ტერენტი შელია |
შელია ტერენტი ლუკას ძე
1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი
დაბადების თარიღი: 1900 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფ. ხორგა, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან; გაირიცხა პარტიიდან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტიკური სამმართველოს ინსტრუქტორი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ლიფშიცი
მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ სამხედრო ტროცკისტულ დივერსიულ-მავნებლური ორაგანიზაციისა, რომელმაც 01/12/1934 წელს განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის ვერაგული მკვლელობა და შემდგომში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
2) 1929 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
3) ეწეოდა სამხედრო მოსამსახურეების კ/რ-ად დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები.
მუხლი: 58-1-ბ, 58-8
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 01/17/1938
დახვრეტის თარიღი: 01/20/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=655
ა.იოსავა |
ავტორისგან;
პირველი ხორგელი ტერენტი შელია, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსანი იყო, ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის მდივანი გახლდათ. ბაბუაჩემის დის ფუფული შელიას გადმოცემიდან ის ვიცი, რომ მან ბაბუას ძმა ვალერიან ვლადიმერის ძე შელია წაიყვანა აღნიშნულ სკოლაში სასწავლებლად, რომლის კურსდამთავრებულიც გახლდათ. ვალერიანე შელია მეორე მსოფლიო ომში წოდება ლეიტენანტი, გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს კალინინთან (ამჟამიდნდელი რუსეთის ფედერაცია ქ. ტვერი)