გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების გვარის კურთხევიდან 10 წელი შესრულდა

 


დღეს, 9 ნოემბერს 10 წელი შესრულდა შონიების გვარის კურთხევიდან.

ამ დღის აღსანიშნავად, შონიები შევიკრიბეთ წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში, სადაც ასზე მეტი შონია დაესწრო დილის წირვას. შეხვედრას დაესწრნენ აბაშელი, აფხაზი, ბოლნისელი, გალელი, ზუგდიდელი, თბილისელი, ოჩამჩირელი, რუსთაველი, სენაკელი, წალენჯიხელი, ფოთელი, ქუთაისელი და ხობელი შონიები.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ღონისძიებაზე დამსწრე შონიებს გადაეცათ საიუბილეო სამკერდე ნიშნები და წიგნები ანზორ შონიას ავტორობით.
წირვის შემდგომ, გადავინაცვლეთ საბანკეტო დარბაზში, რისი ფინანსური მხარდაჭერაც საკუთარ თავზე სრულად აიღო აბესალომ გაბრიელის ძე შონიამ. ბატონ აბესალომს და ბატონ მერაბ შონიას მეუღლეს - ქალბატონ ქეთევან ლორიას(შონიების საგალობელი), საგვარეულო კავშირის სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები - საგვარეულო კავშირის საქმეში შეტანილი დიდი ღვაწლისათვის.
სრულიად საშონიოს გილოცავთ ამ მადლით მოსილ და უმნიშვნელოვანეს დღეს ჩვენი გვარისათვის !

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი სიმღერა: ჩვენ ვართ შონიები

„ძლიერი გვარი - ძლიერი სამშობლო“
ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი სიმღერა: ჩვენ ვართ შონიები
📹ირაკლი შონია - ხობარი

 დღეს 15 სექტემბერია, 1990 წელს ამ დღეს ქ.გალის ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი გვარის ათიათასამდე წარმომადგენელი ერთად შეიკრიბა, ჩამოყალიბდა რაიონული ორგანიზაციები. ხობის წარმომადგენლებად ნოდარ ნიკოლოზის ძე შონია (ისტორიკოსი) და შალდი (გენადი) სიმონის ძე შონია აირჩიეს. მას შემდეგ შონიების საგვარეულო კავშირმა ბევრი საორგანიზაციო საკითხი გადაწყვიტა გვარის ისტორიის წარმოსაჩენად. უფალმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი ერი.

შონიების საგვარეულო ღერბს ამშვენებს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სიტყვები (პატრიარქმა ჩვენი გვარი 2015 წლის 9 ნოემბერს აკურთხა) ,,ძლიერი გვარი-ძლიერი სამშობლო,,

ხობელი შონიები ეროვნულ ნაკრებს ქომაგობენ

 

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის ჩვენება ხობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისათვის ბიელი-ხობელი შონიების გვარის წარმომადგენლები ერთობით დავესწარით.
🇬🇪მადლობა ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს თავდადებისთვის, ბრძოლისთვის და ღირსეული თამაშისთვის!

კუტალიები-წინაპრები ფოტო 1924 წლამდე



კორცხოს (ხეთა) კუტალიები-ფუფული ვლადიმერის ასული შელიას (სურათზე დედა პელაგია კუტალია) საოჯახო არქივიდან ხობი, პირველი ხორგა