დაკრძალვის დღეს გადაუღებლად წვიმდა, თითქოს ბუნებაც ცრემლების
წვიმით მიაცილებდა დედამიწის ზურგზე ჩემთვის ყველაზე უსაყვარლეს ადამიანს... მამა იყო ჩემთვის ყოველ-
გვარი სიკეთის, კაცური კაცობის ეტალონი....
მამიკო...წლები....გარბიან
მეც, რა თქმა უნდა ვბერდები.
ოდესღაც ერთად ვიქნებით
ოღონდ... ცოტათი მაცადე.
მიჭირს უშენოდ ძალიან,
უმამოდ ყოფნა ძნელია,
ამბობენ...დრო მკურნალია
თუმცა...ეს უფრო მითია!
რაც შენ წახვედი მამიკო
,,ჩახუს" არავინ მეძახის
რას არ მივცემდი ოღონდაც
შენი ხმა ისევ გავიგო
იცი? სიზმარში გნახულობ
როგორც ყოველთვის---მარიგებ,
მერე ანგელოზს მომიჩენ
ის კი ყველაფერს მარიდებს.
სიზმარიც მალე მთავრდება
თუმცა ის აღარ მიხდება,
ისევ შევსცქერი ვარსკვლავებს
ისინიც მალვე ქრებიან
მარიამობას---მოხვედი( დაიბადა)
ეს ხომ რჩეულთა ხვედრია!
ნიკოლოზობას--წახვედი( გარდაიც)
ესეც, რჩეულთა ხვედრია!
შენი ჩახუნტია
22. 05. 22
ნიკოლოზობას გილოცავთ!