19 აპრილს, პირველ ხორგაში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული პირველი ხორგის ადმინისტრალიული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ჭალადიდის გუნდმა დაიკავა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ძმებ ალექსანდრე და მაქსიმე შონიებთან ერთად დააჯილდოვეს ტურნირში გამარჯვებული გუნდი.
გოგა ბერაიას სახელობის სტადიონი პირველი ხორგის სკოლის ეზოში მდებარეობს.
ალექსანდრე და მაქსიმე სკოლის ეზოში სადაც ასევე დგას პოეტ ალიო მირცხულავას ბიუსტი. ( ამ სკოლაში მრავალი ათეული წელი ასწავლიდა ბიჭების დიდი ბებია თალიკო (გულნარა) გაბისონია, ბიბლიოთეკარად 1977 წელს მუშაობდა ადა ბებია და მამიკო ირაკლი შონია 2005 წელს მოხალისე მასწავლებლად, სადაც პატარა ფილმი შექმნა სკოლის ერთი დღე.
ძმებმა გაიცნეს პატარა გოგა გიორგის ძე ბერაია
სკოლის პირველი სართულის ფოიე
სკოლის მეორე სართულის ფოიე
გოგა ბერაიას სახელობის წყარო სკოლის წინ
გოგა ბერაიას საფლავზე
გოგა გიორგის ბერაია ბიძიას გოგა ბერაიას საფლავთან
დიდება გმირებს!