დღეს, 9 ნოემბერს, განსაკუთრებულ დღეს აღვნიშნავთ – შონიების გვარის კურთხევის 11 წლისთავს!
ტრადიციისამებრ, ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი წინაპრების სულიერ კერაში, ხობის ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, შევიკრიბეთ. დეკანოზმა მამა ილია ლომაიამ სიყვარულით დალოცა და აკურთხა ხობში, ფოთსა და სენაკში მცხოვრები ჩვენი გვარისშვილები, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი რწმენა და ერთობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ირაკლი რევაზის ძე შონიას შვილებმა, ალექსანდრემ და მაქსიმემ, ნათესავებთან ერთად, ირაკლის ოჯახისთვის ხატმწერი ბაკურ კვარაცხელიას მიერ შექმნილი, საჩუქრად გადაცემული ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლი ააბრძანეს და მამა ილია ლომაიამ აკურთხა.
ამ შეკრებას ხობელებთან ერთად ფოთიდან და სენაკიდან ჩამოსული შონიებიც დაესწრნენ. პარაკლისის შემდეგ, ხობში, რესტორან „კოლხეთში“, იტრაპეზეს, სადაც ახლად შექმნილი საგვარეულო თასით წარმოთქვეს გვარის სადღეგრძელო.
სუფრის უხუცესმა წევრმა, ზემო ქვალონელმა ჯუმბერ ერმინეს ძე შონიამ, მეგრული სიმღერა შეასრულა, რამაც განსაკუთრებული სითბო შესძინა საღამოს. სუფრის ფონად გაკრული იყო ბანერი, სადაც შონიების ჰერალდიკა და გვარის კურთხევიდან ერთობის ამსახველი ფოტო მასალა იყო გამოფენილი. შონიებმა სამახსოვრო წიგნშიც ჩაწერეს თავიანთი სურვილები.
ეს დღე გვახსენებს ჩვენი გვარის ძალას, ფესვებსა და სულიერ სიმტკიცეს. გვახსენებს, რომ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც საუკუნეების ისტორია და ტრადიცია აერთიანებს.
შონიების გვარის დევიზია: „ძლიერი გვარი – ძლიერი სამშობლო!“ დაე, ეს ძალა არასოდეს განელდეს, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამშობლოს სიძლიერეში, კეთილდღეობასა და მომავალ თაობებზე ზრუნვაში.
გილოცავთ ყველას! 💖
* #შონიები * #გვარისკურთხევა* #ძლიერიგვარიძლიერისამშობლო* #ერთადვართ
* #ხობი * #ილორისწმინდაგიორგი
ავტორი ზაალ ცირდავა

.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)



























.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)