12 მაისი საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე– იმედის დღეა.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მე ჩემს შვილებთან და ნათლულთან ერთად მოვილოცეთ პირველი მაისის ღვთიმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი, სანთლები დავანთეთ წინაპრების საფლავებზე სადაც განისვენებს ჩემი დიდი ბაბუა მელენტი გაბისონია მეუღლესთან ტატიანა ლაგვილავასთან ერთად, მათ გვერდით მელენტი ბაბუას მამის ანდრო გაბისონიას, მეუღლეს ქრისტინე ჭითანავას და ჩვენი ნათესავების სასაფლაოებია... როგორც ბებიაჩემის თალიკო (გულნარა) გაბისონიას და მისი ძმების სერგო (რეზო) და ნუგზარი გაბისონიებისაგან გადმოცემით ვიცი ერთ-ერთი პირველი სწორედ ანდრო ბაბუა დაუსაფლავებიათ აღნიშნულ სასაფლაოზე.
უფალმა აცხონოს მათი სულები, ამინ!
ფოტოზე ირაკლი შონია თავის შვილებთან მაქსიმე და ალექსანდრესთან, ტატიანა ლაგვილავას და მელენტი გაბისონიას სასაფლაოზე |
ამ სასაფლაოზე დაკრზალულნი არიან ანდრო ბაბუა და ქრისტინე ბებია ასევე შვილები და შვილიშვილები |