გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების წვლილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ -ში

 

ფოტოზე: შონია აქვსენტი პავლეს ძე

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე - ამ საზოგადოების თითოეული წევრი.  

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

საზოგადოების წევრები გახლდნენ შონიების საგვარეულო კავშირის 11 წარმომადგენელი:

შონია ანდრია მიხეილის ძე (1884-1965) (ექიმი)

შონია არისრატხი

შონია აქვსენტი პავლეს ძე (1894-1953)  (თანამდებობის პირი)

შონია გურრი(გუსარი)

შონია დიმიტრი ფილიპეს ძეშონია ესტატე

შონია ივანე

შონია ნიკოლოზი კონსტანტინეს ძე

შონია პავლე

შონია სანდრო

შონია სვიმონი

წყარი: შონიების საგვარეულო კავშრირის ფეისბუკ გვერდი