შონიების საგვარეულო შეკრება ფახულანში: 35 წლის შემდეგ
1990 წლის ქალაქ გალში, ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეკრების პატივსაცემად, 35 წლის შემდეგ, 20 სექტემბერს, შონიების გვარი კვლავ შეიკრიბა. ამჯერად, შეხვედრამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში გადაინაცვლა.
Ხობის ცენტრში შეკრებილი ხობში და ქ.ფოთში მცხოვრები შონიები შევიკრიბეთ სადაც გზა დაგვილოცა მამა ზაქარია შონიამ.
სრულიად საქართველოდან ჩამოსულ შონიებს მდინარე ენგურზე გადებულ ხიდთან გულთბილი მისალმება დახვდათ წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შონიების ძირძველ მიწაზე“.
სულიერი და საზეიმო ნაწილი
ფახულანის მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარში შონიები მამა ზაქარია შონიამ დალოცა. მან ადგილობრივი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.
ტაძრის ეზოში შეკრებილ შონიებს სიტყვით მიმართა, შონიების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე, ბატონ ოთარ შონიამ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ:
* მამა ზაქარია შონია - ვიდეო
* პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გვარის სასახელო შვილი ჯემალ შონია - ვიდეო
* აბესალომ გაბრიელის ძე შონია - ვიდეო
* ნინო ანზორის ასული შონია
* ოჩამჩირელი ( ლია) დათუნა შონია - ვიდეო
* სოხუმელი მშენებელი იურა შონია - ვიდეო
* პედაგოგი მანონი შონია - ვიდეო
* აბაშიდან ცნობილი ადვოკატი როლანდი შონია - ვიდეო
* ხობის სადროშოს წარმომადგენელი ირაკლი რევაზის ძე შონია - ვიდეო
* აფხაზეთიდან პალინა შონია - ვიდეო
* დამსახურებული პედაგოგი არველოდ შონია - ვიდეო
* გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია - ვიდეო
* მარტვილიდან თენგიზ შონია - ვიდეო
გამომსვლელებმა და ტაძრის ეზოში შეკრებილმა ასობით გვარის შვილმა მადლობა გადაუხადა ამ დიდებული დღის მთავარ შემოქმედს, ბატონ აბესალომ შონიას.
საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოთარ შონიამ, აწ განსვენებული გიორგი ჯორჯიკიას მიერ შექმნილი ილორის წმ. გიორგის ხატი გადასცა ფახულანში მცხოვრებ გამორჩეულ შონიას, ბატონ კუკურის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ დიდი თავშეყრის ორგანიზებას.
ტაძრის ეზოში განთავსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე სოფლის სხვა მკვიდრებთან ერთად მრავალი შონიას სახელია ამოტვიფრული.
საზეიმო სუფრა და სამახსოვრო საჩუქრები
ეკლესიის ეზოში მყოფმა 300-მდე შონიამ სამახსოვროდ საერთო აერო ფოტო გადაიღო.
ამის შემდეგ, შონიები ფახულანის სტადიონზე მოწყობილ 600-კაციან სუფრაზე გადაინაცვლეს. სეფაში შესვლისას, შონიებს საჩუქრად გადაეცათ ამ დღისადმი მიძღვნილი 30-გვერდიანი ჟურნალი და შონიების გულსაკიდი, რომელზეც საგვარეულო გერბია გამოსახული, დიდი შრომა ჩადეს ამ და სვა საორგანიზაციო საქმეში ბატონმა ოთარ შონია და მისმა ვაჟმა ლუკა შონიამ, შვილიშვილთან უმცროს ოთარ შონიასთან ერთად.
გაიმართა დიდი პურის ჭამა და ქეიფი. თამადამ, როლანდ შონიამ, შონიების სადღეგრძელო ხობელი შონიების მიერ მომზადებული, 3 ჭიქიანი 300 წლოვანი ბზის ხის თასით შესვა, რომელზეც გამოსახულია საგვარეულო გერბი, ჯვარი და საგვარეულო დამღა.
600 გულანთებული შონიას ერთობის სიხარულს საზღვარი არ უჩანდა.
უფალმა გაამრავლოს და ერთობით გააძლიეროს შონიების გვარი და სრულიად საქართველო. ამინ!
ავტორი: ირაკლი რევაზის ძე შონია