2023 წლის 9 ნოემბერს შონიების გვარის კურთხევის დღეს ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შონიების გვარის წარმომადგენლები დალოცა დეკანოზმა ილია ლომაიამ და გარდაცვლილი შონიების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. შონიებმა სანთელი დაანთეს მონასტრის ეზოში დაკრძალული ლუკა ივანეს ძე შონიას საფლავთან და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. წლევანდელი შონიობა ხობელებისთვის გამოირჩეოდა, რადგან გვსტუმრობდნენ აბაშიდან, ჩხოროწყუდან და სენაკიდან მოსული შონიები.
ტრაპეზის დაწყებამდე, რომელიც გაიმართა რესტორან „კოლხეთში“ ნაჩვენები იქნა საგვარეულო კავშირის მიერ 2016 წელს მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გვართა ენციკლოპედია - შონიები“ და ხობელი შონიების მიერ მომზადებული ფოტო-ვიდეო კოლაჟი სადაც ასახულია გვარის კურთხევიდან დღემდე „შონიობის“ აღნიშვნის დოკუმენტური კადრები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთში მცხოვრებმა შონიებმა წელს პირველად აღნიშნეს გვარის კურთხევის დღე და ვიდეო ჩართვით მოგვილოცეს საზეიმო თარიღი.
პანაშვიდზე მოხსენიებული შონიების სახელები:
იესე, ჯათუ, ალექსანდრე, ზურაბი, თედორე, ლეონტი, არსენი, ტაისია, ბათლომე, გუჯუ, ელისო, ლუკა,
ივანე, ნიკო,
სიმონი, რევაზი, გივი, ნოდარი, ვაჟა, თინა, რეზო, ვინარი, შალდი, ნოდარი, ნინო, ბასა, ილიკო, ელისო, ივპლიტე, ლოლი, მერი, რევიკო, გურამი, იპოლიტე, ენდუში, ლაურენტი, ფრიდა, ნათელა, ჟორჟი, მურმანი, ნონა, ელპიტე, შუშუ, გვადი, მეგონა, აბელი, კაკო, ლენა, ჩოქო, ველოდი, ლუკიანე, თეოფანე, ამირანი, პაჭუ, კოსმანი, ომარი, ვარლამი, ალექსი, ჟორჟი, ფარნა, კაპიტო, ზაური, ვახტანგი, სერგო, ნიკოლოზი, გურიელი, ვაჟიკო, შალვა, კაჭუ, შაქრო, ბორისი, აქვსენტი, ქეთევანი, ქარია, ელისაბედი, თემური, ვლადიმერი,
მაკარი, ზვიადი, კუკური, ფაშურა, ლევანი, ფლორა, ნელი, მარგო, ნინა, ვალია,
დოლიკო, კახა, ლილი, ნანი, ავთანდილი, ლუარა, მიშიკო, რაული, გურიელი, დანიელი, კოკულა, ციალა, ტერენტი.
ეს დღე შონიების მიერ 2014 წლის კურთხევიდან ტრადიციულად აღენიშნება.