარკალეშა ეკიფშქვანქ:
შხანკოლა დო რხინას)
უკული ღორონც ალობას ფთხინქ:
ეშე იბჭყა: ჯინას...
*
ჩხორიაში სახარხო თეატრიში დელექტორც, მურმან შეროზიას - ჯიმალურო
ჟირი ინფარქტი გეგნოიღალ,
მასმას მიაცანცალქ.
ხუთი მთავრობა გეგმითირე,
მამშვას ეკაქვაცალქ.
არძოს დაღალი ჭიე_ჭიე,
(ეცალეფშენი გერი რექ)
ხოლო ამშვის გაგმითირა
სი თიჯგურა გვერი რექ.
ღურუ გერჩლათდას,
(ღურედას სქანი ნტერი!,,,)
ღურუს ხოლო გაბორენც,
წკუმონტილი სქანიშნერი.
*
მარგალური რეპი - ოყვანდგალი...
მუჭო დარცვე, ჩქნი კოლხა,
მუჭო დოფჭვით,ქუჯი?!
მუჭო გორზაკუ, ფარნავაზიქ,
მუჭო ეირღუ, ხუჯი?!
აიეტიქ ქდომიტეს,
თეში მადიდა ქიანა:
ამდღა,ქარწყექ, მარგალეფი,
სო რე მითორწიანა?!...
ქომიჩქნა, ფარნავაზიქ
ქმიხვარუ ნოდინი:
დუც ქმნგორღუ, სპარსელეფი,
იში დიდა ფ.....
ბრალი ქოიღუდა- სი ვაჩხონდი!
ვარა,სქანი ბრალი ვარედა:
თენა მიდგას გოხიოლნი,
დიხას ქინონწკარედა!
ვეჭყუავა, მიწინთ, მარა,
მუ ფქიმინა,აბა?!
ფერაფი დო სრქოლუათ,
მ ე ბ დ ი ნ ი თ ბ ა ბ ა !!!
უჩა დღას გივორექ,
გური ვამაფუ რინაშა:
ნება ვამიღუ, ჩიებაში,
დიაჩქიმიში ნინაშა!
ჩქნი დიხას გერენა დო
აში მოგურნა, ხოლო!...
ირფელც უღუ ოთებუ დო
ირფელც უღუ, ბოლო!
ასე ფჩუთუენთნი თაში
ქომლამნადა რინა:
სააფხაზოს ხვალე დოსქდ
მ ა რ გ ა ლ უ რ ი ნ ი ნ ა !
* * *
ოთხუალო გინმართეს,
ჩქნი მარდუალი ნინაქ,
მუთუნქ თაიშა ვამმაღინეს,
ჯვეშიში დნაჩინაქ!...
ვამმაფერეს ჩქნი ნინაშა,
ვემმარჩქინნეს ბინაქ!
მიში ხელეფქ რე ფჭყვიდესნი,
ღურუში გინარწკინაქ!
სო რექ, ცოტნე, სი ღურელი,
დინაფაში კარც ვორეთ!.
(ქარწყექ: მუჭო გამჭირდესნი,
ხათე ქმოიგორეთ.)
ქაშაჸუნი დო მოქიონჩი,
ქაშუკათე თიცალი:
ართიანც ქიმიოჭალანგე,
ჩქნი გმაძიცალი!..
.საშველი ვემეჩამუდანი,
ათაურეშე ვედანი:
მარგალიში ხეს ნატრენდანინი
თეში გინორთედანი!
ენეფი მუ რენი - მა ფკითხით,
ხეს გეფჭარ, ამარი:
გოძვალეს დო ოჭკუმეს
რუსთაველი დო თამარი!..
ვართი მავა დო ვართი სია დო
ქაწოურაგვეს რუსის,
შოთაში წიგნის ჭუნდეს დო
მიოგანდეს ქურსის!...
ა, ზვიადის მუ ღოლესნი?!...
მა ვორექო, თენა?!!!...
ვადუნდებუთუ,
ვამნდენდეს დო
ანწით
ვადამნდენა!!!
* * *
ათე წანას, მა ქუორდა,
სამარგალოში მაკუჩხური!
ჯგრობუას მიღანქია:
ალმოფუცქინანც, გური.
ამდღარცალო.ფშ, მუაჩქიმქ,
თე "პოსტი" მა მუჩუნია:
ჭე გილარდე, რენია დო
ჯგირი კუჩხი აღვენუნია...
"მიშაკიჩილი" ასეთ ოკათ,
ჩქიმი ზიტყვა დო ჩქიმი ლერსის,
(ეშენი რეკორდი ქორდასნი,
ვორდე,ოკო, გინესის)
შეგეპირით, კუჩხაში ლერსი დო
ა, კუჩხა დო ა, მა!...
ირკოც ოშო გერრთმდას,
ჩქიმი ხვეწა დო ხვამა!
ართიანც ვეგლახარცქუდათ,
ვალეტი დო დამა!
სადილც აწორდგმუდას
წიწილა დო კამა!
ირო კვათრი გიღუდას,
ლეკური დო ყამა!
კოჩის ჩიჩური ვაღოლუა,
ტყურა ვეკაწამა!
დღას ვადარზარებდას,
ვაიჭარეში ჩამა!
აშმოჩრთნა, მარგალეფც,
ტერიში გიშაგორუა:
მიქ რე დიხა მიდამღეს დო
მის მეფჩით ხორუა...
უშქურც გიმუოხედით დო
ყუმურც მუკობწილნდით,
მოკონანი თიქ პილეს დო
ვოკოთნი თის პილნდით...
ირო გიღუდას, მარგალი კოც,
სქანი გურიში ხაზო:
გურშა ქიმკიხუტოლუე,
სქანი სააფხაზო!
არძოს ქგორლუაფუდა,
ვაიჸორდე დო გიჸორდე,
წანა თე დროს ქომძირდა
სოხუმც წმიფიორდე!...
დგეპირით კუჩხაში ლერსი დო
ა, კუჩხა დო ა, მა!
ირკოც ოშო გერრთმდანი,
ჩქიმი ხვეწა დო ხვამა!
ამდღარი უკული ანდამიორც
უბადობაქ დეთხუას!
უოსურექ "დიხარგას" დო
უქომონჯექ გეთხუას!
ღორონთი!
ათე სამართალი
აკა ართშა გოთინი!
უსქექ დარღვას თულეფცალო-
ვენტირედას სოთინი!
უჭკუმურო ვეგლეშას,
ჯოღორი დო კოჩი!
ტაცალეს - ქიმკაქუნი!
შკირენულც - ქოჩი!
დგეპირით კუჩხაში ლერსი დო
ა, კუჩხა დო ა,მა!...
ღორონთქ ოშო გეიონანი
ჩ ქ ი მ ი ხ ვ ე წ ა დო ხ ვ ა მ ა !
* * *
ამჭუანი, ულერსეთ,
მუჭო გუვოთანუა?!
მიდგას ოკო ფურინუა:
ფსუას ქუვოჩანუა!...
მიდგას ონატრ ოროფილინი ,
ოროფილშა ფურინას;
სკუას დიდა ონატრდა:
კართეს ქაწატურინას!
ბაბუ, ბები, დიდა, მუმა
სკუალეფი დო მოთალეფი,
ართიანც გალააფუდანი
სერეფი დო გოთანეფი!
უბადო დღა მობძნა და
მალ წყარც ქოუნაფუდას!
მითინც ვალეფი გებძნა და
ბ ა ნ კ ე ფ ც გ ი ნ უ გ ა ფ უ დ ა ს !
*
მ ე ხ ვ ა მ უ ა
ქრისტექ დებად ამდღარდღას
ეჩდოხუთის, (ჯვეშით)
ამდღა, ირკოჩქ, თიში ოხვამალი
გეჭოფით დო გეშვით!
მუჭო იშო ხვამანთნ თეში
აშო გინურც, თქვანდა,
პეულანც დო ისკვამებუ,
თქვანი ოზე დო ღანდა!
ვაიჭარეფიში ალმარინჯე
ერჩქინედას, ირო!
მიდგაქ ართი ჯგრი ქიმინენი:
დორრთუდას ჟირო!
ირკოც ართო გიხვამანთ,
დიდას, მუმას, სკუას!
თქვან ხოლოშა ვემურთუმდას,
ლახალა დო ჭუას!
ასე თენა გიბაღნა დო
ჭიჭეს გეგნოიჩუანთ:
ჯვეშით ახალწანას ხოლო
"ქ გ ო ი ჟ მ ო ტ უ ა ნ თ !"
* * *
ბჭარათ დო ბრაგადუათ
მარგალური ნინაშა!
ჩქჷნი ფაცხა მისხუნდანი,
სამოთხეში რინაშა!
ვართჷ ჩქიმი ჯარგვალც
გინოფთირა
ჰოლივუდიში ბინაშა!...
ბულონიშჷ ტყა ვამისხუნუ,
სამარგალოში რთხინაშა!
ჩქიმჷ დედიბშჷ ჯუნა მისხუნჷ,
საბრინა დო ჯინაშა!
ვართჷ მოშქურუ მითინიში
ტყვია, ლიკვი დო რსქინაშა:
ლაზურ- კოლხურც ვეგნოფთირა
ნამთინი ვერწემი ნინაშა!
ბჭარჷნქ დო ბრაგადანქ,
მარგალური ნინაშა!
პიჯშე შანქარი ეკოფცენც დო
ვეგნმათირე რხინაშა!
მის მარგალური ვამოწონც დო
გომძიცანა, თინაშა:
ნინა მიკუდვალჷდას,
გ ო ფ უ რ ა ფ ი ლ ჷ რ კ ი ნ ა შ ა!
*
ა რ ჩ ე ვ ნ ე ფ ი
მუ დღაშა რე მოფრთითჷნი,
ვადომრულუაფუ ღუმა :
არჩევნეფჷ რე მორინელი,
მუშჷ დუცლაფიში გინოწჷმა!...
ქჷდიჭყაფუ, მოჯგირეფიში
გორუა დო მიკოჸუნა:
ასე არძო გიჩინენც დო
მეურც ხუტოლი დო ჯუნა!
ირკოჩი გინოცჷმილი რე,
ჯგჷრი, ფური, არძა ბუნა,
ანძვარებული ჯოღორცალო
ართო გილებუძოლნა.
ჭარუა-კითხირი ვაუჩქჷნა დო
პარლამენტშა მისოფუნა!
შტერეფი ქუმოკოდესკონი:
ართჷ-ჟირ ბორო ჩქჷთ ქოპუნა...
გილულა დო მოხვეწჷნა,
ირკოც ოკო თითო ხჷმა,
ეზმა მახვეწინედასჷნი
ჩხორო ოსურც ქჷმიპუნა!,...
შენობეფშა ვეგიჯინნე,
სურათეფით გოჭაბუნა,
იკითხენი: მი გიწინც,
თეზმა ფარა სო უღუნა!
ვამუშენა, ვახაჩქჷნა,
ვათუხნა დო ვახუშუნა,
ლარეფც შურო ვეჩინენა:
დოლარეფით იშკვიდუნა.
დღას ვარენა ნამუშერჷ დო
ხე პირკალშა ქოუგჷნა
უჩა "აჩქეფი" ეუძჷნა დო
გასტუკი გიაქარქაშჷნა....
ნოხირც ჭკუმნა ოთხ წანას დო
ღჷფა ყებურც ეკოხუნა,
კინჷ არჩევნეფი ქმადრჷთჷნი,
ეთიწკმა გოკურცხჷნა!...
გერენა დო გიპეღჷნა:
ითამ ქიანას ნწყუნა.
"დუც სქანგურშენი დიჸვილნა დო
დუღა წყარშა ქოსხაპუნა..."
არძას ოკო მაღალ სკამით
პარლამენტის მუკოხუნა,
აბა, თენეფც კუჩხის გილაბუ
სქანჷ ქიანაში