გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

საქართველოში ციფრული სავიზიტო ბარათების პირველი სტარტაპი, Statuso ამოქმედდება

 


მალე საქართველოში ციფრული სავიზიტო ბარათების პირველი სტარტაპი ამოქმედდება, რომელიც NFS-ტექნოლოგიით უკონტაქტო ბარათებს შექმნის და მომხმარებლებს პირადი საკონტაქტო ინფორმაციის ციფრული გზით გაზიარების შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ირაკლი შონიამ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ Statuso-ს შექმნა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების გამარტივებისა და დროის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა.

„ჩვენი მიზანია, რომ ქაღალდის სავიზიტო ბარათები ჩავანაცვლოთ – საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ რთული პროცესია, სავიზიტო ბარათები ხშირად იკარგება, საჭირო დროს საჭირო ადგილას თან არ გაქვს და ა.შ. Statuso კი დროის ეკონომიისა და გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა. ეს მეთოდი საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ციფრული სიახლე საქართველოშიც შემოგვეტანა.

ეს არის ბარათი, რომელზეც QR კოდია დატანილი და მისი დასკანერებით, ან უბრალოდ ტელეფონის ახლოს მიტანით ამოვარდება მფლობელის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, იმეილი, ვებსაიტი, კომპანიის დასახელება, მისი მისამართი და ა.შ. რომლის შენახვაც ავტომატურად შეგიძლია, ასევე, სურვილის მიხედვით შესაძლებელი იქნება კომპანიის ვებგვერდზე გადასვლაც.

რაც შეეხება ბარათის დიზაინის – სტანდარტულის გარდა შესაძლებელი იქნება კომპანიის ლოგოთი ბრენდირებულის შექმნაც, მათი საფასური იქნება განსხვავებული – სტანდარტული 15 ლარი, ხოლო ბრენდირებული 45-50 ლარი.“ – აცხადებს ირაკლი შონია.

Statuso-ს დამფუძნებელი გვიყვება, რომ ახალ წლამდე სტარტაპის ვებგვერდი ჩაეშვება, სადაც ბარათების შეძენა იქნება შესაძლებელი, ხოლო მომავალში ის ფიზიკურ სივრცეებშიც გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია, რადგან ეს გამარტივებული პროცესი ყველა კომპანიისა და კერძო პირისთვის როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვის კუთხითაც რენტაბელურია.

რაც შეეხება სტარტაპისთვის საჭირო ინვესტიციას, ირაკლი შონია ზუსტ თანხას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ Statuso სრულად დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით ამოქმედდება, ამ პროცესში კი 5 ადამიანია ჩართული, თუმცა ფუნქციონირების დაწყების შემდეგ დამატებით კადრების აყვანაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შონია „აი დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი, PMCi-ის მმართველი პარტნიორი და Forbes 30under30-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.


https://forbes.ge/saqarthveloshi-tsiphruli-savizito-barathebis-pirveli-startapi-statuso-amoqmeddeba/?fbclid=IwAR3sdIbzGXjlZ-gj84KCypfBlaQH8gIGV4FbhH554ZuAOqBnWNmpjud5lhw

შონიობა 2022 - ხობარეფ

 


2022 წლის 9 ნოემბერს შონიების გვარის კურთხევის დღეს ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხობში მცხოვრები შონიები დალოცა მღვდელმა ზაქარია არახამიამ და გარდაცვლილი შონიების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
ეს დღე შონიების მიერ 2014 წლის კურთხევიდან ტრადიციულად აღენიშნება.

გვარის კურთხევის დღის აღნიშვნა








ლექსი მიძღვნილი პატარა სამოელ შონიას

 


დიდ გვარიშ კოჩ შონია სამოელი სახელო

არძა ჭიჭეს მუფერუა
ქუგგალე სანთელო
მუშ მასკვამა გიკვიკვინა
გურ გუხარი პაატასი
მიდგას ვაუნს ქოშიბდას
თეს მუსურვე არძასი
ამდღა გითებ წანა ჟირი
დღა გიძირდას ირო ჯგირი
მორდედა დიდი ყილო
ლერს მიჭარდას სკანდა ირო
ასე ამდღა თეთ გუათე
ორაგადე ხოლო ბრელი
საამაყო ქოოფედა
გურიშ გუმახარებელი
პ.ს ირაკლი შონიასგან გავიგე სრულიად შემთხვევით და უცბათ ექსპრომტად გამოცხვა ეს ლექსი,მადლობა იკას ინფორმაციისთვის
თორნიკე ესებუა

სიმონი (ბუტა) შონიას და შუშუ ბაძაღუას შვილების ხსოვნას მიძღვნილი ლექსი

 

ბატონმა თორნიკე ესებუამ ხობში მცხოვრები და ძმების შონიების ხსოვნას მიუძღვნა ლამაზი ლექსი რითაც კიდევ ერთხელ მოეფერა ხობელებს:

არძა საოროფო ხალხი
ჩქიმ თაობა იჩინენდუ
სიტყვას კვანწილს თქუანდესი
ნანდვილო ირჩქელნედუ

უღურალი მითინ ვარე
მთავარირე მუს დიტენქი
დოსკილადირ ჯგირი ხალხი
უჯგუშისი ვენატრენქი.

ინეფიშ შურს ჩხონაფა
სანთელი დო საკმელი
მუს ქიმინუ ჯიმაია
ქარწყექ ვარე საშველი

მოთალეფი საოროფო
პატის ცენა ულირემსი
ორაგადე ქიანაშრე
ამდღა ვეშგაწუხქ ბრელსი.

ავტორი თორნიკე ესებუა
#ხობელთახსოვნა


ნოდარ შონიას ხსოვნას

 

დაკრძალვის დღეს გადაუღებლად წვიმდა, თითქოს ბუნებაც ცრემლების

წვიმით მიაცილებდა დედამიწის ზურგზე ჩემთვის ყველაზე უსაყვარლეს ადამიანს... მამა იყო ჩემთვის ყოველ-
გვარი სიკეთის, კაცური კაცობის ეტალონი....😥
მამიკო...წლები....გარბიან
მეც, რა თქმა უნდა ვბერდები.
ოდესღაც ერთად ვიქნებით
ოღონდ... ცოტათი მაცადე.
მიჭირს უშენოდ ძალიან,
უმამოდ ყოფნა ძნელია,
ამბობენ...დრო მკურნალია
თუმცა...ეს უფრო მითია!
რაც შენ წახვედი მამიკო
,,ჩახუს" არავინ მეძახის
რას არ მივცემდი ოღონდაც
შენი ხმა ისევ გავიგო❤
იცი? სიზმარში გნახულობ
როგორც ყოველთვის---მარიგებ,
მერე ანგელოზს მომიჩენ
ის კი ყველაფერს მარიდებს.
სიზმარიც მალე მთავრდება
თუმცა ის აღარ მიხდება,
ისევ შევსცქერი ვარსკვლავებს
ისინიც მალვე ქრებიან⭐😣
მარიამობას---მოხვედი( დაიბადა)
ეს ხომ რჩეულთა ხვედრია!
ნიკოლოზობას--წახვედი( გარდაიც)
ესეც, რჩეულთა ხვედრია!
🙏❤შენი ჩახუნტია❤🙏
22. 05. 22
🙏 ნიკოლოზობას გილოცავთ!


რევაზი ვაჟას ძე შონიას ხსოვნას

  

 იტყვიან საუკეთესო ხალხი უფალს თავისთვის უნდაო დასანანია ასეთი ახალგაზრდა დატოვებ საკუთარ ოჯახს ორ ვაჟიშვილს საყვარელ მეუღლეს და უეცრად ჩერდება სამყარო ოჯახისთვის და ახლობლებისთვის შენი უდროო გარდაცვალებით. იძინე ძმაო მშვიდად. ოჯახის სიმძიმე შენმა მეუღლემ იტვირთა საუკეთესო ვაჟიშვილები გაგიზარდა, შვილიშვილები ხშირად მოდიან შენს საფლავთან და ცივი ქვის ყურების მეტი არაფერი დარჩენიათ ვერ მოესწარი შვილიშვილების სიყვარულს....აფსუს სიკვდილო რა დაუნდობელი და სასტიკი ხარ!

მინდა ჩემებური მეგრულით ორიოდე სიტყვით მოვეფერო შენს უმანკო სულს😢
მუშ მაჯგირა ოჯახ დიტე
ირკოჩიშო ჩინებული
ჟირი გერგეზ ქომოლსკუა
საჯიმალოთ ღირებული
მითინ ველუდ სკან ულას
გეთოტყობი გვალო ადრე
ირკოჩისი გური დოჭვი
ნამთინეშო ღურა მარდრე
ჟირი ქომოლსკუა მორდე
დიდ ხანდა დო შრომაშ ფასი
ადაშ ნარდი სკუალემსი
ნამვილო გეძ ოქროშ ფასი
სოდეთ რექი ჯგირო ორდა
შურ ოფედას ნათელსი
დღასი ვემერკებუდასი
საკმელი დო სანთელი

შალდი ( გენადი) შონიას ხსოვნას

  


1976 წლიდა ვიცნობ გენადი შონის ოჯახს სულ მახსენდება მის მიერ გაწეული სიკეთე ,არ მეგულება ხობში ოჯახი გენადის წვლილი არ მიუძღოდეს სულ ტკბილად მაგონდება მასთან და ოჯახთან თბილი ურთიერთობები რუსიკოს მიერ უეცრად გაწყობილი მაგიდა და ტკბილი ჭუკჭუკი შესანიშნავი,ხობელი,მეუღლე ,მამა და მეგობარი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ,მე კი ჩემი მეგრულით პატარა ლექსს მივუძღვნი

ჯგირი კოჩი ჩქინ გენადი
ნინა გიორდ მარგალური
სკან ულათი ჯიმაია
ირკოჩისი დუჭვი გური
საზოგადო კოჩი ორდი
სკუალეფი ჯგირო მორდი
თი სიტიბა გუმაშინე
სკან ყუდეში სტუმარ ვორდი
ორაგადე ქიანაშრე
ირფელიქი ვამაჭარუ
ოჯახიში მოოროფე
სკანცალ მუმა მის აჭარუ
ირკჩიშო საოროფო
ხობარემსი დუჭვი გური
სოდერექინ ჯგირო ორდა
ჩხონაფედას სკანი შური.

მელიტონ ქანთარიას დედა ლიდია შონია

 


მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ საბჭოთა კავშირის დროშა მელიტონ ქანთარიამ აღმართა, მელიტონის  დედა ლიდია შონია იყო


პოეტი ზუგდიდელი გოგი შონიას ხსოვნა



მარგალეფი... 
გოღანერი უკული ვამშამრთჷმ ათე ინტერნეტშა დო ათაქი  გოგი შონიაქ დოღურუა წეპკითხინი - ეპონი...  ვადმაჯერებუ იშენი... იფიფრქი მუდგარენი ჩჷლათა რე მაქ დო დობრეკი გოგიში ტელეფონშა...  ინგარდჷ დო თვალჷნდჷნი თეში ქჷდომრაგადუ გოგიში ალმასქუქ - დოღურუა გოგიქ... უეცარო დოღურუა გოღა... 
ახავაი... ახავაი... ახავაი... ვამიჩქ მუჭო გჷმოფხანტე ჩქიმი გურჭუა... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში ალმასქუს... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში სქუალეფც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში მოთალეფც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში არძა წირსფალც... მივანარღჷქ ჩქიმი გოგიში შურობუმ ოდაბადე მარგალონას...
ჩქიმი გოგი, ღორონთქ განათას დო ოჩხონუას სქანი შური...