გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

საქართველოში ციფრული სავიზიტო ბარათების პირველი სტარტაპი, Statuso ამოქმედდება

 


მალე საქართველოში ციფრული სავიზიტო ბარათების პირველი სტარტაპი ამოქმედდება, რომელიც NFS-ტექნოლოგიით უკონტაქტო ბარათებს შექმნის და მომხმარებლებს პირადი საკონტაქტო ინფორმაციის ციფრული გზით გაზიარების შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ირაკლი შონიამ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ Statuso-ს შექმნა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა.

„ჩვენი მიზანია, რომ ქაღალდის სავიზიტო ბარათები ჩავანაცვლოთ – საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ რთული პროცესია, სავიზიტო ბარათები ხშირად იკარგება, საჭირო დროს საჭირო ადგილას თან არ გაქვს და ა.შ. Statuso კი დროის ეკონომიისა და გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა. ეს მეთოდი საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ციფრული სიახლე საქართველოშიც შემოგვეტანა.

ეს არის ბარათი, რომელზეც QR კოდია დატანილი და მისი დასკანერებით, ან უბრალოდ ტელეფონის ახლოს მიტანით ამოვარდება მფლობელის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, იმეილი, ვებსაიტი, კომპანიის დასახელება, მისი მისამართი და ა.შ. რომლის შენახვაც ავტომატურად შეგიძლია, ასევე, სურვილის მიხედვით შესაძლებელი იქნება კომპანიის ვებგვერდზე გადასვლაც.

რაც შეეხება ბარათის დიზაინის – სტანდარტულის გარდა შესაძლებელი იქნება კომპანიის ლოგოთი ბრენდირებულის შექმნაც, მათი საფასური იქნება განსხვავებული – სტანდარტული 15 ლარი, ხოლო ბრენდირებული 45-50 ლარი.“ – აცხადებს ირაკლი შონია.

Statuso-ს დამფუძნებელი გვიყვება, რომ ახალ წლამდე სტარტაპის ვებგვერდი ჩაეშვება, სადაც ბარათების შეძენა იქნება შესაძლებელი, ხოლო მომავალში ის ფიზიკურ სივრცეებშიც გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია, რადგან ეს გამარტივებული პროცესი ყველა კომპანიისა და კერძო პირისთვის როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვის კუთხითაც რენტაბელურია.

რაც შეეხება სტარტაპისთვის საჭირო ინვესტიციას, ირაკლი შონია ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ Statuso სრულად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით ამოქმედდება, ამ პროცესში კი 5 ადამიანია ჩართული, თუმცა ფუნქციონირების დაწყების შემდეგ დამატებით კადრების აყვანაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შონია „აი დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი, PMCi-ის მმართველი პარტნიორი და Forbes 30under30-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.


https://forbes.ge/saqarthveloshi-tsiphruli-savizito-barathebis-pirveli-startapi-statuso-amoqmeddeba/?fbclid=IwAR3sdIbzGXjlZ-gj84KCypfBlaQH8gIGV4FbhH554ZuAOqBnWNmpjud5lhw