ირაკლი რევაზის ძე შონია: ბიოგრაფია და საქმიანობა
დაბადების თარიღი 8/11/1978
ხელოვნება და კულტურა
განათლება: 1991 წელს დაამთავრა სენაკის სამხატვრო სკოლა.
ხატვის სტილი: სიურეალიზმი (თავს უწოდებს "Surrealika").
გამოფენები: პერიოდულად აწყობდა საკუთარი ნახატების, ფოტო ნამუშევრებისა და ვიდეო ინსტალაციების გამოფენებს ხობსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი).
ნამუშევრები: მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჰეშთეგით #ჩქიმარტი ან ბლოგზე: chqimarti.blogspot.com.
ფოტოგრაფია და არქივი: საკუთარ თავს ფოტომოყვარულად თვლის. 1997 წლიდან ეს სფერო მისთვის ყველაზე საინტერესო და ახლო გახდა. შექმნა ბლოგი „ხობის ელექტრონული არქივი“ (
www.khobi-info.blogspot.com ) 2010 წელს, სადაც ინახავს ხობის ისტორიის ამ დროისა და წარსულის მონაკვეთს ტექსტით, ფოტო და ვიდეო კადრებით.დოკუმენტური ფილმები: არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა და სიუჟეტის ავტორი:
„კოლხური აიასოფია“
„ბია“
„ნატოჩაო“
მედია, რედაქტორობა და საგანმანათლებლო საქმიანობა
ლიტერატურული გაზეთი: 1993-1994 წლებში იყო ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული პირველი საბავშვო-ლიტერატურულ შემეცნებითი გაზეთ „ცოტნეიდელის“ რედაქტორი.
ტელერადიო კომპანია: 1996-1998 წლებში ხელშეკრულებით მუშაობდა ტელერადიო კომპანია „ფაზისში“ გადაცემა „NEW-თაობის“ მხატვარ დეკორატორად.
საცდელი ტელევიზია: 1999 წელს ხობში შექმნილ საცდელ ტელევიზიაში იყო ოპერატორი, მემონტაჟე და გადაცემების რედაქტორი.
პროფესიული მასწავლებელი: 2021 წლის 8 ნოემბრიდან პარალელურად მუშაობს კოლეჯ „ფაზისის“ ხობის-ნოჯიხევის განყოფილებაში პროფესიულ მასწავლებლად.
საზოგადოებრივი, სამართლებრივი და საჯარო სამსახური
პროფესია: პროფესიით არის იურისტი-სამართალმცოდნე.
არასამთავრობო სექტორი (NGO):
2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა NGO „ხობის ახალგაზრდულ სახლს“ (სადაც ისწავლებოდა უცხო ენები, ფუნქციონირებდა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები).
2002-2003 წლებში მუშაობდა NGO- „სტრატეგია და სამართლიანი არჩევნები“.
სოციალური აგენტი: 2003-2004 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებულ არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრში სოციალური აგენტი.
ტრენერი: 2004-2005 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „IFES-limited“-ში ტრენერად.
ხობის მუნიციპალიტეტი:
2006-2009 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ინფორმაციის უზრუნველყოფის საკითხებში.
2009-2011 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე.
2011-2016 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის უზრუნველყოფის, მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი.
2016 წლიდან: ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ვებ-გვერდის ადმინისტრირების საკითხებში.
მიღწევები და ხედვა
საერთაშორისო ჯილდო: 2023 წლის 4 აგვისტოს ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო-საქართველო“ ფარგლებში მიენიჭა მედალი და დიპლომი, ასევე აიელი რაინდისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება.
ცხოვრებისეული მიზანი: მისი მიზანია: „სანამ ვარსებობ ხობი შემოვუნახო ხობს“ („ხობი ჩვენი სახლია“).
პირადი ცხოვრება
ოჯახი: დაოჯახებულია.
მეუღლე: ინგა გუგუნავა-აბრამია
შვილები: ალექსანდრე და მაქსიმე შონიები