გვარი შონია- ხობელი-ბიდელი შონიები - გვარი შელია-პირველი ხორგის შელიები - გვარი ხარებავა - ხობის ხარებავები - გვარი გაბისონია - მუნჩიის გაბისონიები

პირველი შონიობა ამერიკაში

შონიობა ნიუ-იორკში, ამერიკაში (დროებით) მცხოვრები შონიების ერთობა, 4 ოქტომბერს ბრუკლინში შეიკრიბნენ. შონიების წმ.გიორგის ხატი.
,,ძლიერი გვარი-ძლიერი სამშობლო,,

ირაკლი რევაზის ძე შონია-ხობარი

 


ირაკლი რევაზის ძე შონია: ბიოგრაფია და საქმიანობა
დაბადების თარიღი 8/11/1978

ხელოვნება და კულტურა

  • განათლება: 1991 წელს დაამთავრა სენაკის სამხატვრო სკოლა.

  • ხატვის სტილი: სიურეალიზმი (თავს უწოდებს "Surrealika").

  • გამოფენები: პერიოდულად აწყობდა საკუთარი ნახატების, ფოტო ნამუშევრებისა და ვიდეო ინსტალაციების გამოფენებს ხობსა და საქართველოს სხვა ქალაქებში (ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი).

  • ნამუშევრები: მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჰეშთეგით #ჩქიმარტი ან ბლოგზე: chqimarti.blogspot.com.

  • ფოტოგრაფია და არქივი: საკუთარ თავს ფოტომოყვარულად თვლის. 1997 წლიდან ეს სფერო მისთვის ყველაზე საინტერესო და ახლო გახდა. შექმნა ბლოგი „ხობის ელექტრონული არქივი“ (www.khobi-info.blogspot.com) 2010 წელს, სადაც ინახავს ხობის ისტორიის ამ დროისა და წარსულის მონაკვეთს ტექსტით, ფოტო და ვიდეო კადრებით.

  • დოკუმენტური ფილმები: არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა და სიუჟეტის ავტორი:

    1. „კოლხური აიასოფია“

    2. „ბია“

    3. „ნატოჩაო“

მედია, რედაქტორობა და საგანმანათლებლო საქმიანობა

  • ლიტერატურული გაზეთი: 1993-1994 წლებში იყო ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული პირველი საბავშვო-ლიტერატურულ შემეცნებითი გაზეთ „ცოტნეიდელის“ რედაქტორი.

  • ტელერადიო კომპანია: 1996-1998 წლებში ხელშეკრულებით მუშაობდა ტელერადიო კომპანია „ფაზისში“ გადაცემა „NEW-თაობის“ მხატვარ დეკორატორად.

  • საცდელი ტელევიზია: 1999 წელს ხობში შექმნილ საცდელ ტელევიზიაში იყო ოპერატორი, მემონტაჟე და გადაცემების რედაქტორი.

  • პროფესიული მასწავლებელი: 2021 წლის 8 ნოემბრიდან პარალელურად მუშაობს კოლეჯ „ფაზისის“ ხობის-ნოჯიხევის განყოფილებაში პროფესიულ მასწავლებლად.

საზოგადოებრივი, სამართლებრივი და საჯარო სამსახური

  • პროფესია: პროფესიით არის იურისტი-სამართალმცოდნე.

  • არასამთავრობო სექტორი (NGO):

    • 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა NGO „ხობის ახალგაზრდულ სახლს“ (სადაც ისწავლებოდა უცხო ენები, ფუნქციონირებდა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები).

    • 2002-2003 წლებში მუშაობდა NGO- „სტრატეგია და სამართლიანი არჩევნები“.

  • სოციალური აგენტი: 2003-2004 წლებში იყო განათლების სამინისტროსთან არსებულ არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრში სოციალური აგენტი.

  • ტრენერი: 2004-2005 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „IFES-limited“-ში ტრენერად.

  • ხობის მუნიციპალიტეტი:

    • 2006-2009 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ინფორმაციის უზრუნველყოფის საკითხებში.

    • 2009-2011 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე.

    • 2011-2016 წლებში: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის უზრუნველყოფის, მედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი.

    • 2016 წლიდან: ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ვებ-გვერდის ადმინისტრირების საკითხებში.

მიღწევები და ხედვა

  • საერთაშორისო ჯილდო: 2023 წლის 4 აგვისტოს ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო-საქართველო“ ფარგლებში მიენიჭა მედალი და დიპლომი, ასევე აიელი რაინდისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება.

  • ცხოვრებისეული მიზანი: მისი მიზანია: „სანამ ვარსებობ ხობი შემოვუნახო ხობს“ („ხობი ჩვენი სახლია“).

პირადი ცხოვრება

  • ოჯახი: დაოჯახებულია.

    • მეუღლე: ინგა გუგუნავა-აბრამია

    • შვილები: ალექსანდრე და მაქსიმე შონიები

შონიების საგვარეულო შეკრება ფახულანში: 35 წლის შემდეგ ( ფოტო+ვიდეო)

 

შონიების საგვარეულო შეკრება ფახულანში: 35 წლის შემდეგ

1990 წლის ქალაქ გალში, ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეკრების პატივსაცემად, 35 წლის შემდეგ, 20 სექტემბერს, შონიების გვარი კვლავ შეიკრიბა. ამჯერად, შეხვედრამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში გადაინაცვლა.

Ხობის ცენტრში შეკრებილი ხობში და ქ.ფოთში მცხოვრები შონიები შევიკრიბეთ სადაც გზა დაგვილოცა მამა ზაქარია შონიამ. 

ვიდეოს ლინკი ფეისბუკზე

სრულიად საქართველოდან ჩამოსულ შონიებს მდინარე ენგურზე გადებულ ხიდთან გულთბილი მისალმება დახვდათ წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შონიების ძირძველ მიწაზე“.

სულიერი და საზეიმო ნაწილი

ფახულანის მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ტაძარში შონიები მამა ზაქარია შონიამ დალოცა. მან ადგილობრივი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა.

ტაძრის ეზოში შეკრებილ შონიებს სიტყვით მიმართა, შონიების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე, ბატონ ოთარ შონიამ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ:
 *  მამა ზაქარია შონია - ვიდეო
* პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გვარის სასახელო შვილი ჯემალ შონია - ვიდეო
* აბესალომ გაბრიელის ძე შონია  - ვიდეო
 * ნინო ანზორის ასული შონია

 * ოჩამჩირელი ( ლია) დათუნა შონია - ვიდეო
 * სოხუმელი მშენებელი იურა შონია - ვიდეო
* პედაგოგი მანონი შონია - ვიდეო
* აბაშიდან ცნობილი ადვოკატი როლანდი შონია - ვიდეო * ხობის სადროშოს წარმომადგენელი ირაკლი რევაზის ძე შონია - ვიდეო * აფხაზეთიდან პალინა შონია  - ვიდეო
 * დამსახურებული პედაგოგი არველოდ შონია - ვიდეო * გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია - ვიდეო * მარტვილიდან თენგიზ შონია - ვიდეო

გამომსვლელებმა და ტაძრის ეზოში შეკრებილმა ასობით გვარის შვილმა მადლობა გადაუხადა ამ დიდებული დღის მთავარ შემოქმედს, ბატონ აბესალომ შონიას.

საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოთარ შონიამ, აწ განსვენებული გიორგი ჯორჯიკიას მიერ შექმნილი ილორის წმ. გიორგის ხატი გადასცა ფახულანში მცხოვრებ გამორჩეულ შონიას, ბატონ კუკურის, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ დიდი თავშეყრის ორგანიზებას.

ტაძრის ეზოში განთავსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე სოფლის სხვა მკვიდრებთან ერთად მრავალი შონიას სახელია ამოტვიფრული.

საზეიმო სუფრა და სამახსოვრო საჩუქრები

ეკლესიის ეზოში მყოფმა 300-მდე შონიამ სამახსოვროდ საერთო აერო ფოტო გადაიღო.

ამის შემდეგ, შონიები ფახულანის სტადიონზე მოწყობილ 600-კაციან სუფრაზე გადაინაცვლეს. სეფაში შესვლისას, შონიებს საჩუქრად გადაეცათ ამ დღისადმი მიძღვნილი 30-გვერდიანი ჟურნალი და შონიების გულსაკიდი, რომელზეც საგვარეულო გერბია გამოსახული, დიდი შრომა ჩადეს ამ  და სვა საორგანიზაციო საქმეში ბატონმა ოთარ შონია და მისმა ვაჟმა ლუკა  შონიამ, შვილიშვილთან უმცროს ოთარ შონიასთან ერთად. 

გაიმართა დიდი პურის ჭამა და ქეიფი. თამადამ, როლანდ შონიამ, შონიების სადღეგრძელო ხობელი შონიების მიერ მომზადებული, 3 ჭიქიანი 300 წლოვანი ბზის ხის თასით შესვა, რომელზეც გამოსახულია საგვარეულო გერბი, ჯვარი და საგვარეულო დამღა.

600 გულანთებული შონიას ერთობის სიხარულს საზღვარი არ უჩანდა.

უფალმა გაამრავლოს და ერთობით გააძლიეროს შონიების გვარი და სრულიად საქართველო. ამინ!

ავტორი: ირაკლი რევაზის ძე შონია

15 სექტემბერი გალში შონიების გვარის შეკრების დღე


 15 სექტემბერს სრულდება 35 წელი შონიების საგვარეულოს საქველმოქმედო დემოგრაფიული საზოგადოების დაფუძნებიდან. 

საზოგადოების შექმნის იდეა 1989 წლის დეკემბერში წარმოიშვა. იმ დღეს გალის რესტორანში სოხუმიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობდით პარტიის გალის რაიკომის ინსტრუქტორი ვახტანგ იასონის ძე შონია და რაიგაზეთ “გალის” პასუხისმგებელი მდივანი ჯემალ შონია. სტუმრები იყვნენ მსახიობი დიმა ჯაიანი, მწერალი ანზორ გვარამია და მესამე, რომელსაც ვერ ვიხსენებ. საუბარი შეეხებოდა იმ დროისათვის აქტუალურ ეროვნულ საკითხს და გალში ეროვნული პარტიების უჯრედების შექმნის შესაძლებლობებს. საუბრისას გვერდით მჯდომ ვახტანგს გადავულაპარაკე, ყველანაირი პარტია იქმნება და რა იქნება, ჩვენც შონიების ორგანიზაცია შევქმნათ-მეთქი. ვახტანგს არაფერი უპასუხია და იმ დღეს ასე დავიშალეთ.

მეორე დღეს მირეკავს ვახტანგი სამსახურში და გუშინდელ ჩემს წინადადებას მახსენებს და თან ამ საქმეში გვერდში ამოდგომას მპირდება. სწორედ ცხონებული ვახტანგი იყო ის კატალიზატორი, რომელიც არც მე მასვენებდა და არც თვითონ ზოგავდა თავს.

დავიწყეთ გალელ შონიებთან კონტაქტით, გაზეთში გამოვაქვეყნეთ განცხადება ჩვენი განზრახვის შესახებ. თავდაპირველად ჩემს სამუშაო ოთახში ვიკრიბებოდით, მერე, როცა ხალხი მოგვემატა,საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში, ზამირა შონიას კაბინეტში გადავედით. საინიციატივო ჯგუფის პირველ სხდომას, რომელიც 1990 წლის 28 თებერვალს გაიმართა, სულ 13 გალელი შონია ესწრებოდა; შემდეგ სხდომებში შემოგვიერთდნენ მოგვარეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

დამფუძნებელი კონფერენციის მომზადება თვეობით გაჭიანურდა, რადგან ჩვენი მრავალრიცხოვანი გვარის განსახლება ფართო არეალს მოიცავდა და ყველასთან კონტაქტის ორგანიზება პრობლემებთან იყო დაკავშირებული. გამოვაქვეყნეთ განცხადებები რესპუბლიკურ გაზეთებში, სხდომები გავაგრძელეთ უფრო მოსახერხებელ კაბინეტში დამზადების გაერთიანების უფროსთან ტარიელ შონიასთან, ერთი გამსვლელი სხდომა ჩავატარეთ ს. ჭალეში. ბოლო დროისათვის სხდომებში მონაწილეობდნენ შონიები გალიდან, ჭალიდან, ფახულანიდან, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან, ოჩამჩირიდან, კვიტოულიდან, სოხუმიდან, ხობიდან, თბილისიდან, გულრიფშიდან, სენაკიდან, ჩხოროწყუდან, მარტვილიდან, ტყვარჩელიდან, მოსკოვიდან… სულ 200-ზე მეტი შონია. რაიონებში აქტიურ მოსამზადებელ მუშაობას ატარებდნენ ჩვენი წარმომადგენლები. მაგალითად, ასეთები  იყვნენ მაგომეტალ შონია ზუგდიდში, ნოდარ შონია ხობში, გენო შონია ფახულანში, ბოდღო შონია ჭალეში, იური და შახი შონიები სოხუმსა და სოხუმის რაიონში, ზვიად შონია გულრიფშში…

როდესაც კონფერენციის ორგანიზაციული საკითხები მოვილიეთ, დადგა მისი ჩატარების ადგილის პრობლემა, რადგან მის მონაწილეებს ვერანაირი დარბაზი ვერ დაიტევდა. ამისთვის მივადექით გალის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს რაბო შონიას. გადაწყდა, კონფერენცია ჩაგვეტარებინა გალის სტადიონზე.

კიდევ ერთ პრობლემას გაგიმხელთ: ბოლო მომენტამდე მოლაპარაკებული ვიყავით, რომ საგვარეულო კავშირს სათავეში უნდა ჩასდგომოდა ვახტანგ შონია, ის ნამდვილად იმსახურებდა ამას თავისი ორგანიზაციული ნიჭითა და ენთუზიაზმით, მაგრამ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე თავის სახლში, პირველ გალში, ვახტანგი და მე დაგვიბარა რაბო შონიამ და გვთხოვა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელად წარგვედგინა ტარიელ შონია. ჩვენც დავეთანხმეთ.

15 სექტემბერს გალის სტადიონზე თავი მოიყარა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. კონფერენცია გახსნა უხუცესმა, გალის მე-2 საშუალო სკოლის პედაგოგმა დავით შონიამ, შემდეგ კონფერენციის წამყვანმა ვახტანგ შონიამ მოხსენებისთვის სიტყვა მე მომცა. სიტყვით გამოვიდნენ კვიტოულის საშუალო სკოლის დირექტორი შალვა შონია, ხობის კოლხეთის ათვისების მუზეუმის დირექტორი ნოდარ შონია, ჭალელი პედაგოგი ბოდღო შონია, გაერთიანება “ბორჯომის” გენერალური დირექტორი ანზორ შონია, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი მიხეილ შონია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფოლოგი გელა შონია, ბოლნისის რ-ნის ს. რატევანში მცხოვრები ნიკოლოზ შონიას მეუღლე იზოლდა შონია, საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომელი ნათელა შონია.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მწერალი გულად ფეტელავა, საზოგადოება “ლემის” სახელით - ვაჟა ხვისტანი. ჩემი ლექსი საქართველოზე წაიკითხა ხათუნა შონიამ.

კონფერენციამ დაამტკიცა საზოგადოების წესდება და პროგრამა, დროშა და ემბლემა, რომლის ავტორი ემილ ბურჯანაძე კონფერენციას ესწრებოდა. მას კონფერენციის მონაწილეთა სახელით მიესალმა იურისტი ჰამლეტ შონია. 

კონფერენციამ შონიების საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩია ტარიელ შონია. გამგეობაში შევიდნენ: ჯემალ, ვახტანგ იასონის ძე, ვახტანგ მამიას ძე, რაბო შონიები გალიდან, ვაჟა და არველოდ შონიები ოჩამჩირიდან, დუშელ შონია სოხუმიდან, ალექსანდრე შონია გულრიფშიდან, ნოდარ და გენადი შონიები ხობიდან, ველოდი და აპოლონ შონიები წალენჯიხიდან, ჰამლეტ და გელა შონიები თბილისიდან, ალექსი შონია ტყვარჩელიდან, ბადრი შონია სენაკიდან, ოთარ შონია ფოთიდან, ნოდარ და მაგომეტალ შონიები ზუგდიდიდან, ნიკოლოზ შონია ბოლნისიდან, ბოდღო შონია ჭალიდან,გენო შონია ფახულანიდან.

საღამოს ზემო ბარღებში, დულო შონიას ოჯახში, გაიმართა ხალხმრავალი წვეულება ანზორ შონიას თამადობით.


მოხსენებიდან ნაწყვეტებს შემდგომში შემოგთავაზებთ.

ჯემალ შონია

გალის სტადიონიდან ფახულანის სტახიონამდე (იურა შონია)

 
შონიები გალის სტადიონთან

ა.წ. 15 სექტემბერს სრულდება 35 წელი, რაც გალის სტადიონზე შევიკრიბეთ შონიების საგვარეულოს ენთუზიაზმით გამსჭვალული. საუკეთესო წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა: 3500 აღემატებოდა და ამ გრანდიოზულ, ხალისიან და სიხარულით აღსავსე ყრილობაზე შეიქმნა - დაარსდა შონიების საგვარეულო კავშირი. რომლის პირველ პრეზიდენტად ერთხმად იქნა არჩეული ჩვენი გვარის საუკეთესო წარმომადგენელი, ყველასათვის საყვარელი, უპატიოსნესი და უსპეტაკესი ადამიანი ტარიელ აკაკის ძე შონია.
შონიების საგვარეულო კავშირის შექმნის პირველი მომფიქრებელი, ინიციატორი და სულისჩამდგმელია მაშინდელი გალის რაიონული გაზეთის რედაქციის თანამშრომელი. საქართველოს პირველი და კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას - უერთგულესი თანამებრძოლი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და ჩვენი ქვეყნის უკეთილშობილესი, ყველასათვის საყვარელი და შესანიშნავი პოეტი, საბერიოელი ჯემალ ბიქტორის ძე შონია. დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი,

ანდრონიკე ალექსანდრეს ძე შონიას ნათლობა 20.07.2025

2025 წლის 20 ივლის, ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის 33 ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში  მოინათლა ანდრონიკე ალექსანდრეს ძე შონია. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი შალვა კეკელია. ნათლიები: ლადო ახალაია, თამუნა ჭაჭია.

"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია..."

ვიდეო: https://drive.google.com/file/d/14uy6LSHHzP-od_L9rPY76f7dxJrI2Cxs/view

https://drive.google.com/drive/folders/1gfQs_5FbMo06WZCsr7GK12eqmUnC6pAk

შეხვედრა დიდი გვარის შეხვედრის ერთობის საფუძვლად აბესალომ შონიას თაოსნობით

 

06.07.2025 ხობში ბატონი აბესალომის თაოსნობით შედგა შონიების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს 20.09.2025 ჩვენი გვარის დიდი ერთობის ორგანიზებას ფახულანში, რომელიც მიეძღვნება 1990 წლის 15 სექტემბერს გალში შონიების დიდ შეკრებას.

ძმები შონიები 2008 წლის აგვისტოს გმირის გოგა ბერაიას ტურნირს დაესწრნენ

    

 19 აპრილს, პირველ ხორგაში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული პირველი ხორგის ადმინისტრალიული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ჭალადიდის გუნდმა დაიკავა.
    ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ძმებ ალექსანდრე და მაქსიმე შონიებთან ერთად დააჯილდოვეს ტურნირში გამარჯვებული გუნდი.

Ირაკლის!!!.... Ირა_ფატიმა ოთარის ასული ხულორდავა.

 Ირაკლის!!!....


კაცო... კაჟკაცო... კეთილშობილო... თვთით, კურთხეულო, ნაღდო, ქართველო.... ნეტავ, სუყველას, შეეძლოს, ქვეყნად... ირაკლი! შენებრ, რომ იქართველოს. ქართველობა, ხომ, იმას, არ ნიშნავს... ქართველი, ვარო... გეყოს, სათქმელად.... ვინც, ხარ... საიდან მოდიხარ... ის, თქვი... და ან, რა გქვია, ნამდვილ, სახელად. შენ! სართველობა, სულში გიკივის... არვის, არა, აქვს, კითხვის, უფლება.... შენებრ, ქართველი, ბევრი, რომ გვყავდეს, ის, იქნებოდა, ბედნიერება. შენ საქართველოს და შენი ხობის, ხარ სიამაყე ქართული სულის... ქართულ შემართებით, ახარებ, ოჯახს.... და... წინ... უძღვები... იმ სიყვარულით. შენი, მიზანი, ხობს, რომ არ დატოვ ... ეგ ბევრჯერ, საქმით, შენ, დაამტკიცე ... შენი, ვაჟკაცურ, სულისკვეთებით.... დღითიდღე, აღწევ, დასახულ, მიზნებს. მამა, გიორგი ბასილაძემ, თქვა... ქართველობა ძნელიაო... ძნელი... მაგრამ.... ისიც, მიაყოლა... "ბაბუმ"... რომ... არისო... აუცილებელი. სწორედ, შენ, ხარ, ის, ქართველი, ნაღდი... ვისაც, გულში, გამჯდარი, აქვს, რწმენა.... რომ... მთელ სამყაროს, ჯობია, ჩვენი... საქართველო და ქართული, ენა. მაშ, მხარე, კოლხურ, შემართებით... ასახელე, სამშობლო და ერი... ღვთის კურთხევით, წყალობით და მადლით... ყოფილიყავ, მუდამ ბედნიერი. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ფატიმა დეიდა.
23 მარტი
2025 წელი
ქალაქ სამარა

ციალა ჯიქია-შონიას 82 წლის იუბილე

 

2025 წლის 15 მარტს ციალა ჯიქია-შონიას შვილებმა ზურაბის ხელმძღვანელობით დედას საიუბილეო ტრაპეზი გადაუხადეს ხობში არსებულ რესტორან „კოლხაში“ (სტუმრად მაიზერთან), შეიკრიბნენ ახლო ნათესავები და მეზობლები, ჩვენს საყვარელ ადამიანს დიდი სითბოთი  მიულოცეს საიუბილეო თარიღი და უსურვეს კიდევ დიდი ხანი ყოფილიყოს თავისი ოჯახისა და საშონიოს დიდდეად. 17 მარტს ოჯახში შვილიშვილებმა ბესო და ბექა მიქაძეებმა მიულოცეს გამზრდელ ბებიას ლამაზი დღე. საშონიოს გომორძგუას!

არველოდ შონიას 83 წლის იუბილე

 

პედაგოგის ხელში ჩამოყალიბებული სული, განათლებული გონება და კეთილშობილი გული – ეს არის ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის. სწორედ ასეთი ძალის მქონე ადამიანია არველოდ შონია, რომლის მთელი ცხოვრება განათლების, ღირსებისა და თავდადების ნათელ მაგალითად გვევლინება.

 28 წლის განმავლობაში მან აღზარდა და შთააგონა არაერთი თაობა, პირველ რიგში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის მე-2 საშუალო სკოლაში, სადაც ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის რანგში მოღვაწეობდა. მოგვიანებით კი – ამავე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობა იტვირთა. მისი უშურველი შრომისა და სულიერი სიძლიერის შედეგად, სკოლა არ ყოფილა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი – ეს იყო პატრიოტიზმის, სიკეთისა და კაცთმოყვარეობის აკვანი.

 სამწუხაროდ, აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ისიც, როგორც ათასობით ადამიანი, საყვარელ სახლ-კარსა და საქმიანობას მოწყვიტა. მიუხედავად ამისა, ბატონი არველოდი კვლავ ერთგული დარჩა საკუთარი პროფესიული და ადამიანური მისიისა – იგი ხობის ერთ-ერთ სკოლაში განაგრძობდა მოსწავლეთა აღზრდას, პენსიაზე გასვლამდე.

 მიმდინარე წლის 25 თებერვალს არველოდ შონიას 83 წელი უსრულდება. შონიების საგვარეულო დიდ სიყვარულსა და პატივისცემას უცხადებს მას, ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.

მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა შონიების საგვარეულოს ღირსეულ წარმომადგენელს, აფხაზეთის მკვიდრს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულიდან იძულებით გადაადგილებულ პედაგოგს, კვიტოულის N2 საშუალო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელს, სკოლის დირექტორს ბატონ არველოდ შონიას.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქ. ხობში, ბატონი არველოდის ნამოწაფარის, ქველმოქმედებით და მოძმეთადმი თანადგომით, სიკეთით გამორჩეული აბესალომ შონიას ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, მამა ზაქარია(შონია) შონიების სულიერი წინამძღოლი, შონიების საგვარეულო კავშირის წინამძღოლი ოთარ შონია, აფხაზეთის განათლების სამინისტროს გალის რაიონის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი - ნონა შონია, სოფელ ბიას სკოლის დირექტორი - მიხეილ შონია და საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები, სოფელ კვიტოულიდან იძულებით გადაადგილებული მასწავლებლები, ახლობლები.
დამსწრე საზოგადოებამ დააფასა არველოდ შონიას ღვაწლი. იგი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში ჩადებული დიდი წვლილისა და დაუღალავი შრომისათვის დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელით, შონიების საგვარეულო კავშირის მადლობის სიგელით, საქართველოს მთლიანი და განუყოფელი ტერიტორიის, რუკის გამომხატველი, საგვარეულოს გერბით დამშვენებული ულამაზესი საათითა და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრით.
საღამოს დაწყებამდე, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო წირვის აღვლენა ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში შონიების სულიერი წინამძღვრის, დეკანოზ მამა ზაქარია შონიას და ამავე ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ კირიონ დარასელიას მიერ, მათგან შონიების გვარის დალოცვა, მამა ზაქარიასგან იუბილარისათვის ღვთისმშობლის ხატის გადაცემა.
თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარია ბატონი არველოდის, პედაგოგისითვის დამახასიათებელი სიდინჯით გამოხატული ემოცია, რაც მასში შონიების და საპატიო სტუმრების, კოლეგების, ნამოწაფარების, თანასოფლელების, ახლობლების თავშეყრამ, დაფასებამ, თანადგომამ გამოიწვია.
კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს ამაგდარ პედაგოგს და ვუსურვებთ სიმტკიცეს, უდიდეს ცხოვრებით სიხარულსა და დღეგრძელობას მშვიდობიან და ერთიან საქართველოში!
ღრმად ვაფასებთ ქველმოქმედებასა და პედაგოგიურ ღვაწლს, რომელიც მან გასწია ახალი თაობების განათლებისა და აღზრდისთვის. განსაკუთრებული მადლობა აბესალომ შონიას, რომლის ღვაწლიც ღირსეულ პატივისცემას იმსახურებს, ასევე ყველა სტუმარს, ყოველ შონიას, მათ შორის უმცროსსაც, ვინც უამინდობას არ შეუშინდა და ჩვენი ერთობის სიხარული გულწრფელად გაიზიარა!
შონიების საგვარეულო კავშირი

https://www.facebook.com/share/p/1Hh3BzsNwu/

გაზეთი „ხობის მოამბე“ N3 




🔹დავით მორგოშია / Davit Morgoshiaმ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა
🔹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს არველოდ შონიას, დაბადებიდან 83 წლისთავის აღსანიშნავად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
🔹არველოდ შონია წლების განმავლობაში ოჩამჩირის რაიონის, სოფელ კვიტოულის №2 საშუალო სკოლის დირექტორი და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო. დევნილობის შემდეგ მან ხობის საშუალო სკოლაში განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა.
🔹ხობში აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგის დაბადების დღე აღნიშნეს, რომელსაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს და შონიების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლები, კვიტოულიდან დევნილი მასწავლებლები და პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
🔹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გამთლიანებულ საქართველოში!

#12 მაქსიმე შონია - ვლოგი ცაიშის საკათედრო ტაძარი


ტაძარი მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,  VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა 
კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი.
ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული.
 ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული დეკანოზი ამირან შენგელია.
აქვე სამრეკლოს ქვეშ საგვარეულო აკლდამაში დაკრძალულია ქართველი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი იონა მეუნარგია
ცაიში ჩემი დედიკოს ინგას დედულეთია,  ტაძრის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოზე მოვინახულეთ წინაპართა ქირიების საფლავი. 
სოფელ ცაიშს ორად ყოფს მდინარე ჯუმი
წლის ნებისმიერ დროს ლამაზია სამეგრელოს ეს უძველესი სოფელი.

ილორის წმ.გიორგის ხატის ასლი - საჩუქარი ჩვენს ოჯახს

 

შობა დღეს ჩვენს სახლში შემობრძანდა ილორის წმინდა გიორგის ასლი, რომელიც ასევე ბრძანდება შონიების საგვარეულო ხატი. ეს დიდებული საჩუქარი ჩვენს ოჯახს აჩუქა ხატმწერმა ბაკურ კვარაცხელიამ. ხატი თავისებური ხელწერით გამოირჩევა, დიდ მადლობას ვწირავ ჩემს ხობარ ძმას ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. ყველას ერთად შეგვეწიოს წმინდა გიორგის მადლი. ქრისტეს შობას გილოცავთ!

#ილორისწმინდაგიორგი #შონიები #ხობარეფ

,,ძლიერი გვარი - ძლიერი სამშობლო"