![]() |
შონიები გალის სტადიონთან |
ა.წ. 15 სექტემბერს სრულდება 35 წელი, რაც გალის სტადიონზე შევიკრიბეთ შონიების საგვარეულოს ენთუზიაზმით გამსჭვალული. საუკეთესო წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა: 3500 აღემატებოდა და ამ გრანდიოზულ, ხალისიან და სიხარულით აღსავსე ყრილობაზე შეიქმნა - დაარსდა შონიების საგვარეულო კავშირი. რომლის პირველ პრეზიდენტად ერთხმად იქნა არჩეული ჩვენი გვარის საუკეთესო წარმომადგენელი, ყველასათვის საყვარელი, უპატიოსნესი და უსპეტაკესი ადამიანი ტარიელ აკაკის ძე შონია.
შონიების საგვარეულო კავშირის შექმნის პირველი მომფიქრებელი, ინიციატორი და სულისჩამდგმელია მაშინდელი გალის რაიონული გაზეთის რედაქციის თანამშრომელი. საქართველოს პირველი და კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას - უერთგულესი თანამებრძოლი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და ჩვენი ქვეყნის უკეთილშობილესი, ყველასათვის საყვარელი და შესანიშნავი პოეტი, საბერიოელი ჯემალ ბიქტორის ძე შონია. დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი,
ამ ყრილობაზე მიღებული იქმნა საგვარეულო კავშირის წესდება და პროგრამა. აქვე დავადგინეთ შეგვექმნა სპეციალური დახმარების ფონდი, ჩვენი მოგვარეების უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის დასახმარებლად. მეტნაკლებად შეძლებულ ადამიანებს უნდა დაგვედო თვეში 30 მანეთიანი საწევრო. ( უმაღლესი ხელფასი იმ დროს იყო 120 მანეთი, ექთნებისა კი 60 მან). მახსოვს სტადიონის გამოსასვლელ კარებთან ემირ შონია მეუბნება, თვეში ერთი დღე რომ გამოვტოვოთ ურესტორანოდ ეს უფრო მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს, როცა გვეცოდინება ეს თანხა რომელიმე გაჭირვენულ ოჯახს რომ გამოადგაო.
განვმეორდები მაგრამ, როგორც ზუსტად ერთი წლის წინანდელი ჩემი წერილით მოგახსენებდით, (განმეორება ცოდნის დედააო იტყვიან ხოლმე)
ისტორია შემდეგნაირად დაიწყო: 1990 წლის დასაწყისში, შესვენების დროს ერთად სადილობისას ჯემალიმ უთხრა გალის კ/პ რაიონული კომიტეტის თანამშრომელს, ოქუმელი ვახტანგ იასონის ძე შონიას. „ყველანი ათასნაირ ორგანიზაციებს რომ ქმნიან, ჩვენც ხომ არ შეგვექმნა შონიების საგვარეულო კავშირიო"? ( მოგეხსენებათ იმ პერიოდში გორბაჩოვის ე.წ. „პერესტროიკა" ყვაოდა. ყოველ ნაბიჯზე იქმნებოდა მცირე საწარმოები, კოოპერატივები, ინდმეწარმეები და სხვადასხვა გვარის ორგანიზაციები). ეს მოსაზრება ძალიან მოეწონა ვახტანგ შონიას და ჯემალის უთხრა, მოდი ახლავე შევიდეთ რაბო შონიასთანო და გავაცნოთო ჩვენი მოსაზრებაო.
რაბო შონია იმ პერიოდში იყო გალის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე, ძალიან განათლებული, ერუდირებული, კეთილშობილი და ბრწყინვალე ადამიანი. თანაც ყველანაირი ახალ ორგანიზაციის დარეგისტრირება რაიონის მასშტაბით, სწორედ რაიონის აღმასრულებელ კომიტეტში ხდებოდა. ბატონ რაბოსაც მოეწონა ეს იდეა, მაშინათვე დაურეკა თავის ბიძაშვილს ტარიელ შონიას და სთხოვა მასთან გადმოსულიყო სასწრაფოდ. ტარიელსაც ძალიან მოსწონებია ეს ჩანაფიქრი და ასეთნაირად, ჯემალის მიერ ამ მოსაზრების გაჟღერებიდან, ერთ საათზე ოდნავ ნაკლებ დროში, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ოთხკაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომლის თავჯდომარეობა დაევალა ბატონ ტარიელს. მდივნად არჩეული იქნა ბატონი ჯემალი წევრებად ბატონი რაბო და ვახტანგი. ქაღალდებთან მუშაობა და წესრიგში მოყვანა რა თქმა უნდა მდივანის მოვალეობა იყო, რაც რედაქციის მუშაკსა და მითუმეტეს ჯემალისთანა ნიჭიერ ადამიანს არ გაუჭირდებოდა.
2-
საყოველთაოდ ცნონილია რომ, ნებისმიერი მოცულობისა და შრომატევადი საქმის იდეა და მოფიქრება ამ საქმის 50% ტოლფასია და როდესაც მის განხორციელებასა და შესრულებაშიც ლომის წილს ჩადებს ადამიანი. ეს მთლად ზებუნებრივია („სუპერია“) - ამიტომ ჩვენი საგვარეულოს თვითოეული წარმომადგენელი ვალდებული ვართ. უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიყოთ გამსჭვალული. შესანიშნავი და უნიჭიერესი პოეტის - ბატონი ჯემალი. შონიასადმი.
მოგეხსენებათ იმ პერიოდში მობილური ტელეფონები და სოციალური ქსელები არ არსებობდა. ბატონმა ტარიელმა მაშინათვე თქვა რომ რეგიონების წარმომადგენლების შეხვედრების მოსაწყობად და ორგანიზაციული საკითხების ოპერატიულად მოსაგვარებლად, თავის წარმოებაში გამოყოფდა ერთ დიდ ოთახს, (კაბინეტს) ტელეფონიანად. იმ მომენტში ტარიელი იყო გალის რაიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადებათა გაერთიანების უფროსი.
ამ საინციატივო ჯგუფის წევრებმა საქმიანობა დაიწყეს ყველა თავიანთი ნაცნობი მოგვარეებისადმი ინფორმაციის მიწოდებით ამ საინტერესო მოსაზრებისა ინიციატივაზე, - პირველ რიგში იმათთან ვისი სტაციონალური ტელეფონების ნომრები ჰქონდათ. მერე კი ვისაც შეხვდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქორწილები იქნებოდა ეს თუ გასვენებები). ხდებოდა სტაციონალური ტელეფონების ნომრების გაცვლა-გამოცვლა.
ამ ინიციატივას ვინც ინტერესით და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ასეთი ადამიანებისაგან გაიმართა პირველი შეხვედრა იმავე წლის მაისში, ბატონ ტარიელის მიერ დროებით დათმობილ „კაბინეტში". ამ შეხვედრაზე არჩეული იქმნა ყველა რეგიონების წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა მოეძიათ ჩვენი მოგვარეები თავიანთ უბნებზე.
მე პირადად დამევალა ქალაქ სოხუმსა და სოხუმის რაიონში მომეძია, გამეგო და დამეზუსტებინა ყველა ჩვენი მოგვარეების ოჯახებისა და მათი შემადგენლობების, რაოდენობა. რაშიც ძალიან დამეხმარა ქ. სოხუმის ტელეფონის წიგნი, მაგრამ ყველას ხომ არ ჰქონდა ეს სტაციონალური ტელეფონი?
რეგიონების წარმომადგენლებიდან ყველა სათითაოდ შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ თავისი ზეაქტიურობით გამოირჩეოდა ზუგდიდის რეგიონის ძალიან ხალისიანი და ხმაურიანი წარმომადგენელი ორსანტიელი - მაგამეტალ შონია.
გულრიფშის რაიონში ჩვენი მოგვარეების ინფორმაცია უნდა მოეგროვებინა ზვიად აზელის ძე შონიას. გაგრასა და გუდაუთაში კი მის ბიძას ვახტანგ ნიკოლოზის ძე შონიას.
ქ.სოხუმსა და მის სოფლებში ინფორმაციების მოძიების დაწყებისთანავე, გვერდში ამომიდგა და ბოლომდე არ მომცილებია, ჩემი უახლოესი მეგობარი და სულიერი ძმა, უძლიერესი ექიმ რენტგენოლოგი, სულ მომღიმარი და ყველა მისი ნაცნობებისათვის საყვარელი ადამიანი - შახი აკაკის ძე შონია.
რომელ ოჯახშიც არ მივიდოდით,, ყველა ცდილობდა პურმარილით გაგვმასპინძლებოდა და სადაც ამის გარეშე ვერ მოვახერხებდით თავის დაღწევას, იქ შახის უწევდა სასმელის მირთმევა, რადგანაც მე საჭე მპატიობდა.
ჩვენსავით ასეთივე აქტიურად და თავგამოდებით იმუშავეს ყველა სხვა დანარჩენი რეგიონების რწმუნებულებმა და ბოლო შემაჯამებელ შეხვედრაზე, მარიამობის წინა დღეებში გაირკვა რომ ჩვენი მოგვარეების შეკრებაზე მოსვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო რომ, არანაირ კლუბებსა და კულტურის სახლში ვერ დაეტეოდა.
რადგანაც მომსვლელთა რაოდენობა ასეთი დიდი იყო, კარგა ხნის ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ მოვგროვილიყავით გალის ფეხბურთის სტადიონზე და თარიღად დავადგინეთ 15 სექტემბერი. ასევე მე დამევალა ეს საინფორმაციო განცხადება გამომექვეყნებია (დამედო) გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში".
დღევანდელ დღესავით მახსოვს, თანხის გადასახდელად შესვლის დროს, ტექტის წაკითხვის შემდეგ (რომელში ვთხოვდი ჩვენი გვარის წარმომადგენლებს 15 სექტემბერს. გალის სტადიონზე მოსვლას), რედაქციის მთავარი ბუღალტერი (ეროვნებით აფხაზი) მეკითხება - ეს რაიმე აფხაზების წინააღმდეგ გამართული ღონისძიება ხომ
(მოგეხსენებათ იმ დროს „ლიხნის ცნობილი შეკრება" და ასევე 15-16 ივლისის მოვლენები უკვე მომხდარი იყო და პოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული იყო).
მე უპასუხე იმ მთავარ ბუღალტერს რომ ეს შეკრება იქნებოდა ძალიან მშვიდობიანი და ხალისიანი, რათა ერთმანეთი ახლოდან გაგვეცნო, მოვსიყარულებოდით და მოვფერებოდით ერთმანეთს ჩვენი გვარის წარმომადგენლები. ისიც მოვახსენე რომ ამ შეკრებაზე ასევე იქნებოდნენ აფხაზური ორიენტაციის ჩვენი მოგვარეებიც.
გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის" გარდა ასეთივე განცხადება დაიდო გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში, რომლის წყალობითაც გახდა შესაძლებელი გაგვეცნო ჩვენი საგვარეულოს საუკეთესო, ბრწყინვალე, ძალიან მოსიყვარულე და უკეთილშობილესი ჩვენი გვარის წარმომადგენლები. ბოლნისიდან, ბატონ ნიკოლოზ (კოლია) შონიას ოჯახის სახით.. იმ სტადიონზე შეკრებილთაგან ყველას გვახსოვს ბატონ კოლიას მეუღლის, ქალბატონი იზოლდას მჭექარე და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით გამოსვლა. ასევე კოლიას ბიჭების, სანდროსა და მისი ძმის ცეკვები როგორც სტადიონზე, ასევე იმ მრავალრიცხოვან - 600 კაციან სუფრაზე, რომელიც ჩატარდა სოფელ ზემო ბარღებში, ტარიელისა და რაბოს ბიძაშვილის - დულია შონიას ოჯახში, რომლის ქალიშვილი ლორიტა შონია სისტემატიურად დღესაც საქმის კურსშია ჩვენი საგვარეულო კავშირის ყოფით საქმიანობებისა.
ამ შესანიშნავი და უმხიარულესი სუფრის თამადა იყო არა მხოლოდ ჩვენი საგვარეულოს, არამედ სრულიად საქართველოს კილორიტი, ბრწყინვალე მეცნიერი და ყველა დარგში უგანათლებულესი ადამიანი ანზორ კლიმენტის ძე შონია.
ამ ისტორიული შეხვედრისა და დაუვიწყარი მხიარულებით დროის გატარების შემდეგ, საგვარეულო კავშირმა დაიწყო სრულყოფილი ფუნქციერება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი შემდგომში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაპაუზდა და მოიშალა საგვარეულო კავშირის საქმიანობა, რომელიც თავისი დაუღალავი შრომითა და ძველი გვარდიის წარმომადგენლების: ტარიელის, ჯემალის, ვახტანგ მამიას ძე შონიასა და სხვა მოგვარეთა გვერდზედგომით, აღადგინა და თანამედროვე დონეზე აიყვანა ოთარ ბორისის (ჟილინის) ძე შონიამ, რომლის შესახებ შარშან 29.08.2024 წ გამოვაქვეყნე სტატია სათაურით: „ოცწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული და აღორძინებული შონიების საგვარეულო კავშირი”, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რამხელა ტიტანური შრომა ჩადო დღევანდელმა ჩვენი საგვარეულოს წინამძღოლმა ბატონმა ოთარ შონიამ.
ასევე უამრავი ფილმებია გადაღებული და განთავსებული ჩვენი საგვარეულოს საიტზე, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. WWW.SHONIA.GE
4-
ჩვენი საგვარეულოსათვის უაღრესად სასიხარულო და უნიკალური
აღმოჩენა ᲐᲠᲘᲡ მის არიელზე ჩემი კვიტოულელი მეგობრის, ტრაგიკულად დაღუპული გურამ შონიას უმცროსი ძმის, ბატონ აბესალომ შონიას გამოჩენა, რომელმაც თავისი კოლორიტულობით უცბად შემოიტანა უამრავი დადებითი მუხტი და ემოციები.
მე პირადად აბესალომი გავიცანი ორ წელზე ცოტათი მეტი ხნის წინათ, მისი ძმის ზურაბის პანაშვიდზე ჯვარზენში. გასვენების წინა საღამოს მე და ჯემალიმ რომ მივედით პანაშვიდზე, მისმა ძმამ თურმე უცბად დაურეკა: აბესალომს ჩვენი მოსვლის თაობაზე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაკრძალვის საორგანიზაციო საქმეებით გადაღლილი უკვე ჩასული იყო ზუგდიდში და სასტუმროში აპირებდა დასვენებას, მაგრამ როგორც კი გაიგო ჩვენი მოსვლის შესახებ უცბად წამოვიდა ზუგდიდიდან ისევ ჯვარზენში და ასეთ სამგლოვიარო ვითარებაში მოხდა პირადად ჩვენი შეხვედრა პირისპირ, თუმცა დაუსწრებლად კარგა ხანია ვიცოდით ერთმანეთის შესახებ მისი ძმისა და ჩემი უახლოესი მეგობარი გურამისაგან.
ბატონმა აბესალონმა იმსაღამოსვე მითხრა, „ორათეულ წელზე მეტია რაც საქართველოში არა ვარ და შენი შეხედულებისამებრ მომიგროვე ორასამდე ჩვენი საგვარეულოს საუკეთესო წარმომადგენლები რათა უფრო ახლოს გავიცნო და პურმარილი ჩემზე იყოსო." ამის შემდეგ აბესალომი ბევრჯერ იყო წასული სამკურნალოდ გერმანიაში, თურქეთსა ᲓᲐ მოსკოვშიც. ამასობაში გავიდა წელიწადნახევარზე მეტი დრო მოახლოვდა ჩვენი საგვარეულოს დალოცვისა და საგვარეულო ხატის კურთხევის საიუბილეო მეათე წლისთავი. ერთი კვირით ადრე დაურეკე და ვკითხე საქართველოში თუ იმყოფებოდა და შეძლებდა თუ არა 10 წლის იუბილეზე მონაწილეობის მიღებას. ძალიან გაუხარდა და მეუბნება: „იურა ჩემი მიცემული სიტყვა მე არ დამვიწყებია და საიუბილეო სუფრას მე ვკისრულობო". მე უთხარი ამ სუფრას ჩვენ მაინც ისედაც ვაკეთებდით და ამ პირველ შემთხვევაში ჩვენ დაგპატიჟებთ მეთქი მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვეთ ვერც მე და ვერც ბატონმა ოთარმა და ბატონმა აბესალომმა გადაგვიხადა 150 კაციანი საიუბილეო სუფრის ხარჯები.
ძალიან კარგია და შესანიშნავი რომ ვიზეიმეთ ჩვენი გვარის დალოცვისა და საგვარეულო ხატის კურთხევის 10 წლის იუბილე, მაგრამ ჩემს შარშანდელ 29 აგვისტოს წᲔრილშიც ვამბობდი და 9 ნოემბერს ქვ.ფონიჭალის ტაძარში გამოსვლისას კიდევ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ მომავალი წლის 15 სექტემბერს სრულდებოდა 35 წელი, რაც დაარსდა, შეიქმნა ჩვენი საგვარეულო კავშირი. და ვისაც სურვილი ექნებოდა ვთხოვდი მონაწილეობა მიეღო ამ დღესასწაულის ორგანიზებაში. ზოგიერთებს ეს მოსაზრება არ მოეწონათ. არის აგერ ერთი დღესასწაული გვარის დალოცვისა და ხატის კურთხევის დღე და გვეყოფაო", მაგრამ მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: „ბავშვი ჯერ თუ არ დაიბადა, ვის და როგორ მონათლავ"?, ვის დალოცავ? ხატი იქნება თუ ნებისმიერი ანტიკვარული ქმნილება ჯერ თუ არ შეჰქმენი - როგორ აკურთხებ? ამ ჭეშმარიტი და საფუძვლიანი ლოგიკიდან გამომდინარე: ჩვენი საგვარეულო კავშირი:
დაიბადა, შეიქმნა, დაარსდა 1990 წლის 15 სექტემბერს
ᲓᲐ მისი უგულვებელყოფა უპატივისცემულობა იქნებოდა პირველ რიგში იმიერში გადანაცვლებული იმ ბუმბერაზი ადამიანებისა, რომლებმაც იმ მხოლოდ ავტოკალმისა და ფურცელქაღალდის ეპოქაში გასწიეს კოლოსალური შრომა, რათა ისე ლამაზად დაგვირგვინებულიყო ჩვენი საგვარეულო კავშირის შექმნის, დაარსების ცერემონიალი.
-5-
კი ბატონო, ვისაც არ მოწონს და არ უნდა იზეიმოს ეს თარიღი, იზეიმოს მხოლოდ 9 ნოემბერი, ვისაც სურს მხოლოდ 15 სექტემბერი, მაგრამ მე პირადად ორივე თარიღს ვიზეიმებდი. (ნეტავი სულ საზეიმოდ ჰქონდეთ საქმე ჩვენი მოგვარეების ყველა ოჯახს)
ჩვენი საგვარეულოს მფარველის. წმინდა გიორგის დღესასწაულსაც ხომ ორჯერ ვზეიმობთ 23 ნოემბერსა და 6 მაისს.
შარშანდელ სტატიაში, მექანიკურად გამეპარა თუ უბრალოდ არ მივაქციე ყურადღება არვიცი და „თავყრილობა“ უწოდე გალის სტადიონზე 1990 წლის 15 Სექტემბერის გრანდიოზულ და ტრიუმფალურ შეკრებას, რაც არასწორად მიმაჩნია.
მე პროფესიით ინჟინერ მექანიკოსი ვარ და არა ფილოლოგი, მაგრამ სიტყვა „თავყრილობა“ რაღაც არასასიამოვნოდ ჟღერს და მაინც დამამცირებელ, დამაკნინებელ სიტყვად მიმაჩნია იმ ტრიუმფალურ, გრანდიოზულ და სიხარულით აღსავსე ზეიმის მიმართ, რომელიც სუფევდა. იმ დღეს გალის სტადიონსა და ზემო ბარღების 600 კაციან ზღაოპრულ სუფრაზე. ( არ ავიჩემებ - იქნებ ვცდებოდე.)
ბატონი აბესალომი სპეციალურად ჩამოფრენილა ოდესიდან თავის სტუდენტობის პერიოდში. რათა მონაწილეობა მიეღო ამ ჩვენი საგვარეულოს სიხარულით აღსავსე ზეიმზე...
გვარის დალოცვის ათი წლის იუბილეზე როგორც კი გაიგო ჩემი სურვილის შესახებ, მაშინათვე მეუბნება - „იურა მაცალე სულ ცოტა ხანი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაღაც-რაღაცეები მაქვს გასარკვევი და თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, ამ ზეიმის აღსანიშნავად მე ვკისრულობ 700 კაციან სუფრასო" მე უთხარი, შენ ხომ არ გაგიჟდი, რატომ უნდა იკისრო მარტომ ამხელა სუფრის გაკეთება, მაშინ როდესაც ჩვეᲜი მოგვარეების აბსოლუტურ უმრავლესობას შეუძლია თითო-ორი შეჭირვებულის მაგივრადაც დადოს, ზოგი ხუთი და ათის მაგივრადაც დადებს, მე პირადად სურვილი მაქვს ოცი ადამიანის მაგივრადაც მივიღო მონაწილეობა მეთქი, მაგრამ მტკიცედ და კატეგორიულად განაცხადა მე და მხოლოდ მე ვკისრულობო. ამ სუფრის ხარჯებსო. მე გავეხუმრე - რატომ მაინცდამაინც შვიდასი? გალის ექვსასკაციანს გინდა მოუჯოკრო მეთქი - იცინის...
ღმერთმა მისცეს სიკეთე და ჯანმრთელობა. ამ ღვთისნიერ და უკეთილშობილეს ადამიანს. ბატონ აბესალომ შონიას. რომელიც ცნობილია როგორც უამრავი ქველმოქმედების ავტორი და მეცენატი.
ჩვენი საგვარეულოს უმრავლესობა დარწმუნებულია რომ ჩვენი ძირი მოდის ულამაზეს და თვალწარმტაც სოფელ ფახულანიდან. _ ბაბუაჩემი იტო ჯვილას ძე შონია 150 წლის წინათ. წამოვიდა ფახულანიდან და დასახლდა სოფელ ქვემო ბარღებში. თავად აქირთავასაგან იყიდა რამოდენიმე ათეული დესეტინა მიწა და ტყის მასივი (იყო მეჯოგე). სელემია (სელმა) ჯანჯღავასთან ერთად გააჩინა სამი გოგონა და 5 ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთი - ამროზი დაიღუპა სამამულო ომში, ხოლო მრავალჯერ ნაჭრილობებმა მამაჩემმა ვლადიმერმა (ვალოდიამ) ფრონტიდან მედლებითა და ორდენებით დაბრუნების შემდეგ, 1947 მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება. სიტყვა ფახულანის გაგონება ჩემში ყოველთვის იწვევდა და იწვევს მხოლოდ დადებით ემოციებს და ყოველთვის შესანიშნავ ხასიათზე მაყენებს.
როგორც კი იკურთხა ჩვენი საგვარეულოს ხატი, ჩვენმა სულიერმა წინამძღვარმა მამა ზაქარია შონიამ, ჩვენი საგვარეულოს წინამძღოლმა ბატონმა ოთარ შონიამ და საგვარეულოს დანარჩენმა აქტიურმა წევრებმა ეᲠთხმად გადავწყვიტეთ, ხატი თუ კი გაბრძანდებოდა თბილისიდან რეგიონებში მსურველთათვის მოსალოცად, პირველ რიგში წაბრძანდებოდა ფახულანში და მხოლოდ ფახულანში!!!
-6-
ფახულანის მშენებარე ეკლესია. მე და ჩემმა ბიძაშვილის შვილმა ნუკრი ნუგზარის ძე შონიამ პირველად ვნახეთ ხუთი წლის წინათ, როდესაც ვიყავით ჩასული სოფ. ფახულანში, არა მხოლოდ ჩვენი საგვარეულოს, არამედ მთელი რაიონის მაშტაბით კოლორიტის ტრაგიკულად დაღუპული ანატოლ შონიას გასვენებაზე. სოფელ ფახულანის ტერიტორიისა და ამ მშენებარე ეკლესიის დასათვალიერებლად გაგვიყვანა ექსკურსიაზე - ბატონმა კუკური შონიამ.
გასული წლის 8 აგვისტოს ამ მშენებარე ეკლესიის მოსანახულებლად ჩავედით მე და წარმოშობით სიდელი - ბატონი ჰამლეტ შონია. გვინდოდა გავცნობოდით თუ რა სტადიაში იყო მშენებლობის პროცესი და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ჩვენი საგვარეულო ხატის ჩამობრძანება 9 ნოემბრისათვის, რათა აქ გვეზეიმა ჩვენი საგვარეულოს დალოცვისა და საგვარეულო ხატის კურთხევის 10 წლის იუბილე, რაზეც იმდღეებში. თავის პოსტში აღნიშნა ჩვენი საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელმა ბატონმა პაპუნა შონიამ.
მეც გასული წლის 31 აგვისტოს გამოვაქვეყნე წერილი სათაურით წმინდათა მთავარანგელოზთა მიქაილისა და გაბრიელის სახელობის მშენებარე ეკლესია სოფ. ფახულანში, რომლითაც მივმართე ჩვენს მოგვარეებს ფახულანში იქნებოდა ეს თუ მთელი საქართველოს მაშტაბით და მოუწოდებდი გაგვემართა „სოციალისტური შეჯიბრება" ჯერ ერთმანეთს შორის და მერე ფახულანში მცხოვრები სხვა გვარის წარმომადგენლებთანაც, რათა მოგვეზიდა რაც შეიძლება მეტი თანხები ამ ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად, მაგრამ ეს ჩემი მოწოდებები ეტყობა საკმარისი არ აღმოჩნდა და მშენებლობის ტემპი ვერ დავაჩქარეთ. შარშანდელ ნოემბერში გვარის დალოცვის 10 წლისთავის კი არა ა.წ. სექტემბერში ჩვენი საგვარეულოს შექმნის 35 წლის იუბილისთვისაც ვერ მოხერხდა ტაძრის ისეთ კონდიციამდე მიყვანა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მასში ჩვენი საგვარეულო ხატის დაბრძანება.
მაგრამ არაუშავს, ჩვენი გვარი მაინც იზეიმებს ამ თარიღს ჯერ ამ მშენებარე ტაძარში და მერე კი გადავინაცვლებთ ფახულანის სტადიობზე, სადაც ჩვენი მეცენატი აბესალომ შონია გვეპატიჟება აქ გაშლილ ზღაპრულ სუფრაზე. თავიდან ბატონი აბესალომი მეუბნებოდა, ფახულანის მშენებარე ტაძარში ზეიმის ჩატარების შემდეგ, კულტურულად გადავინაცვლოთო ზუგდიდის ნებისმიერ პრესტიჟულ რესტორანშიო, ან თუ გნებავთ ჯვარზენის რესტორანშიც გამიშლიან ზთაპრულ სუფრასო, მაგრამ მე ვთხოვე ეს სუფრა გაგვეკეთებინა იქ, სადაც ჩვენი ბაბუა და ბებიები ფეხშიშველად დარბოდნენ და სადაც ჩვენი წინაპრების საძვალეა. რისთვისაც, ამ მოსაზრების გაზიარებისათვის. მადლობას მოვახსენებ ბატონ აბესალომს. ახლა ეს მოსაზრება თვითონაც მოსწონს და ძალიან უხარია. თავდაპირველად პალატკის გასაშლელი ადგილის მოძიება ძალიან გაგვიჭირდა. ტაძრის ეზოში, სადაც შინმოუსვლელთა მემორიალიცაა, იმდენი ადგილი არ არის ამ რაოდენობის ხალხისათვის საკმარისი სუფრის გაშლა რომ მოხერხებულიყო. ბატონ კუკურის ვეუბნები, ფახულანი კი არის მთაგორიანი ადგილი მაგრამ ნუთუ არცერთ შონიას, ან თუნდაც სხვა გვარის ოჯახსაც რომ ვთხოვოთ, არ მოიძებნება ეზო ან შუკა 700 კაციანი სუფრის გაშლა რომ შეიძლებოდეს მეთქი, ან ბატონ რემი შონიასაც არაა აქვს მეთქი?
ბატონმა რემი შონიამ, ისე როგორც თაგილონში ბატონმა არჩილ შონიამ, -გამოგვიწყვეს 50 კაციანი სუფრები შონიებს გალის სტადიონზე ზეიმის მოსაწყობად რომ ვემზადებოდით იმ პერიოდში.
ბატონმა კუკურიმ არსად არ არისო ასეთი ადგილიო, ჩემს ეზოში კი შეიძლება დაეტიოსო მაგრამ ყანა მაქვსო დათესილიო. მე უთხარი ყანა ნაადრევად სილოსად აიღე და იქ რამდენ სიმინდსაც ელოდებოდი იმაზე მეტს გიყიდით მეთქი. იცინი...
ამავე საკითხზე დავიწყე დარეკვა ჩვენი საგვარეულოს სხვა ადგილობრივ აქტიურ წარმომადგენლებთან. ბატონ გოგა. პაპუნა და გია შონიებთან რომელთა შორის პირველმა მიპასუხა გია რემის ძე შონიამ, და მითხრა, „რას ჰქვია ადგილი არ არის, ბოლობოლო ფახულანის სტადიონი ხომ არის და იქ რომ გავშალოთ სუფრა ხომ შეიძლებაო? მადლობა მას ამ იდეის მოწოდებისათვის. ამის შესახებ მაშინათვე მოვახსენე ზატონ აბესალომს. მან მთხოვა ამ დღეებში მე არ მცალია და თუ შეძლებ ხომ ვერ წახვიდოდი ფაუხულანში ამ საკითხის შესასწავლადო.
ა.წ. 18 ივნისს ვთხოვეთ დაგვხვედროდა ადგილზე და ბატონმა კუკურიმ გვაჩვენა მე და რევაზ შალვას ძე შონიას ეს მშვენიერი სტადიონი.. სადაც პატარა ყოფითი პირობები იყო მისაგვარებელი. ( წყლის, საპირფარეშოსი და განათების საკითხი), რაც ადვილად და უმტკივნეულოდ გვარდება ბატონი კუკურისა და ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდების თაოსნობით.. მერე ბატონმა აბესალომმაც ნახა ეს სტადიონი და ძალიან კმაყოფილია.
ორი თვის წინ - 6 ივლისს, ბატონმა აბესალონმა შეგვკრიბა ქ. ხობის რესტორანში 30-ზე მეტი აქტიური მოხალისეები ყველა რეგიონებიდან და თითოეულს დაევალა ამ თვის 9-10 რიცხვამდე შეისწავლონ და მოაწოდონ მომსვლელთა მიახლოებითი რაოდენობა თავთავიანთი რეგიონებიდან, რაც რატომღაც ჯერჯერობით ჭიანურდება და ბატონი აბესალომი ნერვიულობს, რადგანაც უნდა დროზე გადასცეს სუფრის მომწყობებს მიახლოებითი რაოდენობა. ზუსტად ამას ვერავინ და ვერასდროს გაითვლის, რადგან ბოლო წამშიც შეიძლება მოხდეს ცვლილებები საპატიო მიზეზით. ეს ყველგან და ყოველთვის ასე ყოფილა ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების მოწვევისას, მაგრამ ბატონი აბესალომი თხოვს რეგიონის წარმომადგენლებს 5-10 კაცზე მეტი არ იყოს ცდომილება თითოეული რეგიონიდან და პლიუს-მინუსი 50 ადამიანამდე ცდომილება ისედაც იქნება გათვალისწინებული. თანაც ბატონი კუკური ლაპარაკობს - ჩვენი ადგილობრივი 180-დე ადამიანი, ყველანი მყავსო გაფრთხილებული, სანამ ყველა სხვა რეგიონიდან მოსული სტუმრები არ დაბრძანდებიან და თავისუფალი ადგილები არ დარჩება, მანამდე ჩვენ არცერთი არ დავჯდებითო. რა თქმა უნდა უკეთესია რამოდენიმე ადამიანი ფეხზე დგომით ზეიმობდეს, ვიდრე 700 კაციან სუფრას ესწრებოდეს მხოლოდ 350 ადამიანი და დანარჩენი ადგილები ცარიელი იყოს.
როგორც ჩვენი ბერმუხის და პირველი პრეზიდენტის, ბატონი ტარიელის შვილმა ზაზა შონიამ ბრძანა, დიდი სიამოვნებით შეუერთდებით ფახულანელების ამ წინადადებას, (იმედია ჭიქების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული), ავიღებ ერთ ნაჭერ ხაჭაპურსა და ჭიქა ღვინოს, დავივლი და ყველას მივესიყვარულები სათითაოდ, რომელიც უფრო მეტ სიამოვნებას მომანიჭებს.
ასეთი შემთხვევისათვის, სუფრის მომწყობები გვპირდებიან და გააკეთებენ ცალკე შვედური ტიპის დასადგომ სუფრასაც, რომელთან ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა აიღოს ჭიქა ღვინო, რაც გაუხარდება ის მისაყოლებელი, მივიდეს ვისთანაც გაეხადება იმასთან, მოეფეროს და იჭუკჭუკოს რამდენ ხანსაც გაუხარდება. მაგრამ მგონია სულ ტყუილად ნერვიულობს ბატონი აბესალომი. მის მიერ გათვლილი ხალხის რაოდენობაზე მეტი მაინც არ იქნება მგონია და რომც იქნეს ერთი დღე არც დავსუსტდებით და არც გავსუქდებით.
მთავარია შევიკრიბოთ ტაძართან, დავესწროთ პარაკლისს, ავანთოთ სანთლები, გავიცნოთ ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვიხალისოთ და ვიმხიარულოთ. მოვესიყვარულოთ
გალის სტადიონზე შეკრებილი 3500 ადამიანიდან, ზემო ბართებში, უკეთილშობილეს ადამიანთან, დულო შონიას ოჯახში ხომ მხოლოდ 600 ადამიანი ვიმყოფებოდით სუფრასთან.
ყველას გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებასა და კარგ მოლხენას.
და ყველაზე მთავარი, რაც მინდა მოგისურვოთ, 180 გრადუსით შეტრიალებულიყოს ვექტორის მიმართულება და მომავალი წლის 15 სექტემბერს გვეთქვას.
ფახულანის სტადიონიდან ისევ გალის სტადიონისკენ!!!
რა თქმა უნდა ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ უფალს, რომლისადმი ქება-დიდება თავის 1587 თექვსმეტმარცვლიანი კუპლეტებიდან, თავის უკვდავ ქმნილებაში, სულმნათმა შოთამ, რამოდენიმე ათეული კუპლეტი მიძღვნა მხოლოდ უფლის ქება დიდებას.. შესავალიდან დაწყებული ყველანი ერთი მეორეზე უკეთესებია, მაგრამ მე ხანდისხან (სიტუაციიდან გამომდინარე) უპირატესობას ვანიჭეებ ავთანდილის ანდერძიდან ასეთ სიტყვებს:
„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
არანაირ ე.ი. რადგან ღმერთს შეუძლია წამებში ერთი აქციოს ასად და ასი ერთად, რათქმა უნდა მომავალი წლის ამ დროისათვს 36 წლის იუბილის თავის პირვანდელ ადგილას აღნიშვნის შესაძლებლობის მოცემა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდეს იქნება, ოღონდ მთავარია გვაპატიოს ჩვენი ცოდვები, ათეიზმის პერიოდისა იქნება ეს თუ სხვა დროისა, ჩადენილი ნებსით თუ უნებლიედ;
დიდება უფალს, გაუმარჯოს შონიებს!!!
05.09.2025 წ. იურა შონია