გვარი შონია- ხობელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები- გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

შონიების საგვარეულო კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გიორგი ჯორჯიკია.

გიორგი ჯორჯიკია ხატწერის ერთ-ერთი უბადლო ოსტატი გახლდათ. მოღვაწეობდა საქართველოსა და საბერძნეთში.
ბატონ გიორგის დაწერილია შონიების საგვარეულო ორი ხატი - წმ. ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ამჟამად ქვემო ფონიჭალაში, წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ასევე, ანდრია პირველწოდებული ხატი, რომელიც შონიების საგვარეულომ უწმინდესს უსახსოვრა და მისივე სურვილით, სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
ჯორჯიკიების, დემურიების და შონიების გვართა წარმომადგენლები, ძველი გადმოცემის მიხედვით, წარმოადგენენ ჩარკვიანების საგვარეულოს სამ შტოს. სამივე გვარის წარმომადგენლებისათვი ცნობილია, რომ ისინი ერთი წინაპრისგან მოდიან.
კვირას, 26 დეკემბერს, 40 დღე გადის გიორგი ჯორჯიკიას გარდაცვალებიდან. მამა ზაქარია მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის, წირვაზე და კვეთაზე კი ყოველთვის მოიხსენიებს მის .
უფალმა აცხონოს ბატონ გიორგის სპეტაკი სული.

შონიების გვარის კურთხევის დღე (ფოტო + ვიდეო)

 

2021 წლის 9 ნოემბერს შონიების გვარის კურთხევის დღეს ხობში მცხოვრები შონიები დალოცა და პარაკლისი გადაიხადა ხობის (ნოჯიხევის) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია ლომაიამ .

ამის შემდეგ ხობელმა შონიებმა ჩვენი წინაპრების ნამოსახლარში ,,დობერაში,, სადაც ჩვენი გვარის წარმომადგენლების მიერ ჯვარია აღმართული და ბიას-საშონიოს გადაჰყურებს ერთმანეთს მიულოცეს პატრიარქის მიერ შონიების გვარის კურთხევის 7 წლის თარიღი
ხობელი შონიები
გვარის კურთხევის დღის აღნიშვნა



დეკანოზმა ზაქარიამ (შონია) ქ.თბილისში ახლად აშენებულ (გულბანის ქ.) წმ. გიორგისა და წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

ჟურნალისტი და მემატიანე ირაკლი შონია


 ჩვენი ორგანიზაცია,  რასაც უყურებს,  ეს ათეული წლები, განსაკუთრებულ პატივს სცემს პარლამენტის შენობაში აღზრდილს და მის ტერიტორიაზე გაზრდილ ( ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მოსვლამდე!) დიდებულ ქართველ მეისტორიეს და უფრო მეტიც მემატიანეს,  ეროვნულ საქმეების,  ირაკლი შონიას!

მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ჯანმრთელი საზოგადოების წინაშე ( მცირი ნაწილი მაინც ხომ არსებობს ამ ქვეყნად?)! რა განაპირობებს ჩვენი განსაკუთრებული მიდგომა პიროვნების მიმართ?

- ის დაუღალავად იბრძვის ღირსეული საქართველოსთვის, სადაც ქართველი არის დიდ სულიერება და არა ქონების მოხვეჭა!

- ის მთელ ცხოვრებას უძღვნის ქართულ ჭეშმარიტებას, ისე რომ არც იყიდება და არც არავის უყვავებს იმისთვის, რომ ჰქონდეს მილიონები!

- ის დგას ერის ღირსების აღსადგენად და ფეხს არ იცვლის!

- ის ჰქმნის მემატიანესთვის მახასიათებელ ნაშრომებს და აცოცხლებს ყველა ჭეშმარიტს, ვინც კი გაუყიდველად დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობის აღსადგენად!

- ის არ ზავდება შევარდნაძის მკვლელებთან!

- ის არ იბრძვის მილიონების მოსახვეჭად და ცხოვრობს,  როგორც წამებული საქართველო!

- ის ყოფილიპოლიტ პატიმარია და აღარავის ხმა მის დასაცავად არ გაუღია. პირიქით,  ჩუმად მიიხურა ყველამ კარი და ის არ გაბოროტებულა. ყველა ე.წ. თანამებრძოლმა  ციხის კარების მიხურვის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძო ბრძოლა და ის პოლიტდევნილი ირაკლი შონია ყველა ყალბ თანამებრძოლს, ისევ საქმისთვის ( თავიანთი პოლიტ მედან) საჭირო მეგობარი გაუხდა და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია: სად იყავ?

- ის დღემდე დიდებულად და ღირსეულად აღავლენს ქართველთ  წესს: სამშობლოსადმი ბრძოლა და თავგანწირვა!

- მას არავის კარზე არ დაუკაკუნებია: მე ამდენი ვაკეთე და ვიმსახურებ!

- მისი საქმიანობა ათეული წლების მანძილზე, ჩაკეტილ მდგომარეობაში აუწონავია!

და შესაგონებლად, ყველასთვის: ირაკლი შონია ბოლშევიკებისგან რეპრესირებული ოჯახის შვილია. ბაკურციხის ვაჩნაძეთა პირდაპირი მემკვიდრე. დიახ, მემკვიდრე, რომელიც დღემდე განიცდის, თუ როგორ ქვებით ჩაუქოლეს წინაპრები ლენინელებმა და მათი ცხედრები გააყოლეს წყალს!!

და ისევ შესაგონებლად: ირაკლი შონიას მოღვაწეობაში არ მოიძებნება მტრების მიმართ არც ერთი სიტყვა: ხელებს დაუჩეჩქვავ... გავანადგურებ და ის უბედურებები, რაც ლენინელებს ნამდვილად გამოარჩევს ღირსების ადამიანებისგან! 

აი, რეალურმა დედამ შვა ირაკლის სახით რეალური ქართველი საქართველოსთვის და მადლობა ქ-ნ ფიქრია ვაჩნაძეს ასეთი შვილის აღზრდისთვის!

ჩვენ ყველა წერილს ვეცნობით მისას და ვთვლით, რომ დიდ გმირობას ძერწავს ირაკლი ქართულ ისტორიაში. და ყველაფერი სრულ სოციალურ სიდუხჭირის ფონზე!

ორგანიზაციის სახელით მადლობა ირაკლი შონიას და მის ქვეყნად მომბრძანებელ დედას, რეპრესირებულ ფიქრია ვაჩნაძეს - წარმატებები მას საერო გამარჯვების მალე მოპოვების სურვილით!

პ.ს. იმსახურებთ მილოცვას 28 ოქტომბერთან მიმართებაში და გილოცავთ რჩეულო!


https://www.facebook.com/100010293491550/posts/1563976710622097/

სამხედრო მაღალჩინოსანი პირველი ხორგელი ტერენტი შელია

 


ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის მეთაურები და ხელმძღვანელები (1926 წ.)
რომელთა შორის მეორე რიგში მარცხნიდან მესამე არის წარმოშობით ხობის რაიონის მკვიდრი სოფელი პირველი ხორგიდან ტერენტი შელია ის ამ სასწავლებლის მდივანი გახლდათ ამავე ისტორიულ ფოტოზე ასევე ხობელი წარმოშობით ბიელი ა.იოსავაა, რომელიც ფიზკულტურის ხელმძღვანელი იყო.
მადლბას ვუხდით  ლევან ღვინჯილიას აღნიშნული მასალის მოძიებისთვის!

ანდრიაობას წინაპართა სასაფლაოზე და ტაძარში სანთლები დავანთეთ

 


12 მაისი საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე– იმედის დღეა.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მე ჩემს შვილებთან და ნათლულთან ერთად მოვილოცეთ პირველი მაისის ღვთიმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი, სანთლები დავანთეთ წინაპრების საფლავებზე სადაც განისვენებს ჩემი დიდი ბაბუა მელენტი გაბისონია მეუღლესთან ტატიანა ლაგვილავასთან ერთად, მათ გვერდით მელენტი ბაბუას მამის ანდრო გაბისონიას, მეუღლეს ქრისტინე ჭითანავას და ჩვენი ნათესავების სასაფლაოებია... როგორც ბებიაჩემის თალიკო (გულნარა) გაბისონიას და მისი ძმების სერგო (რეზო) და ნუგზარი გაბისონიებისაგან გადმოცემით ვიცი ერთ-ერთი პირველი სწორედ ანდრო ბაბუა დაუსაფლავებიათ აღნიშნულ სასაფლაოზე.
უფალმა აცხონოს მათი სულები, ამინ!

ფოტოზე ირაკლი შონია თავის შვილებთან მაქსიმე და ალექსანდრესთან, ტატიანა ლაგვილავას და მელენტი გაბისონიას სასაფლაოზე

დღეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჩემი წინაპრების ფოტოები ხეთის მუზეუმში განთავსდა

დღეს 9 მაისს ფაშიზზე გამარჯვების 76-ე წელს მეორე მსოფლიო ომში  მონაწილე ჩემი წინაპრების ფოტოები  ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდა. მარადიული ხსოვნა მათ სახელებს.

რაც დავიწყებას არ ეძლევა

 


ისტორია დაუნდობლად გულგრილია ფაქტებისა და მოვლენების თანმხლები ემოციებისადმი, უცხოა მისთვის წვრილმანებიც... ამის გამო დიდი, დიადი და გრანდიოზულიც კი მის ანალებში რამდენიმე სტრიქონში მოექცევა ხოლმე ფაქტადქცეული მოვლენის შესახებ ინფორმაციის სახით.

საუკუნეც კი არ გასულა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და ისტორიის ანალებს კინემატოგრაფმა თუ ამოარიდა ამ ომის ადამიანური დრამები, ტრაგედიები, მოთქმანი და გოდებანი, სისხლისღვრათა და ხოცვა-ჟლეტათა საშინელებანი... მიწას მიბარებული ათეულობით მილიონების გულისცემანი, ოცნებანი, ლტოლვა-მისწრაფებანი....

აღდგომის დღეს ტრადიციული თავშეყრა ხორში-საგუგუნაოში


 მადლობაIrakli Shonia საოცარი ადამიანი ხარ, უმაგრესი სიძე 😍! ჩემი ოცნება   აასრულე 🙏 ეს  დრონის კადრები🙏  რა მაგარია..... ხორშის სახლზე  მხოლოდ მოყოლა შემეძლო .....როგორ ცხოვრობს ზურიკო (ბიძაჩემი) მარტოკა მთელს საგუგუნაოში❤️🙏  აქ ჩვენი სისხლი და ხორცის ოდაბადეა...... შურა ზაპადენკოს და მიხეილ გუგუნავას რვა შვილის შთამომავლობა!  ბევრმა დაგვტოვა ამ ქვეყნად აღარ არიან  😞 ბევრიც მთელს დუნიაზეა  გაფანტული ....... ეს ჩემი ,,ქონების” ძირითადი კაპიტალის ანუ საყვარელი  ადამიანების მხოლოდ ნაწილია, სხვადასხვა კონტონენტზე  ვართ გაფანტულები, ბევრმა ჩასვლა ვერ შევძელით❣️. იმედია მომავალ წელს ყველანი ჩავალთ!                                                                                       მე თქვენ ძააააალიან მიყვარხართ!Ilo IlonaShorena GugunavaIago AbramiaGvanca GugunavaInga  AbramiaLasha GugunavaAni GugunavaLevani Gugunavaზუკა ლომიაKaxa LomiaLuka Lomiaთამუნა ლომია🥰😍🤗ელენე მებონიაKeso  Mebonia Maiko Maqazeმეოთხე თაობის ჩასვლა ჩემთვის ძაააალიან ამაღელვებელია,  ძააალიან🥰

ნათია გუგუნავას ფეისბუქ პოსტი


ხორში - საგუგუნაო

ხორში - საგუგუნაო

 ხორში (Coscis) აღნიშნულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე 

მსოფლიოში გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობის ისტორიული კანონზომიერება განაპირობებდა. ადამიანების მიერ ამა თუ იმ ობიექტებზე შერქმეულმა ტოპონიმებმა საუკუნეების და ათასწლეულების ქარტეხილებს გაუძლო. უნდა აღენიშნოს, რომ ტოპონიმებს კაცობრიობა, დამწერლობის წარმოშობამდე ბევრად ადრე ხმარობდა და ის თაობიდან თაობას ზეპირმეტყველების გზითაც გადაეცემოდა.

ამ საგაზეთო პუბლიკაციაში შევეცდებით ხორშის ერთ-ერთი  ულამაზესი კუთხის საგუგუნავოს აღწერას.
            საგუგუნავო სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში ერთიანდება, ხოლო გუგუნავები ამ უბანში კომპაქტურად სახლობდნენ და ამიტომაც მიიღო სახელწოდება საგუგუნავო. ამ ოიკონიმს სიტყვათა საწარმოებელი აფიქსი სა-ახლავს (სა-გუგუნავო). თვით ხორში ოხორუშადან (დასასახლებლად) მიღებული ოკონიომია, -ში- პრეფექსით. ხიზანი ხელოსნისთვის მგზავრს უკითხავს: სად მიდიხარო? და უპასუხა: „ოხორუშა“,  „ოხორუშაო“ (დასასახლებლადო) შემოხიზნული კაცი ვარ და აქ უნდა დავსახლდეო (იხ. გ.ელიავა 1989;59.)  დაახლოებით ასეთივე განმარტებაა მ.კალანდარიშვილის საგაზეთო სტატიაში (იხ.კალანდარიშვილი გაზ. „კოლხეთი“ №2 1974 წ.)       
            ხორში (
Coscis) აღნიშნულია იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილი სამთავროს რუკაზე (იხ.ბერაძე 1971;152)

საგუგუნავო მდებარეობს მდინარეების: ხობისწყლისა და ციის შუა, ოდიშის  დაბლობზე, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. სამხრეთით დიდი ხორში ესაზღვრება, ჩრდილო დასავლეთით პატარა ზანა. სენაკს 14 კმ-თაა დაშორებული, შუა ხორშს 5 კმ-ით.
            1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერტიტორიული დაყოფის ცნობარში დასახლებულია ხორშის სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი საგუგუნავო. 137 კომლით (633) სული. აქედან 626 ქართველია, 5-სომეხი.          
            1949  წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებობს პირველი მაისის სასოფლო საბჭო, სადაც გაერთიანებულია სამი სოფელი; პატარა ზანა, საგუგუნავო და დიდი ხორში (იხ.დაყოფა 1949;105).
             2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის მონაცემებით საგუგუნავო გაერთიანებულია ხორშის თემის საკრებულოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 99 სულია (49 კაცი, 50 ქალი) რიცხობრივად უპირატესი ეროვნებაა ქართველი (99%).  

გუგუნავების გვარის ფუძეს წარმოადგენს გავრცელებული პირსახელი გუგუნა (გუგუ). ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს გვარი მაინცადამაინც ანტიკურ ხანიდან მოდის. თუმცა დიდგვაროვან კოლხებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჰქონიათ გვარები, რაც ისტორიული წყაროებით და არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება.  ისტორიისათვის ცნობილია ქართველ თავადაზნაურთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი გვარი გუგუნავა, რომელიც სავარაუდოდ, წარმოიშვა შუა საუკუნეებში ლიპარიტ-ორბელიანებისაგან. გუგუნევები ერთ დროს ქვემო გურიის (ქობულეთის) ფეოდალები იყვნენ თავდგირიძეებთან და მანველიშვილებთან ერთად.      
            გუგუნავების გვარი წარმოშობით არის გურიიდან, სადაც XV-XVI ს.ს. მისი წარმომადგენლები იკავებდნენ ერისთავების თანამდებობებს. ჯიხანჯირის წმინდა გიორგი ხატის წარწერაში იხსენიებიან ვახუშტი გუგუნავა და მისი მეუღლე ლელა. მათი თანამედროვე იყო ჩითან გუგუნავა, რომელიც იხსენიება 1764 წლის დოკუმენტებში, VIII საუკუნის ბოლოდან ქვემო გურიის ოსმალეთის მიტაცების გამო გადავიდნენ შუა გურიაში და ფლობდნენ მდინარე  სუფსის შუა ნაწილში მდებარე ტერიტორიებს ძიმითსა და ნაგომარს, მათ ნაგომარის მოურავის თანამდებობა ეჭირათ (ექ. თაყაიშვილი „არქეოლოგიური მოგზაურებანი და შენიშვნები“ თბილისი, 1907). ამ გვარიდან ცნობილია დათა გუგუნავა. გურიის 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვილი  სიმონ  გუგუნავა-პოემა „თამარიანის “  ავტორი. 
აჯანყება მიმართული იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
            მეოცე საუკუნის დამდეგს აზნაურ გუგუნავებს მამულები ჰქონიათ ნობულევში, გოდოგანში,  ნოღასა და ხორშში. აზნაურის შვილი კაკუ გუგუნავამოხსენიებულია XV-XVI ს.ს. მიჯნაზე დაწერილ ერთ საბუთში (იხ. პალ.I;27) თვით გვარის ფუძეში წარმოდგენილია საკუთარი სახელი გუგუნა.
            აზნაური გუგუნავები იხსენიებიან  საჭიალაიოს მაზრაში,  ვინმე  გუგუნავა  გიორგი ჯიბესიას  ძე სარგებლობდა ადრითგანვე  აზნაურების  ღირსებით 1849  წლის  22 ივლისიდან (იხ. სამეგრელო თავადები და აზნაურები გვ.192).
            ჯვარი მაზრაში მცხოვრები 1845 წლის აღწერით წარმოდგენილია  ვახტა ხიტუს ძე გუგუნავა. იქვე მითითებულია შვილები მათი, თუმცა საბუთი არ აქვთ აზნაურის წოდებისა, გარნა  შთამომავალნი  მათი  ადრითგანვე  სარგებლობენ  ღირსებით.
            გუგუნავების გვარის წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა და თქმულება გვიამბობს, მათ შორის ლეგენდის მიხედვით იყვნენ ნაოსანი ძმები: გუგუ,  გეგე,  წუწუ  და  ჩაგუ,  რომელნიც მეფეს მოუკითხავს, რას აკეთებენო და მათ შესახებ ასე უპასუხნიათ - გუგუ  ნავობს, გეგ ნავობსო და ა.შ. აქედან წარმოშობილა  გვარები გუგუნავა, გეგენავა, წუწუნავა და ჩაგუნავა.
            გუგუნავების გვარი შეიძლება მეტად მრავალფეროვანი იყოს, თუმცა დავსძენთ, რომ ქართული გვარები მეცნიერულად სათანადოდ არ არის შესწავლილი. ქართველთა უმრავლესობა ატარებს კოლხური წარმომავლობის გვარებს და სახეზე გვაქვს გადაქართველებული გვარები და ამის  თაობაზე  წარმოდგენაც  კი არ გააჩნიათ მეცნიერებს თუ  ისტორიკოსებს (ჯ.კაკულია).
            თქმულება  ნაოსან  ძმებზე  არ  მიგვაჩნია  მართებულად  გეგენავების  გვართან მიმართებაში (ბ.თუნთია). გეგენავას გვარის ფუძის წინა ნაწილი „გეგე“ მეგრულად წმინდა გიორგის სინონიმია, ხოლო გეგნია  ნ.ჯომიდავას  განმარტებით  მეგრულად დიდისა და უსაზღვროს  აღმნიშვნელია. მაგ. (გეგენია „დაჩხირი“ მეგრ.)  გიგზიზა  ძლიერი ცეცხლი.
            ანტიკურ ლიტერატურაში კერძოდ „არგონავტიკაში“ მოხსენიებულია ხალხი გეგენაოსი, რომლებიც დახვდნენ არგონავტებს კოლხეთის მიწაზე. შესაძლებელია გეგენაოსის ტომი დროთა განმავლობაში გაწყდა. ამდენად ეთნიკური წარმოშობა გვარით არსებობენ (ნ.ჯომიდავა).  სენაკელი  არლო (ბურდა) გუგუნავას გადმოცემით, გუგუნავები გამუსულმანობას გამოქცევიან და ხორშში უპოვიათ თავშესაფარი, ის ადგილი მაშინ დაუსახლებელი  ყოფილა.

ალექსანდრე და მაქსიმემ შონიების საგვარეულოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხატი მოილოცეს

 
#ალექსანდრემაქსიმეშონია

თბილისის სამების საკათედრო  ტაძარი
შონიების საგვარეულოს ანდრია  პირველწოდებულის სახელობის ხატი მოილოცეს.
სამების ტაძარში არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერში მოხატვა მიმდინარეობს და ამ მიზეზით შონიების საგვარეულო ხატი ქვედა სართულზე არსებული ხარების ტაძარში იყო ჩაბრძანებული.

#შონიები

გელა (ღელვა) შონია


 შონიების საგვარეულო კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა(ღელვა) შონია. ბატონ გელას ეკუთვნის მრავალი მსოფლიო დონის აღმოჩენა ბიოქიმიისა და მედიცინის დარგში. მედიცინაში ის ითვლება ტრანსდისციპლინარული მიდგომების შემომტანად. მისი თაოსნობით შეიქმნა და დაინერგა ადამიანის დიაგნოსტირების უნიკალური მეთოდები. გელა შონიამ აღზარდა ექიმების არაერთი თაობა, და სიცოცხლის ბოლო დღემდე იდგა თავისი ხალხისა და მეცნიერების  სამსახურში.


გასვენება 6 მარტს 2 საათზე.  მის. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, 6 ა კორპუსი, 2 სადარბაზო, ბინა 25.